ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

მუზეუმები და ტურიზმი კოვიდ-19-ის კონტექსტში - პოლონეთის მაგალითი (ვიდეო)

მუზეუმები და ტურიზმი კოვიდ-19-ის კონტექსტში - პოლონეთის მაგალითი (ვიდეო)

ვიდეო ბლოგში სამუზეუმო საქმის პოლონელი ექსპერტი, ალისა კნასტი  საუბრობს იმ გამოწვევების შესახებ, რასთანაც  კულტურულ დაწესებულებებს, კერძოდ კი მუზეუმებს უწევთ და უახლოეს მომავალშიც მოუწევთ გამკლავება კოვიდ-19-ის პანდემიის გამო პოლონეთსა და ევროპაში. ვიდეო ბლოგში ასევე მიმოხილულია კულტურის სფეროში პოლონეთის მთავრობის  მიერ  კოვიდ-19-ის შედეგების შემსუბუქებისკენ  გადადგმული ნაბიჯები. დამატებით, ბლოგში საუბარია პოლონეთში ტურიზმის სფეროზე კოვიდ-19-ის გავლენის და პოლონეთის მთავრობის მიერ მიღებული ზომების შესახებ.

 

დეტალები იხილეთ ვიდეოში.

 

 

ალისა კნასტი სამუზეუმო სექტორში 1995 წლიდან მოღვაწეობს. მის სახელთან პოლონეთის მასშტაბით არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებაა დაკავშირებული. ალისას  კარიერა პოზნანის ეროვნული მუზეუმიდან იწყება. 2009-2012 წლებში ის შოპენის სახელობის მუზეუმის მთავარი კურატორი იყო, ხოლო 2012-2014 წლებში ხელმძღვანელობდა პოლონელი ებრაელების გამოფენას ისტორიის მუზეუმში. ბოლო წლების განმავლობაში ალისა კატოვიცეს მუზეუმის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

© 2020 Copyright