ამიერიდან ლოიალობის პროგრამებს არა მხოლოდ ავიახაზებისგან და სასტუმროებისგან უნდა ველოდოთ. მალდვის კუნძულები აპირებს მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს სტუმარმასპინძლობის სფეროში ლოიალობის პროგრამის დანერგვაში.
ინიციატივის ფარგლებში 3 ტიპის ლოიალობის პროგრამის შემოღება იგეგმება: ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს.
ამის შესახებ მთავრობის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია სადაც ნათქვამია, რომ პროგრამის ფარგლებში ტურისტები ქულებს დააგროვებენ ვიზიტების რაოდენობის და ხანგრძლივობის მიხედვით. დამატებით ქულებს დააგროვებენ ისინი, ვინც განსაკუთრებული შემთხვევების აღსანიშნად ეწვევა მალდივებს.
როგორი იქნება მოგზაურების რეაქცია ამ ახალ ინიციატივაზე? ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია გლობალური სამოგზაურო ბაზრის მდგომარეობაზე კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომად.
მალდივებმა, რომლის ეკონომიკა დიდწილად ტურიზმზე და სტუმარმასპინძლობის სფეროზეა დამყარებული, ერთ-ერთმა პირველმა გაუხსნა საზღვრები ტურისტებს. 2020 წლის ივლისიდან კი ტურისტების ნელი ტემპით მატება დაფიქსირდა.
ინდუსტრიის წარმომადგენლების მოსაზრებით მსგავსი ინიციატივა ინოვაციური და განსხვავებულია, რომელიც შედეგს გრძელვადიან პერსპექტივაში მოიტანს.
წყარო: cnn
მალდივის კუნძულები დესტინაციის მენეჯმენტი ინოვაციები ტურიზმში