ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

ფარერის კუნძულებზე გიდის მართვა უკვე დისტანციურად შეგიძლიათ

ფარერის კუნძულებზე გიდის მართვა უკვე დისტანციურად შეგიძლიათ

კოვიდ პანდემიის ფონზე ტურიზმის სექტორი იძულებული გახდა ჩაეკეტა კარები ვიზიტორებისთვის და ყველაფერი რისი გადატანაც შესაძლებელი იყო, ციფრულ ფორმატს მიუსადაგა - ვირტუალური ტურები, გამოფენები და ა.შ.

 

სკანდინავიის ქვეყნები აქაც ნოვატორებად მოგვევლინენ და ვირტუალური ტურიზმი ახალ ეტაპზე გადაიყვანეს.

 

არქიპელაგი, რომელიც დანიის თვითმმართველი ერთეულია, მომხმარებელს სთავაზობს ვებ-გვერდს, სადაც შესაძლებელია გიდის (ადამიანის), პირდაპირი გაგებით, მართვა. ამის საშუალებას კი იძლევა ვიდეო-თამაშის კონსოლის მსგავსი აპლიკაცია.

 

ყოველ დილით, ადგილობრივი დროით 5 საათზე  გიდი შემოდის ონლაინ პლატფორმაზე და ყველას ვინც დარეგისტრირებულია ვებ-გვერდზე შეუძლია მისი “მართვა” ერთი წუთის განმავლობაში - ბრძანებების ველში შემდეგი მოქმედებებია: “სირბილი”, “ახტომა”, მოძრაობა წინ, უკან, მარჯვნივ ან მარცხნივ.

 

ფარერელ გიდს ჩაფხუტზე დამაგრებული აქვს GoPro კამერა, რომელიც გამოსახულებას პირდირ რეჟიმში გადასცემს ვებ-გვერდს.

 

სოციალური დისტანცია ფარერებისთვის არ გახლავთ აქტუალური ცნება. გაეროს მონაცემებით არქიპელაგს, რომელიც ნორვეგიას, ისლანდიას და შოტლანდიას შორის მდებარეობს 50,000 ნაკლები მაცხოვრებელი ჰყავს 18 კუნძულზე.

 

წყარო: CNN

ტურიზმის მარკეტინგი ციფრული მარკეტინგი ინოვაციები
© 2020 Copyright