ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

11 პრიორიტეტული საკითხი ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის

11 პრიორიტეტული საკითხი ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის

მსოფლიო ეკომონიკურმა ფორუმმა სპეციალური გამოცემა მოამზადა, სადაც საუბარია პოსტ-პანდემიური აღდგენისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, ასევე იმ მიდგომებზე, რომლებიც ქვეყნებს  დაეხმარა უკეთესად გამკლავებოდნენ პანდემიის ნეგატიურ შედეგებს. გამოცემაში ასევე გაანალიზებულია თუ რომელი ქვეყნებია ყველაზე მეტად მზად ეკომომიკური ტრანსფორმაციისთის.

 

37 ქვეყნიდან შეგროვრებული მონაცემების შედარება მოხდა რეპორტში მოცემულ 11 პრიორიტეტულ საკითხთან  მიმართებაში. აღმოჩნდა, რომ არც ერთი ქვეყანა არ არის სრულად მზად აღდგენისთვის და ეკომონიკური ტრანსფორმაციისთვის. თუმცა, ზოგიერთს  უფრო მეტი მზაობა აქვს ამისთვის.

 

ქვემოთ გთავაზობთ ამ 11 პრიორიტეტულ საკითხს:

  • დარწმუნდით, რომ საჯარო დაწესებულებების მოქმედებები გრძელ-ვადიან ხედვაზე და  ძლიერი მმართველობის პრინციპებზეა დაფუძნებული  და საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვით აღძრავენ სანდოობის განცდას;
  • გაანახლეთ ინფრასტრუქტურა, რათა დაჩქარდეს ენერგიის გადაცემა და გაფართოვდეს წვდომა როგორც ელექტროენერგიაზე, ისე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე;
  • გადადით დაბეგვრის უფრო პროგრესულ  სისტემაზე, გადაიაზრეთ როგორ  ხდება კორპორაციებზე, ქონებაზე და შრომაზე გადასახადების დაწესება, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე საერათაშორისო თანამშრომლობის ჩარჩოების ფარგლებში;
  • გაანახლეთ სასწავლო კურიკულუმები და ინვესტიციები დააბანდეთ ისეთი უნარების გამომუშავებაში, რაც მომავლის შრომის ბაზრისთვის და სამუშაო ადგილებისთვისაა საჭირო;
  • გადაიაზრეთ შრომის კანონმდებლობა და სოციალური დაცვის საკითხები, რათა ისინი შესაბამისობაში მოვიდეს ახალ ეკონომიკასთან და სამუშაო ძალის ახალ საჭიროებებთან;
  • განავითარეთ და უფრო ხელმისაწვდომი გახადეთ,  როგორც ჯანდაცვის, ისე ხანდაზმულების და ბავშვების მოვლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, ხელი შეუწყვეთ ამ სფეროებში ინოვაციების დანერგვას, რაც სარგებლის მომტანი იქნება ადამიანებისთვის და ასევე ეკონომიკისთვის;
  • ხელი შეუწყვეთ ფინანსური რესურსების  და ინვესტიციების გრძელ-ვადიან მიზნებში დაბანდებას, გააძლიერეთ სტაბილურობის განცდა და ინკლუზიურობა;
  • გადაიაზრეთ კონკურენცია და ანტიმონოპოლიური საკანონმდებლო ჩარჩოები, რაც მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქისთვისაა საჭირო, რათა უზრუნველყოთ ბაზრებზე წვდომა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
  • ხელი შეუწყვეთ  მომავლის ბაზრების შექმნას, განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც საჭიროა საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობა;
  • წაახალისეთ და გააძლიერეთ გრძელვადიანი ინვესტიციები კვლევაში, გამოგონებაში და ინოვაციაში, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მომავლის ბაზრების შექმნას;
  • წაახალისეთ კომპანიები კეთილსინდისიერი პრაქტიკის,  მრავალფეროვნების, ინკლუზიის დანერგვაში, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს კრეატიულობა.
ეკონმიკის აღდგენა ინოვაციები ტურიზმის აღდგენა
© 2020 Copyright