ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

WTTC ,WHO, UNWTO - ჩაკეტვა ანადგურებს ტურიზმს და ეკონიმიკას, ის გამოსავალი არ არის !

WTTC ,WHO, UNWTO - ჩაკეტვა ანადგურებს ტურიზმს და ეკონიმიკას, ის გამოსავალი არ არის !

ავტორიტეტული მსოფლიო ორგანიზაციები ერხმად აღნიშნავენ რომ ეკონომიკის და საზღვრების ჩაკეტვა გამოსავალი არ არის:

 

ტურიზმისა და მოგზაურობის მსოფლიო საბჭო (WTTC), აღმასრულებელი დირექტორი, გლორია გუევარა - “ადამიანების ჯანმრთელობა უპირველესია, თუმცა მოგზაურობის აკრძალვა გაუმართლებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიცით რომ წარსულში ამან სათანადოდ ვერ იმუშავა. ჩვენ გვესმის კოვიდ-19-ის პრევენციის საჭიროება, თუმცა მოგზაურობის აკრძალვა ეკონომიკისთვის დამანგრეველია. ჩვენ ასევე სათანადოდ უნდა შევაფასოთ იზოლაციის  მძიმე შედეგები მენტალურ ჯანმრთელობაზე.“

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), COVID-19-ის საგანგენგებო დესპანი - დავიდ ნაბარო -  „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩაკეტვას არ უჭერს მხარს. ჩაკეტვის გამოყენება დასაშვებია დროის მოგების მიზნით, როცა საჭიროა რესურსების რეორგანიზება და ჯანდაცვის გადაღლილი მუშაკების დაცვა, თუმცა ზოგადად ჩვენ არ ვემხრობით ჩაკეტვას“

 

გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაიცია (UNWTO), გენერალური მდივანი - ზურაბ პოლოლიკაშვილი - „ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი საზღვრების გახსნას ტურიზმისა და ბიზნესების მხარდასაჭერად. ცხადია, რომ ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია ამ უპრეცედენტო კრიზისის ფონზე.”

 

Great Barrington Declaration – 6000 ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტის ერთობლივი განცხადება - „ჩვენ, როგორც ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგებს და ჯანდაცვის სფეროს მეცნიერებს, ძალიან გვაღელვებს ის ფიზიკური და სულიერი ზიანი, რაც კოვიდ-19-თან დაკავშირებულმა პოლიტიკამ მოიტანა. ჩვენი რეკომენდაციაა ე.წ. ფოკუსირებულ დაცვაზე გადასვლაა. ამჟამინდელი ჩაკეტვის პოლიტიკა ძალიან დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ჯანდაცვაზე, როგორც მოკლევადიან ისე გრძელვადიან პერსპექტივაში“

 

 

 

ტურიზმის აღდგენა ეკონომიკის აღდგენა lockdown
© 2020 Copyright