ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

WTTC-ის პირველი გლობალური ნიშანი „უსაფრთხო მოგზაურობა“

WTTC-ის პირველი გლობალური ნიშანი „უსაფრთხო მოგზაურობა“

მოგზაურობის და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) მიერ შემოღებული უსაფრთხოების და ჰიგიენის პირველი გლობალური ნიშანი, „უსაფრთხო მოგზაურობა“ („Safe Travels”) სულ უფრო და უფრო პოპულარული და აუცილებელი ხდება.

 

ორგანიზაციის განცხადებით, შემოღებიდან სულ რაღაც სამ თვეში 100 ტურისტული დანიშნულების ადგილმა დაიწყო უსაფრთხო მოგზაურობის ნიშნის გამოყენება. ფილიპინები ოფიციალურად გახდა მე-100 ტურისტული დანიშნულების ადგილი, რომელიც აღნიშნულ მექანიზმს იყენებს. ნიშნის შექმნა მოგზაურებში ნდობის აღდგენას და მოგზუარობის სექტორის  მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებას ემსახურება. მისით უკვე სარგებლობს ისეთი დანიშნულების ადგილები, როგორებიცაა: ხორვატია, თურქეთი, უკრაინა, მონტენეგრო, ყაზახეთი და სხვა.

 

„უსაფრთხო მოგზაურობა“ საშუალებას გაძლევს ამოიცნო ის დანიშნულების ადგილები, რომლებმაც უკვე მოახდინეს სტანდარიტიზებული ჯანდაცვის და ჰიგიენის გლობალური პროტოკოლის დანერგვა, რაც შესაბამისად უსაფრთხო მოგზაურობის შესაძლებლობას იძლევა. WTTC-ის ამ ნაბიჯს ასევე მხარს უჭერს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO). 

 

გლორია გუევარა, მოგზაურობის და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს: „ჩვენი უსაფრთხო მოგზაურობის ნიშანი უფრო და უფრო ძლიერდება, რაც ძალიან გვახარებს. უკვე, 100-ზე მეტი ტურისტული დანიშნულების ადგილი იყენებს ამ ნიშანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთობლივად მუშაობენ მომხმარებლის ნდობის აღდგენაზე მსოფლიო მასშტაბით.”

 

წყარო: traveldailymedia

safe travel wttc უსაფრთხო მოგზაურობა ტურიზმის აღდგენა
© 2020 Copyright