ტურიზმისა და მოგზაურობის მსოფლიო საბჭოს (WTTC) განცხადებით ქვეყნების ჩაკეტვა კონტრპროდუქტიულია და სერიოზულად შეაფერხებს ეკონომიკურ აღდგენას.
აღნიშნული განცხადება მოყვა იმ ფაქტს, როდესაც რამდენიმე ქვეყანამ უარი განაცხადა მიეღო ფრენები დიდი ბრიტანეთიდან კოვიდ-19-ის ახალი სახეობის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
ტურიზმისა და მოგზაურობის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის, გლორია გუევერას, მოსაზრებით “ადამიანების ჯანმრთელობა უპირველესია, თუმცა მოგზაურობის აკრძალვა გაუმართლებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიცით რომ წარსულში ამან სათანადოდ ვერ იმუშავა.
თუკი აეროპორტებში ეფექტურად იქნება შემოღებული სწრაფი ტესტების პრაქტიკა, ეს დაგვეხმარება მოვახდინოთ მხოლოდ კოვიდ-19-ით ინფიცირებული პირების იდენტიფიცირება და იზოლირება. ამ შემთხვევაში საჭირო აღარ გახდება დამაზიანებელი და კონტრპროდუქტიული აკრძალვის შემოღება ბრიტანელი მოგზაურების მიმართ.
ადამიანებს არ უნდა ავუკრძალოთ მოგზაურობა მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ხერხდება მათი კორონა ვირუსზე შემოწმება ადგილობრივ ლაბორატორიებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებებში. მოგზაურებისთვის უნდა გამარტივდეს გამგზავრებამდე ტესტირების პროცესი.
არსებობს მოსაზრება, რომ კოვოდ-19-ის ახალი ვერსია შესაძლოა უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს, თუმცა მეცნიერები თვლიან, რომ ამ მიმართულებით საჭიროა უფრო მეტი კვლევის წარმოება.
მოგზაურები დიდი რისკის მატარებელები არ არიან თუკი გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის და უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო წესი, მათ შორის ნიღბების სავალდებულო ტარება და რეგულარული შემოწმება.
ჩვენ გვესმის კოვიდ-19-ის პრევენციის საჭიროება, თუმცა მოგზაურობის აკრძალვა ეკონომიკისთვის დამანგრეველია. ჩვენ ასევე სათანადოდ უნდა შევაფასოთ იზოლაციის მძიმე შედეგები მენტალურ ჯანმრთელობაზე.
ეკონომიკის ყველა სფერო და არა მხოლოდ ტურიზმი ძალიან დაზიანდება ამ შეზღუდვებით. ტურიზმის სექტორს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ეკონომიკის აღდგენაში, ამიტომაც აუცილებელია ახლა გადაიდგას ნაბიჯები მის გადასარჩენად. წინააღდგეგ შემთხვევაში კოლაფსი გარდაუვალია, რაც მილიონობით ადამიანს სამუშაო ადგილის გარეშე დატოვებს”.
წყარო: breakingtravelnews
WTTC მოგზაურობის აღდგენა