ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

ჩაკეტვა (lockdown) ანადგურებს ტურიზმს!

ჩაკეტვა (lockdown) ანადგურებს ტურიზმს!

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სპეციალურმა წარმომადგენელმა კოვიდ-19-ის საკითხებში მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს შეწყვიტონ ჩაკეტვის (lockdown) გამოყენება ვირუსის გასაკონტროლებლად.

 

დავიდ ნაბარომ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩაკეტვას არ უჭერს მხარს. ჩაკეტვის გამოყენება დასაშვებია დროის მოგების მიზნით, როცა საჭიროა რესურსების რეორგანიზება და ჯანდაცვის გადაღლილი მუშაკების დაცვა, თუმცა ზოგადად ჩვენ არ ვემხრობით ჩაკეტვას“- ამბობს ნაბარო.

 

ნაბარომ თავის საუბარში ხაზი გაუსვა ჩაკეტვის უარყოფით შედეგებს, რამაც მსოფლიო მასშტაბით ძალიან დააზიანა ტურიზმის ინდუსტრია და ხელი შუეწყო სიღარიბისა და შიმშილის ზრდას.

 

„მაგალითისთვის შევხედოთ რა შედეგები მოუტანა ამ ყველაფერმა კარიბის ზღვის  ან წყნარი ოკეანის რეგიონების ტურიზმს. მცირე ფერემები ძალიან დაზარალდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შეხედეთ, როგორ იზრდება სიღარიბის მაჩვენებელი, რომელმაც მომავალ წელს შესაძლოა ორმაგ ნიშნულს მიაღწიოს. ასევე, მოსალოდნელია ბავშვებში კვების უკმარისობის გაორმაგება“.

 

ახლახან ათასობით ჯანდაცვის ექსპერტმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც კორონა ვირუსით გამოწვეული ჩაკეტვის გაუქმებას მოითხოვს.

 

„ჩვენ, როგორც ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგებს და ჯანდაცვის სფეროს მეცნიერებს, ძალიან გვაღელვებს ის ფიზიკური და სულიერი ზიანი, რაც კოვიდ-19-თან დაკავშირებულმა პოლიტიკამ მოიტანა. ჩვენი რეკომენდაციაა ე.წ. ფოკუსირებულ დაცვაზე გადასვლაა. ამჟამინდელი ჩაკეტვის პოლიტიკა ძალიან დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ჯანდაცვაზე, როგორც მოკლევადიან ისე გრძელვადიან პერსპექტივაში“- აღნიშნულია პეტიციაში, რომელიც „Great Barrington Declaration“-ის სახელითაა ცნობილი.

 

მაგალითისთვის, აშშ-ში ჩაკეტვამ გამოიწვია სუიციდური ფიქრების ზრდა ბავშვებში. ასევე,  გაიზარდა ნარკოტიკების ზედოზირების და ოჯახური ძალადობის შემთხვევები, ხოლო მაისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩაკეტვით გამოწვეულმა სტრესმა და შფოთვამ პოტენციურად შესაძლოა 7-ჯერ მეტი საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს, ვიდრე გადაარჩინოს ადამიანი. 

 

წყარო:msn

ტურიზმის აღდგენა დანაკარგები ტურიზმში lockdown
© 2020 Copyright