Airbnb-ის განცხადებით, კომპანიისთვის პრიორიტეტულია მომხმარებლების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, სწორედ ამიტომ ჩაეშვება ახალი პროგრამა, რომელიც აღწერს სტუმრების ჯანმრთელობის მდგომარეობას განთავსებამდე.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებელი მექანიზმი მასპინძელს აძლევს საშუალებას გამოითხოვოს სტუმრისგან ინფორმაცია კოვიდ-19-ის შესაბამის სიმპოტომატიკაზე. სტუმრებს ასევე ჰკითხავენ აქვთ თუ არ მათ გადატანილი დაავადება ახლო წარსულში.
ამ ინფორმაციის შეგროვება მოხდება ჯავშნის მომზადების დროს და რაც უფრო მოახლოვდება განთავსების თარიღი, მასპინძელი მიიღებს ინფორმაციას განთავსების მსურველისგან კოვიდის სიმპტომებთან დაკავშირებით.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა გზით ან დაემატება თუ არა საერთოდ ეს მექანიზმი airbnb-ს “გამოცდილების ტურებს”.
მექანიზმის შემუშავება ხდება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის, ადგილობრივი კომპეტენტური უწყებების რეკომენდაციებთან შესაბამისად.
განსხვავებით ზოგიერთი სახელწმიფოსა და ავია-კომპანიისგან, airbnb-ს შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით ზემოხსენებული ინფორმაციის მიწოდება არ იქნება სავალდებულო, თუმცა შესაძლოა ეს მიდგომა შეიცვალოს ჯანმრთელობის ექსპერტების რჩევებზე დაყრდნობით.
განცხადებაში ნათქვამია: “ისევე, როგორც ჩვენ მიერ განხორციელებული, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სხვა პროგრამების შემთხევაში, ეს მექანიზმიც დაეყრდნობა ცოდნასა და გამოცდილებას, რათა ვიპოვოთ საუკეთესო და ეფექტიანი გზა მისი გამოყენებისთვის.”
კომპანიის განცხადებით პროგრამის პირველ ეტაპზე სტუმრებს სთხოვენ ინფორმაციას სიმპოტომებისა და ვირუსთან შემხებლობის შესახებ, თუმცა შეიძლება შემდეგ ეტაპზე ტესტირებისა და ვაქცინაციის მონაცემებიც გახდეს პრიორიტეტული.
ამერიკის შეერთებული შტატები იქნება პირველი სადაც ამ მექანიზმს გამოიყენებენ.
ასევე განცხადებაში ვკითხულობთ:”ადამიანებს სურთ ოჯახთან და მეგობრებთან დაკავშირება უსაფრთხო გზით:კვლევის მიხედვით მოგზაურთა 44% ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხს პრიორიტეტულად მიიჩნევს მოგზაურობის დაგეგმვისას. მომხმარებლები ასევე უფრო ხშირად ინტერესდებიან კერძო სახლებით, სადაც მათი პირადი სივრცე და უსაფრთხოება მეტად არის დაცული.”
წყარო: phocuswire
airbnb ტურიზმის აღდგენა