ერთი, ორი, სამი! თქვენ გაქვთ მხოლოდ 3 წამი იმისათვის რომ არ დაკარგოთ კუთვნილი შემოსავალი ანუ მომხმარებლები რომლებიც შემოდიან თქვენს ვებგვერდზე!
ტურიზმის ინდუსტრია უნდა ემზადებოდეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, რადგანაც იგი აღარ იქნება იგივე COVID19-ის შედგომ.
ახალი ეტაპის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი იქნება პროცესების დიგიტალიზაცია ანუ ციფრული ხელსაწყოების ინტეგრაცია ბიზნესის კეთების ყოველდღიურობაში! აღნიშნულის ნაწილი იქნება პროდუქტების/სერვისების დეტალური და მარტივი აღწერა კომპანიის ვებ-გვერდზე.
გამარჯობა, მე ვარ დათო მახარაძე, კომპანია შინდის ციფრული მარკეტოლოგი.
გუგლის კვლევის მიხედვით 3 წამი არის ის დრო, რამდენსაც მომხმარებელი დაგელოდებათ სანამ დატოვებს ვებგვერდს. 213 ქვეყანაში 11 მილიონი მობილურის რეკლამის გაანალიზების შემდეგ, აღმოჩნდა რომ 15 წამი არის ვებ-გვერდის ჩატვირთვის საშუალო დრო. რას ნიშნავს ეს?
ვებგვერდების უმრავლესობა, ოღონდ, ავღნიშნავ, მობილურზე მორგებული ვებგვერდები, მუშაობს ნელა და დატვირთულია ბევრი უსარგებლო ელემენტით. მე, თქვენ და ნებისმიერ მომხმარებელს გვსურს სწრაფად გადავრიცხოთ თანხა, შევიძინოთ სასურველი ბილეთი, დავჯავშნოთ სამოგზაურო ტური (მაშინ, როცა ეს შესაძლებელი იქნება უახლოეს მომავალში!) ან თუნდაც წავიკითხოთ სტატია ბმულზე ერთი დაკლიკებით. და თუ, ამ დროს შეფერხებას წავაწყდით, ჩვენ მაშინვე ვტოვებთ ვებგვერდს და გადავინაცვლებთ კონკურენტთან.
სამი წამი! გუგლის კვლევების მიხედვით მომხმარებლების 53% ტოვებს თქვენს ვებგვერდს თუ ის სამ წამზე გვიან იტვირთება. ანალიზის შედეგად, მომხმარებელთა ნახევარზე მეტი, ვებგვერდს მობილურით სტუმრობს, ხოლო პროდუქტის შეძენას კომპიუტერის დახმარებით ცდილობს. მთავარი პრობლემა კი სწორედ 3 წამშია ანუ სიჩქარე უდრის შემოსავალს.
კვლევის შედეგად ვებგვერდების 70% იტვირთებოდა 5 წამში და ეს მხოლოდ გვერდის ზედა ნაწილი, რომელიც ეკრანზე ჩანს, ხოლო გვერდის სრულად ჩატვირთვას 7 წამზე მეტი დრო სჭირდებოდა. თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ ამ კველვაში, მაშინ კიდევ ერთ საინტერესო მაჩვენებელს აღმოვაჩენთ - ეს არის ბოუნს რეითი. ბოუნს რეით გვიჩვენებს იმ მომხამრებელთა პროცენტულ რაოდენობას, რომელიც ესტუმრა ჩვენი საიტის რომელიმე ერთ გვერდს და ნებისმიერი ჩართულობის გარეშე დატოვა საიტი. რას ნიშნავს ეს? თუ თქვენ შეხვედით ვებ გვერდზე და რამოდენიმე წამის შემდეგ ის არ დაგაინტერესათ ზედმეტი დაკლიკებების გარეშე ტოვებთ საიტს. შესაბამისად, ბოუნს რეითი განსაზღვრავს ასეთი მომხმარებლების რაოდენობას პროცენტებში.
ასევე, კვლევაში კარგად ჩანს რომ გვერდების 79% 1 მბ-ზე მეტი ზომის იყო, 53% 2 მბ-ზე მეტი, ხოლო 23% 4 მბ-ზე მეტი. ერთ-ერთ ვებგვერდზე კი მხოლოდ 1 ფოტოს ზომა იყო 16 მბ. მაშინ, როდესაც გუგლის რეკომენდაციით ვებგვერდის ოპტიმალური ზომა 0,5 მეგაბაიტი უნდა იყოს.
შესაბამისად, თუ ახალი ვებგვერდი ან არსებულის განახლება სჭირდება თქვენს ტურისტულ ბიზნესს (ეს კი, დამერწმუნეთ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება კორონა ვირუსის პოსტ-კრიზიუსლ და მის შემდგომ პერიოდში!), მისი დამზადებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინეთ ჩატვირთვის სიჩქარე და ვებგვერდის ზომა.
რა თქმა უნდა საერთაშორისო პრაქტიკა და კვლევის შედეგების გაცნობა მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენ, ამ წამს, სრულიად ლეგიტიმური კითხვა გაგიჩნდათ თავში?! მიადევნეთ თვალი ჩვენს ვებ-გევრდს და სულ მალე მოგიყვებით რა ხდება აღნიშნული საკითხის ირგვლივ ქართული ტურიზმის ინდუსტრიაში.
სტატია მომზადებულია ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერის“ ფარგლებში ჩატარებული talk-ის მიხედვით.