კორონავირუსის მართვის შესაძლებლობები იხვეწება. ნიუ იორკში, ჯანდაცვისა და ტექნოლოგიის მოწინავე კომპანიების მიერ ახლად შექმნილმა კოალიციამ, გააჟღერა ინიციატივა, რომელიც გულისხმობს კოვიდ-19-ის მართვის ოპტიმიზაციას იმუნიზაციის მონაცემების შეგროვების გზით, რათა დავუბრუნდეთ პანდემიამდელ უსაფრთხო და კომოფრტული ცხოვრების რიტმს. მონაცემებში იგულისხმება “ვაქცინაციის პასპორტი”. გარდა ტრადიციული ნაბეჭდი სერთიფიკატისა, იგეგმება QR-კოდის ტიპის ციფრული ბარათების დამზადება სმარტფონებისთვის.
ვაქცინაციის აღრიცხვის ინიციატივა (VCI) გაუმარტივებს ვაქცინირებულ პირებს მონაცემებთან წვდომას - უსაფრთხო, ხელმისაწვდომი, გადამოწმებადი გზით, პირადი მონაცემების სრული დაცვით, ეს ყოველივე კი გაუმარტივებს ადამიანებს დამადასტურებელი საბუთის წარდგენის პროცედურას, რომელიც შესაძლოა სულ მალე მოგთხოვონ მთავრობებმა ან ტურისტულმა კომპანიებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა. კოალიცია (VCI) დაკომპლექტებულია Microsoft, the Mayo Clinic, Oracle და სხვა ტექნოლოგიური გიგანტებით.
VCI-ის მთავარი გამოწვევა გახლავთ ვაქცინაციის აღრიცხვის დღევანდელი სისტემის შეუსაბამობა თანამედროვე მოთხოვნებთან - თავისუფალი წვდომა, კონტროლი, გაზიარება და ვაქცინირების გადამოწმებადი ჩანაწერების სტანდარტიზება.
განცხადებაში ვკითხულობთ: “მსოფლიოს სასწრაფოდ სჭირდება სანდო, გადამოწმებადი და ვაქცინაციის სტატუსის საყოველთაოდ აღიარებული ციფრული მონაცემები, რათა ადამიანები უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ სამსახურს, სკოლებს, ღონისძიებებსა და მოგზაურობას.”
“ჩვენ ვიწყებთ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ვაქცინაციის პროცესს. ისე როგორც არასდროს, ინდივიდებს სჭირდებათ ციფრული წვდომა ვაქცინაციისა და ჯანდაცვის პირად მონაცემებთან, რათა შეძლონ გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად,” ამბობს რაიან ჰოუელსი, CARIN Alliance-ის, კოალიციის პარტნიორი ორგანიზაციის, პროგრამების მენეჯერი.
კოალიციის კიდევ ერთმა პარტნიორმა The Commons Project-მა შეიმუშავა ჯანდაცვის მონაცემების გაზიარების აპლიკაცია CommonHealth (პირადი ჯანდაცვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის) და CommonPass (უსაფრთხო და გადამოწმებადი მექანიზმი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადასტრუებლად მოგზაურობისას).
“VCI კოალიციის წევრები მუშაობენ, რათა ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინაციის ციფრული მონაცემები, “ჯანდაცვის ჭკვიანი ბარათების სპეციფიკაციის” გამოყენებით,” წერია განცხადებაში. “VCI-ის მიდგომა, გულისხმობს ინდივიდების აღჭურვას საკუთარი ჯანდაცვის მონაცემების ციფრული ასლებით, რომელიც შეგროვდება მათ მიერ არჩეულ ციფრულ საფულეში. მათ კი ვისაც არ აქვთ სმარტფონები გაეგზავნებათ ნაბეჭდი ასლი QR კოდით და გადამოწმებადი მონაცემებით.”
კოალიცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს და ხაზს უსავამს იმას, რომ მათი ინციატივა არის საყოველთაო და წარმატების შემთხვევაში ციფრული მონაცემებით სარგებლობა შეეძლება ყველას. “ინიციატივაზე მუშაობისას ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ეს სერვისი ხელმისაწვდომი გახდეს ყველა სოციალური ჯგუფისთვის” აცხადებენ კოალიციაში.
წყარო: techrepublic
COVID პასპორტი ტურიზმის აღდგენა ტექნოლოგიები