ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

ზურაბ პოლოლიკაშვილი ეხმაურება მსოფლიო ტურიზმის ახალ მონაცემებს

ზურაბ პოლოლიკაშვილი ეხმაურება მსოფლიო ტურიზმის ახალ მონაცემებს

 

გლობალური პანდემიის შესაჩერებლად დანერგილი მოგზაურობის შეზღუდვების გავლენა უპრეცედენტოდ უარყოფით ხასიათს ატარებს გლობალურ ტურიზმზე. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) დღეს გამოქვეყნებულმა აგარიშმა აჩვენა, რომ საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა დაცემულია 70%-ით 2020 წელის პირველი 8 თვის მონაცემებით.

 

UNWTO-ს „მსოფლიო ტურიზმის ბარომეტრის“ ანგარიშის მიხედვით ტრადიციულად ყველაზე აქტიური ივლისის თვე დაეცა 81%-ით და აგვისტოს კი 79%-ით. ეს ვარდნა აგვისტომდე ჯამში გულისხმობდა 700 მილიონით ნაკლებ საერთაშორისო მოგზაურს და 730 მილიონ ამერიკულ დოლარის დანაკარგს. შედარებისთვის, აღნიშნული ვარდნა 8-ჯერ მეტია ვიდრე 2009 წლის მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი.

 

„ამ უპრეცენდენტო ვარდნას აქვს დრამატული გავლენა სოციალურ და ეკონომკურ გარემოზე, მილიონობით ბიზნესს და სამუშაო ადგილს აყენებს დარტყმის ქვეშ,“ - გვაფრთხილებს UNWTO-ს გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი - „ეს კი პირდაპირ მიუთითებს ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის აუცილებლობას დროული და კოორდინირებული მოქმედებებით.“

 

წყარო: UNWTO

UNWTO ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ბარომეტრი ტურიზმის აღდგენა
© 2020 Copyright