ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა კორონა ვირუსით გამოწვეული მესამე ჩაკეტვის შედეგების შესამსუბუქებლად დამატებითი გრანტის გამოყოფა დაანონსა.
ბრიტანეთის მასშტაბით ადამიანები იძულებულები არიან სახლში დარჩნენ, რაც სავარაუდოდ თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ამ სიტუაციაში მთავრობა ბიზნესებს 9,000 ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ოდენობის გრანტს სთავაზობს თითოეულ ობიექტზე, რაც მათ გაზაფხულამდე სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში დაეხმარებათ.
მთავრობამ ასევე დამატებით გამოყო 594 მილიონი ბრიტანული გირვანქა სტერლინგი სხვა დაზარალებული ბიზნესების დასახმარებლად.
დამატებით, 1.1 მილიარდი ბრიტანული გირვანქა სტერლინგი გამოყოფილია ადგილობრივი მთავრობების დაფინანსებისთვის, რის ფარგლებშიც გაიცემა ადგილობრივი შეზღუდვების საპასუხო, თვეში 3,000 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგამდე გრანტები. დამატებით, სამსახურის გარეშე დარჩენილი პირების დახმარების პროგრამა აპრილამდე გაგრძელდა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით მსგავსი დახმარება ხელს შეუწყობს ბიზნესების გადარჩენას და სამუშაო ადგილების შენახვას.
აღნიშნული ნაბიჯი პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებას მოყვა იმის თაობაზე, რომ ბიზნესებს მინიმუმ თებერვლის შუა რიცხვებამდე მოუწევთ დაკეტვა კოვიდ-19-ის გასაკონტროლებლად.
ბიზნესების მხარდასაჭერად დახმარების გაცემა ობიექტების რაოდენოების მიხედვით იგეგმება. ჯამში დახმარებით ისარგებლებს 600,000 -ზე მეტი ბიზნესი, რაც მთელი ბრიტანეთის მასშტაბით 4 მილიარდ ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ოდენობის დახმარებას შეადგენს.
აღნიშნული დახმარების გარდა, არსებობს ბიზნესის დახმარების სხვა უამრავი პროგრამა, მათ შორის დახურული ბიზნსების, 3,000 ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ოდენობის გრანტები და თვეში 2,100 ბრიტანული გირვანქა სტერლინგის დახმარება დაზარალებული ბიზნესებისთვის ხელახალი გახსნის შემდეგ.
მთავრობას ასევე 100 %-იანი შეღავათები აქვს დაწესებული საცალო, სტუმარმასპინძლობის და გასართობი ბიზნესებისთვის სახელმწიფო გადასახადებზე. გარდა ამისა მთავრობის მიერ სესხებზე სრული მხარდაჭერა მარტამდე მოქმედებს.
ჯამში შოტლანდიის მთავრობა 375 მილიონ ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს, უელსის მთავრობა 227 მილიონს, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია 127 მილიონ ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
წყარო:breakingtravelnews
ტურიზმის აღდგენა დიდი ბრიტანეთი lockdown