მოგზაურობა - პროცესია, როცა ჩვენ, ადამიანები, შემეცნებისა და აღმოჩენების საუცხოო სამყაროში შევაბიჯებთ. სამყაროში, სადაც ადამიანი შთაგონებითა და მოტივაციით ივსება; სამყაროში, სადაც ადამიანის გონება უშველებელ ოკეანედ გადაიქცევა და მასში ბევრი, ძალიან ბევრი ახალი იდეა თუ აზრი იტივტივებს. და თქვენ? თქვენ არ ოცნებობთ მოგზაურობაზე? მოგზაურობაზე, რომელიც ბევრი ღირებული, მნიშვნელოვანი თუ პრიორიტეტული უნარითა თუ იდეით შთააგონებს თქვენს გონებას?
ბოლო დროს ყველაზე აქტუალური საკითხია პანდემია, რომელმაც სამყარო სხვა ფერებში დაგვანახა და გვიბიძგა ჩვენი ქმედებების მიმართულების შეცვლაზე. ვირუსის ფონი მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანია, ეს კი - ის პროცესია, რომელმაც ყველა სფერო მოიცვა და ცვლილებები დანერგა ყველგან და ყველაფერში. მძიმე პანდემიის ფონი, ეკონომიკური სიდუხჭირე, ქაოსი და ყველა ამ ფაქტორების არსებობის მიუხედავად, რაც ცალსახად აფერხებს მოგზაურობას - რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ საზღვრები გადავკვეთოთ და გავცდეთ იმ ხაზს, რომელიც გადის ჩვენს ძლიერ მოგზაურობის სურვილსა და პანდემიის მძიმე მდგგომარეობაზე?
გვინდა გაგიზიაროთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი იმისა, თუ როგორ შევძლებთ პანდემიის დროს მოგზაურობასა და ახალი სამყაროს შემეცნებას.
სიცილია ერთ-ერთია იტალიში, რომელსაც სურს, დაუფინანსოს კორონა ვირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს მოგზაურობა და მათ მისცეს საშუალება, რომ პანდემია მათთვის არ იქცეს ბარიერად, რომელიც შეაფერხებს მოგზაურობას. კვიპროსი კი - მოგზაურებს უფასო შვებულებასაც კი ჰპირდება, თუ მათ COVID-19 დიაგნოზი დაუსვეს კუნძულზე ყოფნისას.
თქვენ რას ფიქრობთ, რა შეძლება საქართველომ გააკეთოს ამ მხვრივ?
ავტორი: ლიზა ანთაძე
covid-19 მოგზაურობის აღდგენა