ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

ტურიზმის აღდგენის საზომი მექანიზმი UNTWO-სგან

ტურიზმის აღდგენის საზომი მექანიზმი UNTWO-სგან

 

გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNTWO) შექმნა ყველაზე კომპლექსური ტურიზმის აღდგენის პროცესზე თვალყურის დევნების საზომი მექანიზმი, რომელიც ცოცხალ რეჟიმში გვატყობინებს ტურიზმის აღდგენის ინდიკატორებს გეოგრაფიული არეალების და თვეების მიხედვით მსოფლიო მასშტაბით.

 

აღნიშნული მექნიზმი ეხმარება მთავრობებს და ბიზნესებს გაიგონ ტურიზმის მიმდინარეობის შესახებ ზედმეტი რესურსის და დროის დახარჯვის გარეშე, რაც ამაღლებს მათ ეფექტურობას და ადექვატურს ხდის რეაგირებას მიმდინარე პროცესების მიმართ.

 

სისტემა სახელად The UNWTO Tourism Recovery Tracker გვაძლევს ინფმორმაციას შემდეგი ინდიკატორების შესახებ: 

 

  • საერთაშორისო ტურისტების ნაკადები
  • საერთაშორისო და ადგილობრივი ფრენების გამტარუნარიანობა
  • საეჰაერო მოგზაურობის ჯავშნები
  • სასტუმროების დატვირთულობა და ჯავშნები
  • მოკლევადიანი განთავსების ობიექტებზე მოთხოვნის დონე

 

აღნიშნული სისტემის შექმნა შესაძლებელი გახდა კერძო სექტორის და საერთოაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. უფრო კონრეტულად კი სისტემა დღის სინათლის ნახვას უმადლის შედეგ ორგანიზაციებს: სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO), ForwardKeys, STR, Sojern და AIRDNA.

 

ე.წ ტრეკერი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ამ ლინკზე.

© 2020 Copyright