ხორცის ჭამა მოდიდან გადადის, ხოლო ფრენის “დაგმობა” მოდაში შემოდის. თაობა “Z” სამყაროს გარდაქმნას ახდენს და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას ამისთვის მომზადება მოუწევთ.
„ზილენიალების“ თაობა მალე ეკონომიკური თვალსაზრისით წამყვანი თაობა გახდება, რომლიც გააძლიერებს ახალ ბაზრებს და მხარს დაუჭირს მისთვის მნიშვნელოვან სექტორებს, რაც მოდიდან გადასული კომპანიებისთვის არასახარბიელო სიტუაციას შექმნის” - ნათქვამია Bank of America-ის ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში.
თაობა “Z-ის“ რევოლუცია იწყება. ონლაინ სამყაროში დაბადებული პირველი თაობა ძირითადი სამუშაო ძალა ხდება და შესაბამისად სხვა თაობები იძულებულები არიან მათ წესებს დაემორჩილონ - განაცხადა Bank of America-ს ანალიტიკოსმა Haim Israel-მა.
თაობა “Z“ 1996-2016 წლებში დაბადებულ ადამიანებს ეწოდება. როგორც Bank of America-ს კვლევაშია ნახსენები ისინი „მილენიალების“ თაობას პირველობას 2031 წლისთვის ჩამოართმევენ. ამ თაობის წარმომადგნელები, 10-დან 9 განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობენ, საიდანაც ინდოეთზე 20 % მოდის. ეს ცვლილება ასევე სასიკეთო იქნება ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა მექსიკა, ფილიპინები და ტაილანდი. ამასთანავე, აღნიშნული ცვლილებები დადებითად აისახება შემდეგ ინდუსტრიებზე: ელექტრონული კომერცია, მედია, გარემოსდაცვა, სოციალური და კორპორატიული საკითხების მართვა, ხოლო ალკოჰოლის, ხორცის, ავტომობილების და მოგზაურეობის ინდუსტრია, ბევრ სხვა ინდუსტრიასთან ერთად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება.
თაობა “Z-ის“ წარმომადგენლები თავიანთი ცხოვრების და თანხების განკარგვას სხვაგვარად ახდენენ, 80 % საინვესტიციო გადაწვეტილებებში გაითვალისწინებს გარემოს, სოციალური და კორპორატიული საკითხების ფაქტორებს.
Bank of America-ს კვლევამ, რომელშიც 14,000-ზე მეტი თაობა “Z-ის“ წარმომადგენელი მონაწილეობდა, შემდეგი სურათი აჩვენა:
Bank of America - ის მიხედვით ზემოაღნიშნულმა ინვესტიციებზე შესაძლოა შემდეგი გავლენა მოახდინოს:
Bank of America-ის მიხედვით შემდეგი თაობა იქნება თაობა „C“- იგივე კოვიდ-თაობა.
თუ როგორი იქნება კოვიდ-თაობა, დასკვნა თქვენთვის მოგვინდია, თუმცა ქართული ტურიზმის განვითარების სტრატეგია უკვე უნდა ფიქრობდეს მოგზაურთა ქცევის ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებას ტურისტული პროდუქტების და სერვისების ადაპტაციის კუთხით.
წყარო:bloomberg
ტურისტი ქცევის ცვლილება ტურიზმის მომავალი