ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

ტურიზმის პოპულარიზაციის სამაგალითო კამპანიები COVID-19 კრიზისის პერიოდში

ტურიზმის პოპულარიზაციის სამაგალითო კამპანიები COVID-19 კრიზისის პერიოდში

მართალია, ტურიზმის მარკეტერებისთვის რთული დროა, მაგრამ პასიურობა გამოსავალი არ არის. წარმოგიდენთ სამაგალითო კამპანიების მაგალითებს.

 

ბოლო პერიოდში დესტინაციის მარკეტინგი რთულ პერიოდს გადის. "MMGY Travel Intelligence" და "Destinations International-ის" მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში დესტინაციის ორგანიზაციების 80%-მა შეამცირეს ან გადადეს გაყიდვებთან და მარკეტინგთან დაკავშირებული ხარჯები. თუმცა, ტურიზმის მარკეტინგის  სრულად შეწყვეტა არ არის გამოსავალი, რაც ქვემოთ მოყვანილი მაგალითდებითაც დასტურდება.

 

კრიზისის დადგომასთან ერთად,  დესტინაციის მართვის ორგანიზაციებმა და ტურიზმის მარკეტერებმა გასაოცარი კრეატიულობა გამოიჩინეს, თუ როგორ შეიძლება რთულ დროს დესტინაციის პოპულარიზაცია შესაბამისი და მამოტივირებელი კომუნიკაციით. გვინდა გამოვარჩიოთ 6 კამპანია. ამ კამპანიებიდან არც ერთი არ არის "ახლა მოგზაურობაზე" ორიენტირებული.

 

პორტუგალია

"Visit Portugal-ის" მამოტივირებელი ვიდეო კამპანია "Can’t Skip Hope" მოგზაურობის შეზღუდვის საკითხს პირველივე სიტყვებით ეხმიანება „დროა გავჩერდეთ“. ვიდეოში კარგად ჩანს პორტუგალიის ულამაზესი პეიზაჟები და ხედები, რაც მომავალში პორტუგალიაში მოგზაურობის სურვილს აღვიძებს, თუმცა ვიდეო არ არის პირდაპირ გაყიდვებზე ორიენტირებული. ამავე დროს, ვიდეოში ხაზგასმულია ამ სიტუაციის საყოველთაობა და კარგად იგრძნობა მამოტივირებელი ტონი.

 

 

ესტონეთი

ესტონეთმა დაიწყო კამპანია "იმოგზაურე ესტონეთში, მერე!" კამპანია, რომელიც ზრდის ნდობას ბრენდისადმი და აჩვენებს მის დამოკიდებულებას სტუმრებისადმი!

 

კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს პასუხისმგებლიანი დესტინაცია და როგორ იყენებს ის გამოწვევებს შესაძლებლობების შესაქმენლად!

 

 

დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის ყველაზე დიდი ექსპორტი ლიტერატურით დაწყებული, მუსიკით დასრულებული, კულტურაა. Visit Britain ამას კარგად იყენებს კრიზისის დროს სოციალურ მედიაში კომუნიკაციისთვის. შინაარსი ერთის მხრივ აგებულია თემაზე „ერთი სული გვაქვს გიმასპინძლოთ ხელახლა“, ხოლო მეორეს მხრივ დესტინაციის მართვის ორგანიზაცია ბრიტანეთის კულტურასთან ინტერაქციის საშუალებებს პირდაპირ სახლის დივნიდან გვთავაზობს. კომუნიკაციაში ასევე კარგადაა ინტეგრირებული მოწოდებები და მოიცავს, როგორც Spotify-ზე ხალხის მიერ შედგენილ ბრიტანული სიმღერების კრებულს ასევე „ჰარი პოტერში“ გადაღებული ადგილების წარმოჩენას.

 

ფილადელფია

ფილადელფიის დესტინაციის მართვის ორგანიზაციამ ჩაუშვა ვებგვერდი „ფილადელფია სახლიდან“, რომელიც ქალაქთან ინტერაქციის საშუალებას სახლიდან იძლევა, რომლის პრომოუშენი ასევე ხდება სოციალურ მედიაში. ფეისბუქ ლაივი ფილადელფიის ზოოპარკიდან, რესტორნების სია, რომელიც take away-ზე მუშაობს, ცნობილი ფილადელფიური ჩისქეიქის რეცეპტი- ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც დესტინაციასთან ინტერაქციის საშუალებას იძლევა.

 

სანტა ლუსია

კარიბის ზღის დესტინაცია გვიწვევს დესტინაცია გამოვცადოთ კამპანიის“ 7 წუთი სანტა ლუსიაში“ საშუალებით, რომელიც ინსტაგრამ-ლაივით შუქდება. კამპანია 26 მარტს დაიწყო 7 წუთიანი იოგის სესიით, რომელსაც ფონად ერთვის ცნობილი ვულკანური წარმონაქმნები ე.წ. „Pitons“. სხვა აქტივობები მოიცავს საჭმლის მომზადების, ცეკვის თუ მედიტაციის მასტერკლასებს.

 

 
 
 
View this post on Instagram

A post shared by Travel Saint Lucia (@travelsaintlucia) onMar 25, 2020 at 2:30pm PDT

 

პუერტო რიკო

პუერტო რიკო იწვევს პოტენციურ მოგზაურებს ვირტუალურ სალსას გაკვეთილებზე, კოქტეილის თუ საჭმლის მომზადებაზე. პუერტო რიკოს დესტინაციის მართვის ორგანიზაცია გადაერთო „ეწვიე ახლა“ მიდგომიდან „ეწვიე მოგვიანებით“ მიდგომაზე, რომელიც მიზნად ისახავს პუერტო რიკომ ტოპ ადგილი დაიკავოს მომავალი მოგზაურის გონებაში.

 

მომზადებულია Skift-ის მიხედვით.


მარკეტინგი covid-19 უცხოეთი Skift
© 2020 Copyright