მოცემულ მოსაზრებას, გერმანულ რეალობაზე დაყრდნობით, გვიზიარებს ამავე ქვეყანაში მცხოვრები ინგლისელი ჟურნალისტი Emily McDonnell, რომელიც ამასთანავე გახლავთ The Staycation Collection დამფუძნებელი.
რთულად პროგნოზირებადი გლობალური პანდემიის ფონზე ფეხის ფეხზე გადადება და ლოდინი არ არის გამოსავალი. მაგრამ რა შეიძლება მოიმოქმედონ სტარტაპებმა სიტუაციასთან გასამკლავებლად?
ყველას გვჭირდება მოგზაურობის ინდუსტრია: ინდივიდებს, კომპანიებს და ქვეყნებს. ტურიზმს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადგილობრივ ეკონომიკებში და ის ეხმარება ისედაც გადატვირთულ ადამიანებს ერთამნეთთან და საყვარელ ხალხთან დაკავშირებაში.
2020 წლის მარტიდან მოყოლებული Lufthansa-მ გაიღო 9 მილიარდი დამატებითი სახსრები, Airbnb-ს კვარტლურმა შემოსავალმა განიცადა 67%-იანი კლება და Getyourguide-მა დააფიქსირა გამოცდილების ტურების ჯავშნებზე 50%-იანი შემცირება. ისე ჩანს, თითქოს ახლა არ არის საუკეთესო დრო ტურიზმის სექტორისთვის.
მიუხედავად ყველაფრისა ყურების ჩამოყრა და ლოდინი არ არის გამოსავალი. მაგრამ რისი გაკეთება შეუძლიათ ტურიზმის სექტორის სტარტაპებს სიტუაციასთან ადაპტირებისა და მოგზაურობის წასახალისებლად?
კომპანიებს შეუძლიათ გადახედონ, შეცვალონ და გააუმჯობესონ თავიანთი სტრატეგიები. გახსოვდეთ, კრიზისი ახალ შესაძლებლობებსაც გვაძლევს.
რჩევები ადგილობირივი ტურიზმის სტარტაპებისთვის
წლების მანძილზე ჩვენ ვყიდდით იდეას იმის შესახებ, რომ დასასვენებლად წასვლა ნიშნავს საზღვრების გადაკვეთას. ჩვენ დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა თვითმფრინავის ბორტზე ასვლა და მსოლფიოს მეორე ნაწილში აღმოჩენა. ახლა კი, როდესაც ეს ფიზიკურად შეუძლებელია, შესანიშნავი დროა, რათა შევჩერდეთ და დავფიქრდეთ. სადაც არ უნდა იმყოფებოდე, შენი სამშობლო სავსეა შთამბეჭდავი შესაძლებლობებით და მოგზაურობის პოტენციალით.
მაგალითად გერმანია 2019 წელს იყო მე-8 ყველაზე ვიზიტირებადი ქვეყანა მსოფლიოში და მას უფრო მეტი ტურისტი სტუმრობდა ვიდრე, ვთქვათ, ტაილანდს. ახლა ნამდვილად ღირს რეკლამა გავუწიოთ ქვეყანას თავისი მაცხოვრებლებში
გადაერთეთ ქალაქგარეთ დასვენებაზე
The Staycation Collection’s-ის ყველაზე პოპულარული გვერდები შედგება ველურ ბუნებაში დასვენების შემოთავაზებებისგან და ბევრ დამსვენებელს ფრაზა “ყველაფერისგან დასვენება” ახალ დონეზე აყავს.
სახლებსა და საცხოვრებელ ადგილებში ჩაკეტვის შემდგომ, ჩვენ ვისწრაფვით დავაღწიოთ თავი ამ ყოველდღიურ რუტინას და ბუნებაში ვპოვოთ შვება. ამ ტენდენციას ისიც აძლიერებს, რომ ბუნებას გასაოცარი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ტვინზე: საკმარისია 15 წუთი დაჰყოთ ხეებისა და სიმწვანის გარემოცვაში კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) რაოდენობა ორგანიზმში 16%-ით იკლებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამუშაო სივრცემ ჩვენს სახლებში გადმოინაცვლა, კიდევ უფრო დიდია სურვილი თავი დავაღწიოთ სხვადსხვა ელექტრონულ მოწყობილობას.
სტარტაპებმა უნდა შეიმუშავონ გეგმა ბუნებაში დასვენების წასახალისებლად და შემოგვთავაზონ მოგზაურობა სულ უფრო შორეულ, უკაცრიელ ადგილებში. ეს იქნება სასტუმროს-ტიპის დასვენების საუკეთესო ალტერნატივა.
იყავით უფრო ადამიანურები
დღევანდელი დროება გაურკვევლობითაა მოცული. ამას ბევრი მიზეზი გააჩნია და სწორედ ეს მოვლენა უნდა გამოიყენონ სტარტაპებმა მომხარებელთან დასაკავშირებლად.
მომხმარებლებს ყოველთვის მოსწონდათ მყისიერი ჯავშანის გაკეთების შესაძლებლობა, და ეს საკმარისი იყო კომპანიებისთვის მარტივი კამპანიების გზით მომხმარებლის მოსაზიდად. ახლა კი გაყიდვების ციკლი B2C მოგზაურობაზე უფრო გრძელია რადგან მოგზაურები ითხოვენ გარანტიას და ადამიანურ კონტაქტს ჯავშნისას თუ მოგზაურობის დაგეგმვისას. მათ სჭირდებათ ინფორმაცია ჰიგიენის პროტოკოლის, სხვადსხვა წესებისა და განახლებული პირობების შესახებ.
მომხმარებლების საჭიროებები მოითხოვს ადამიანური რესუსრსის გაზრდას მოგზუარობის ინდუსტრიების მხირდან, ისევე როგორც გულწრფელი სერვისის მიწოდებას. თუკი ორგანიზაცია არ ფლობს ინფორმაციას ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით - უთხარით მომხმარებელს სიმართლე. შეინარჩუნეთ კონტაქტი მომხმარებელთან და აგრძნობინეთ რომ მათზე ზრუნავთ.
გაზარდეთ გადაწყვეტილების შეცვლის მექანიზმები (და გააუმჯობესეთ გაუქმების პირობები)
წლის დასაწყისში მოგზაურობის სტარტაპ Omio-ს დამფუძნებელმა განაცხადა “წინასწარი ჯავშნების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვაკვირდებით ზრდას მოკლევადიან, ბოლო წუთს დაგეგმილ მოგზაურობებზე.”
მაშინ როდესაც შეზღუდვები მოგზაურობაზე ყოველდღიურად იცვლება, არ არის გასაკვირი, რომ ადამიანები ყოყმანობენ თვეებით ადრე დაჯავშნისას. მაგალითად გერმანიაში რისკ ზონებში მყოფი პირები ვალდებულნი არიან გაიკეთონ კოვიდ ტესტი და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემდეგ შეძლებენ მოგზაურობას. ზოგიერთი ქვეყანა ითხოვს უარყოფით ტესტს და კარანტინსაც კი. ზოგეირთი კი საერთოდ ზღუდავს ტურისტების შემოდინებას რისკ ზონებიდან.
ჩვენ უნდა შევთავაზოთ მოგზაურებს ჯავშნისა და გაუქმების ელასტიური პოლიტიკა, რათა მათ დაცულად და კომფორტულად იგრძნონ თავი.
ცხადია ტურიზმის ინდუსტრია და მოგზუარობის სტარტაპები პანდემიამ ძალზე დააზარალა. მაგრამ არსებობს ბევრი გზა სერვისის ადაპტირებისთვის, ახალი ბაზრების აღმოჩენისთვის, პროცესის გასააზრებლად და ახალი სტრატეგიის შესამუშავებლად.
და ბოლოს გახსოვდეთ რომ ჩვენ ყველას საერთო პრობლემა გვაქვს და მას ერთად უნდა გავუმკლავდეთ.
ტექსტი მომხადებულია გაბრიელ ღვინიანიძის მიერ factoryberlin-ზე დაყრდნობით.
მოგზაურობის ინდუსტრიის სტარტაპები შიდა ტურიზმი