სოციალური მედია, თავისი მზარდი პოპულარობით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკომუნკაციო არხია ნებისმიერი სფეროს, მათ შორის ტურიზმის, წარმომადგენლებისთვის. ალბათ, ბევრისთვის საინტერესოა თუ როგორ აღიქვამენ და რა მიზნებით იყენებენ სოციალურ მედიას ერთის მხრივ მარკეტოლოგები, ხოლო მეორეს მხრივ თავად მომხარებლები. ამ სტატიაში გთავაზობთ „Sprout Social-ის“ მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგების მიმოხილვას, რომელიც ამ საინტერესო საკითხებს ეხება.
პირველი საკითხი მარკეტოლოგების მიერ სოციალური მედია პლატფორმების გამოყენების მიზნებს შეეხება. როგორც აღმოჩნდა, მარკეტოლოგების უპირველესი მიზანი ბრენდის ცნობადობის ზრდაა. არანაკლებ მნიშვნელოვანი პოზიციები დაიკავა მიზნებმა: ბრენდის აუდიტორიის ზრდა და "ქონთენთის" პოპულარიზაცია. ყველაზე ნაკლები შეფასება მიიღო კონკურენტების და ინდუსტრიის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნებმა.

შემდეგი საკითხი სოციალური მედიის მართვის წარმატების კრიტერიუმებს შეეხება. როგორც დიაგრამიდან ჩანს, ჩართულობა ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, როგორც მომხარებლების, ისე მარკეტოლოგებისთვის. უფრო მეტიც, მომხმარებლებისთვის ჩართულობა ბრენდის სოციალურ მედია არხზე უმთავრესია და მას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ვიდრე ქონთენთის ხარისხს, გამჭირვალობას და მომსახურებასაც კი.

საინტერესოა ასევე თუ რა გამოწვევებთან უწევთ გამკლავება სოციალურ მედია მენეჯერებს. როგორც აღმოჩნდა, ნომერ პირველი გამოწვევა სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება და მათი "მიწდვომაა". არანაკლებ რთულია ბრენდის ცნობადობაში ჩადებული ინვესტიციების შედეგების გაზომვა და საერთო ბიზნეს მიზნების მიღწევა. რაც შეეხება კრეატიული და მიმზიდველი "ქონთენთის" შექმნას, ეს საქმე სულაც არ ერთულებათ მარკეტოლოგებს.

რაც შეეხება სოციალურ მედია პლატფორმების გამოყენების სიხშირეს, ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუკი გეტყვით, რომ პირველ ადგილს მარკეტოლოგებსა და მომხარებელბს შორის Facebook იკავებს, ხოლო საპატიო მეორე ადგილზე იგივე ოჯახის წარმოადგენელი Instagram-ია. ჯერ-ჯერჯერობით ყველაზე დაბალი ქულა Tik-Tok-ს აქვს. რაც შეეხება LinkdIn-ს და Twitter-ს მათი მნიშვნელობა გადაჭარბებულია მარკტერების მიერ.

ალბათ, ყველას აინტერესებს, თუ როგორ ეძებენ და პოულობენ მომხმარებლები ახალ გვერდებს. როგორც აღმოჩნდა, მომხარებელთან უმრავლესობა (45 %) ამას "ფიდზე" არსებული რეკომენდაციების და/ან პოვნის ფუნქციის საშუალებით ახერხებს. მეორე ყველაზე აქტიური წყარო მეგობრების/ახლობლების რეკომენდაციაა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (25 %) კი ჰეშთეგებს აქვს.

და ბოლოს, არა ნაკლებ საინტერესო საკითხი თუ რა მიზნით მიყვებიან (follow) მომხარებლები ბრენდების სოციალურ მედია არხებს. როგორც ჩანს, პირველი უმთავრესი მიზანი პრუდუქტის ან სერვისის შესახებ ინფორმაციის გაგებაა. შემდეგი ყველაზე ხშირი მიზეზი არის კომპანიის შესახებ ახალი ამბების საქმის კურსში ყოფნა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიღება. ალბათ გაგიკვირდებათ და ბრენდთან კომუნიკაცის დამყარებამ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მიიღო.

წყარო:sproutsocial
ტურიზმის მარკეტინგი სოციალური მედია