ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

10 იდეა, რომელიც დაგეხმარებათ გაზარდოთ ჩართულობა Facebook პოსტებზე

10 იდეა, რომელიც დაგეხმარებათ გაზარდოთ ჩართულობა Facebook პოსტებზე

 

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილში, სოციალური მედია განვითარების ეტაპზეა. თანდათანობით ხდება ტრადიციული მარკეტინგული საშუალებების სოციალური მედიით ჩანაცვლება, რაც თავისთავად მოიცავს სპეციფიკურ მიდგომასა და დამოკიდებულებას მომხმარებლისადმი.

 

მსგავსი მასშტაბით სოციალური მედიისადმი დამოკიდებულებამ წარმოქმნა სხვადასხვა სახის პრობლემა როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ტურისტული სერვისების მიმწოდებლებისთვის, მარკეტოლოგებისა და სოც. მედია მენეჯერებისთვის.

 

შესაბამისად, ფაქტი ერთია:  რა დოზითაც Facebook-ის აქტიური და ეფექტური გამოყენება არის მნიშვნელოვანი, იმ დოზითვე რთულია პოსტებით მომხმარებელთა ჩართულობის გამოწვევა.

 

აღნიშნული სტატია განსაკუთრებით მნიშნველოვანია მცირე და საშუალო ზომის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ფუფუნება ჰყავდეთ მარკეტინგის გუნდი ან დაიქირავონ შესაბამისი სააგენტო.


ჩვენ გთავაზoბთ 10 იდეას, იმისთვის, რომ შექმათ საინტერესო შინაარსის მქონე პოსტები და გამოიწვიოთ მეტი ჩართულობა:

 

1. მოყევით ისტორია თქვენი ბიზნესისა თუ პროდუქტის შესახებ: ის, რაც თქვენთვის ემოციური და მნიშვნელოვანია, დასამახსოვრებელი და საგულისხმოა მომხმარებლებისთვის.  მსგავსი შინაარსის პოსტები თუ ვიდეომიმართვები ყოველთვის მეტ ჩართულობას იწვევს, თუ, რა თქმა უნდა, ის გულწრფელი და რეალურია.

 

2. განათავსეთ პოსტები სწორად შერჩეულ დროს - გამოიყენეთ Facebook Insights, რათა დაადგინოთ როდის იქნება თქვენი გულშემატკივარი ინტერნეში და ნახავს თქვენს აქტივობას.

 

3. დაპოსტეთ სცენის მიღმა კადრები - დღეს გამჭვირვალობა არის ის, რაც მომხმარებელს ყველაზე მეტად სჭირდება და აინტერესებს.

 

4. გამოაქვეყნეთ თქვენი ერთგული მომხმარებლების ფოტოები - დააჯილდოვეთ ისინი ყოველკვირეული ან ყოველთვიური პრიზებით. ეს საუკეთესო გზაა სანდოობის გასაზრდელად. მომხმარებელი უფრო მეტად  ერთგულია, როცა მისი ლოიალურობა ფასდება.

 

5. განათავსეთ ტენდენციური თემები - აქტიურად ადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებს და გამოხატეთ თქვენი აზრი, პოზიცია ან შეხედულება აღნიშნულის მიმართ, თუმცა მანამდე გირჩევთ კარგად გაიცნოთ თქვენი მომხმარებელი, იცოდეთ თუ რა უყვას მასს, რა საკითხზე საუბარში გამოგყვება იგი, რადგანაც მიმდინარე მოვლენებიდან ყველა საკითხი არ იქნება მისთვის საინტერესო.

 

6. გააზიარეთ სელფები - იქნება ეს ხელმძღვანელის, დამფუძნებლის თუ რიგითი თანამშრომლის ფოტოები. სელფები იქცევენ ყურადღებას.

 

7. განათავსეთ "ვირუსული" ფოტო/ვიდეოები - ვირუსული ფოტოები, როგორც წესი მასების მიერ სწრაფად ატაცებადი და გავრცელებადია. მათი პოვნა ინტერნეტში არ გაგიჭირდებათ, თუმცა ეს ყველაფერი თვენი ბიზნესს ლოგიკურად უნდა ეხმაურებოდეს.

 

8. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართეთ მომხმარებლები - ჰკითხეთ გულშემატკივრებს რა სურთ, რას ისურვებდენ, რა თემები აინტერესებთ, ამით მათი აზრის მნიშვნელობას წარმოაჩენთ და კარგ ჩართულობასაც მიიღებთ.

 

9. განათავსეთ ვიდეოები - ვიდეო ყველაზე მოთხოვნადი და ნახვადია Facebook-ზე. აჩვენთ სცენის მიღმა, თქვენ და თქვენი გუნდი, როგორ გამოიყენოთ თქვენი პროდუქტი/მომსახურება, აჩვენეთ თქვენი მხიარული მხარე ან უბრალოდ მიესალმეთ.

 

10. შექმენით და გააზიარეთ მიმები - მიმები ბოლო დროს ფართოდ გავრცელებული ტენდენციაა, რომლებიც ძირითადად იუმორისტული ხასიათისაა და მომხმარებლეთა ფართო მასის ჩართულობასაც იწვევს.

 

წყარო: Shindi

© 2020 Copyright