მართალია არსებული სიტუაციიდან გამომდინარე უფროსი თაობის მოგზაურობა განსაკუთრებით დიდ რისკებს უკავშირდება, თუმცა COVID-19-ის გამოჩენამდე ბებია-ბაბუების შვილიშვილებთან ერთად მოგზაურობა გახლდათ მსოფლიო ტურიზმის მნიშვნელოვანი ტრენდი. მოგზაურობის აღდგენისა და ვაქცინის გამოგონების შემდგომ, დიდად სავარაუდოა, რომ ეს ტრენდი ისევ აღდგება.
ვირუსლის გამოჩენამდე სულ უფრო და უფრო მეტი უფროსი თაობის წარმომადგენელი ირჩევდა შვილიშვილებთან ერთად მოგზაურობას, როგორც დროის გატარების საშუალებას. ეს ახალი ტრენდი ახალ შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა ამ შესაძლებლობების წარმატებით გამოსაყენებლად არსებობს რამდენიმე გასათვალისწინებელი ფაქტორი.
ახალი პოპულარული ტერმინი ე.წ. “Skip-Gen” მოგზაურობა, რომელიც ბებია-ბაბუების და შვილიშვილების მშობლების გარეშე ერთობლივ მოგზაურობას აღნიშნავს, თვისობრივად არც თუ ისე ახალი მოვლენაა. თუმცა ამ ტრენდმა სერიოზული დემოგრაფიული და სოციალური ცვლილებები განიცადა, რისი წყალობითაც “Skip-Gen” მოგზაურობა ახალ მნიშვნელოვან ნიშად იქცა ტურიზმის სექტორში ჩართული მოთამაშეებისთვის.
სულ უფრო და უფრო მეტი „boomer“ თაობის წარმომადგენელი უახლოვდება საპენსიო ასაკს. შედეგად, ვღებულობთ ბებია-ბაბუების საკმაოდ დიდ ნაკადს, ვისაც მოგზაურობისთვის საჭირო დრო და ფული აქვს. გარდა ამისა, „boomer“ თაობის წარმომადგენელები გაცილებით უფრო აქტიურები არიან, ვიდრე მათი ბებია-ბაბუები იყვნენ და ამავე დროს ნაკლები შესაძლებლობა აქვთ ხშირად მოინახულონ დაკავებული გრაფიკის მქონე შვილიშვილები. ასეთ დროს სწორედ მოგზაურობაა ის შესაძლებლობა, რომელიც დროის ერთად და ხარისხიანად გატარების შესაძლებლობას იძლევა, რაც არასაკმარისი დოზით ხდება ისეთ დღესასწაულებზე, როგორიც მაგალითად შობაა.
ტურიზმის სპეციალისტებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ “Skip-Gen” მოგზაურობის ხელშეწყობის საქმეში, რომელსაც თან ახლავს რიგი გამოწვევებისა. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია ორივე მხარის, ბებია-ბაბუების და შვილიშვილების თანაბარი ჩართულობა. აქედან გამომდინარე, აქცენტი ისეთ აქტივობეზე უნდა გაკეთდეს, სადაც გათვალისწინებული იქნება უფროსი თაობის ფიზიკური შეზღვუდვების საკითხი და ახალგაზრდების ინტერესებიც. მსგავს აქტივობაც შეიძლება ჩაითვალოს არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილება. საბედნიეროდ იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, ვინც მსგავსი სერვისების და პაკეტების შემუშავებსა და შეთავაზებას ახდენს, მათ შორისაა სათაგადასავლო ტურიზმზე ორიენტირებული კომპანიები.
წყარო: skift