ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

“უსაფრთხო მოგზაურობის ბარომეტრი“

“უსაფრთხო მოგზაურობის ბარომეტრი“

 

ტურიზმის დამოუკიდებელი და გამოცდილი ექსპერტების მიერ შექმნილი “უსაფრთხო მოგზაურობის ბარომეტრი“ ინდუსტრიაში მიიჩნევა ერთ-ერთ ყოვლისმომცველ ხელსაწყოდ მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმების პროტოკოლის შესახებ ინფორმაციის მყისიერად მიღების მხვრივ. მაგალითად, თუ თქვენ ხართ გერმანიის მოქალაქე და გნებავთ წაბრძანდეთ ხორვატიაში სამოგზაუროდ, ბარომეტრის ვებ-გვერდი შესაბამის კადეგორიაში გადასვლის შემდგომ უმალვე გაჩვენებთ თუ რა უსაფრთხოების ნორმები არსობებს არდგილზე და რა მოთხოვნები უნდა შეასრულოთ ხორვატიაში შესვლის დროს.

 

დამატებით, ბარომეტრმა  შექმნა აეროპორტების შემოწმების მექანიზმი. ამ ეტაპზე შემოწმებულია მსოფლიო აეროპორტების დიდი ნაწილი. შეფასება ხდება ქულებით 1-დან 5-მდე. ამ ეტაპზე მსოფლიოს საუკეთესო აროპორტი გახლავთ სინგაპურის „ჩანგის“ აეროპორტი (4,7 ქულა),შემდგომი სიაში გახლავთ ინდირა განდის სახელობის დელის საერთაშორისო აეროპორტი (4,6), ქალაქი ჩენგდუს (ჩინეთი) „შუანგლიუს“ აეროპორტი (4,6) და ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტი (4,6).

 

აღსანიშნავია, რომ “უსაფრთხო მოგზაურობის ბარომეტრის“  საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმების შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაცია მსოფლისო მასშტაბით მოგზაურობის ინდუსტრიის შემდეგი წარმომადგენლების შესახებ: დანიშნულების ადგილები, სასტუმროები, ავიაკომპანიები, მუზეუმები და სხვა. დეტალებისთვის ეწვიეთ ბარომეტრის ვებგვერდს.

 

წყარო:indiatimes

ავიაინდუსტრია ტურიზმის აღდგენა safe travel barometer
© 2020 Copyright