ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

მზადება ვირუსის შედგომი სამყარსთვის: 4 რამ, რაც სამოგზაურო ბრენდებმა წარსული მოვლენებისგან უნდა ისწავლონ?!

მზადება ვირუსის შედგომი სამყარსთვის: 4 რამ, რაც სამოგზაურო ბრენდებმა წარსული მოვლენებისგან უნდა ისწავლონ?!

მოგზაურობის ინდუსტრიისთვის მომავალი ბუნდოვანია. თუმცა კომპანიებს შეუძლია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რაც მათ სამომავლოდ კოვიდ-19-ის შემდგომ სამყაროში ნავიგაციისთვის დაეხმარება.

 

მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ისტორია გვიჩვენებს, რომ მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი სფეროა. ჩვენ ამ ეტაპზე არ ვიცით დაზუსტებით თუ როდის აღდგება მოგზაურობა, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ ის აუცილებლად აღდგება.

 

„მოგზაურობის და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრია ბევრი კატასტროფული მოვლენის მომსწრე გამხდარა, როგორიცაა 9/11, გლობალური ფინანსური კრიზისი. თუმცა, მოგზუარობის ინდუსტრიამ გადალახა ყველა გამოწვევა“- განაცხადა სუჰუ ჩოიმ, Publicis Sapient-ში მოგზუარობისა და სტუმართმასპინძლობის ხელმძღვანელმა. „კოვიდ-19-ის შემთხვევა უნიკალურია. ამიტომაც, ნათლად არ ჩანს მისი დასასრული ან ეკონომიკური მოდელი, რომელიც იწინასწარმეტყველებს ვირუსის რისკის ხანგრძლივობას“- განაცხადა მან.

 

რა შეგვიძლია ვისწავლოთ წარსული კრიზისული გამოცდილებებიდან?

 

მაგალითად, სპარსეთის ყურის ომის შემდეგ, მარიოტის კორპორაცია, რომელმაც ფინანსურ სიძნელეებს გაუძლო, ორ კომპანიად გაიყო: Marriott International და Host Hotels. ამან საფუძველი ჩაუყარა ფრანშიზას სპეციალურ მოდელს (asset-light franchise model), რომელიც მალევე აიტაცა სასტუმროების ინდუსტრიამ მთელი მსოფლიოს გარშემო.

 

11 სექტემბრის ტერორისტულ აქტამდე, აეროპორტის უსაფრთხოებას ძირითადად კერძო კომპანიები უზრუნველფოდნენ. 9/11-ის მოვლენების შემდეგ უსაფრთხოების მენეჯმენტმა ტრანსპორტირების უსაფრთხოების დეპარტამენტში გადაინაცვლა და აეროპორტის გამოცდილების განუყოფელი ნაწილი გახდა. ამან ხელი შეუწყო საჯარო და კერძო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, რაც გამოიხატა ისეთი პროგრამების შექმნაში, როგორებიცაა მაგალითად TSA PreCheck.

 

2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ბევრს მოუწია ახალი სამსახურის ძებნა. ამან ხელი შეუწყო საზიარო და gig ეკონომიკის განვითარებას. შედეგად, შეიქმნა ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Uber და Airbnb , რომლებიც ზუსტად ეკონომიკურად ბუნდოვან პერიოდში დიაბადა.

 

როგორ განვითარდება სამოგზაურო და სტუმართპასპინძლობის ინდუსტრია კოვიდ-19-ის შემდგომ? გთავაზობთ 4 ნაბიჯს, რაც სამოგზაურო ბრენდებმა შეიძლება გადადგან მომავლისთვის უკეთ მოსამზადებლად.

 

ნაბიჯი 1. დარჩი კონტაქტში მომხარებელთან, რათა არ დაკარგო ადგილი მის გონებაში

ტურისტული კომპანიები ამცირებენ ბიუჯეტს, ახდენენ თანხების დაზოგვას, თუმცა მათ შეიძლება ავიწყდებათ, რომ მარკეტინგი ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ტურისტული კომპანიები ადგილობრივი საზოგადეობის განუყოფელი ნაწილია, მათ უნდა იპოვონ გზები და აქტიურად უნდა ჩაერთონ კოვიდ-19-ის საპასუხო აქტივობებში.

 

მაგალითადმ ავიაკომპანია „დელტა“ მოხალისე მედიცინის მუშაკებს უფასო ფრენებს სთავაზობს, სასტუმრო „Four Seasons“ ნიუ-იორკში ექიმებს უფასო ოთახებს სთავაზობს, ხოლო „Carniva“ მზადაა თავისი გემები ზღვაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებად იქნეს გამოყენებული.

 

სამოგზაურო ბრენდებს მაგალითის აღება შეუძლიათ იმ კომპანიებისგან, ვინც ფინანსური კრიზისი დროს მოახდინა მარკეტინგის პრიორიტეტად დასახვა და მასში ინვესტირება. როგორც კვლევები აჩვენებს, ბრენდებს შეუძლიათ აღდგენის პროცესი დააჩქარან ბრენდის ღირებულებების გაძლიერებითა და ცნობადობის ამაღლებით კრიზისის დროს. დესტინაციათაგან ამის ერთ-ერთი მაგალითია Visit Last Vegas-ის კამპანია #OnlyYou. ვიდეოში ნაჩვენებია ცარიელი ლას-ვეგასი. ვიდეო ამავე დროს ადამიანებს ახსენებს, რომ მოგზაურობის აღდგენის შემდეგ მათ ქალაქის მონახულება შეუძლიათ.

 

ნაბიჯი 2. საკონტაქტო ცენტრის გაციფრულება და ოპტიმიზაცია

ვინაიდან ბევრი მოგზაურობა უქმდება, კომპანიების საკონტაქტო ცენტრებს უპრეცედენტო დატვირთვით უწევთ მუშაობა. ციფრული ტრანსფორმაციების კომპანიიის Publicis Sapient-ის კვლევითმა გუნდმა დაადგინა, რომ 2020 წლის მარტში საშუალო მოცდის დრო მომხარებლისთვის 2 საათს შეადგენდა. ერთ-ერთი ავიახაზის შემთხვევაში მომხმარებლების ზარების 50 პროცენტი უპასუხო დარჩა.

 

კომპანიებს შეუძლია საკონტაქტო ცენტრების განტვირთვა ციფრული პლატფორმების ოპტიმიზაციით, რაც მომხარებლებს საშუალებას მისცემს გააუქმონ ან გადაჯავშნონ ბილეთები ციფრული არხების მეშვეობით. წამყვან კომპანიებში ქოლ ცენტრები და ციფრული გუნდები ერთობლივად მუშაობენ ზარების გასაანალიზებლად და მომხარებელთა მოთხოვნების ოპტიმიზაციისათვის.

 

ნაბიჯი 3. კონკურენტული გარემოს გადაფასება

კოვიდ-19-ის ეკონომიკური შედეგები გარდაუვალია. ბევრი რეგიონიალური ავიახაზი, პატარა და საშუალო ზომის სასატუმრო და დამოუკიდებელი ტურისტული სააგენტო ფინანსური სიძნელეების და გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას. ეკონომიკური აღდგენა ვერ შეეხება ყველას თანაბრად, ვინაიდან მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე ვირუსის გავრცელების ტემპები სხვადასხვანაირია. შიდა მოგზაურობა უფრო სწრაფად აღდგება, ვიდრე საერთაშორისო და ზოგი ქვეყანა უფრო ადრე იქნება ღია ბიზნესისთვის, ვიდრე სხვა.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ ბრენდებმა უნდა გადააფასონ პანდემიის შემდგომი კონკურენტული გარემო. დროის განსაზღვრა რთულია, მაგრამ კომპანიებმა შესაძლებლობებიდან გამომდინარე ახლავე უნდა გადადგან ნაბიჯები და უნდა მოემზადონ საბაზრო წილის მოსაპოვებლად, ახალ ბაზრებზე შესასვლელად და ახალი პროდუქტების ჩასაშვებად.

 

ახალ ბაზარზე შესასვლელად საჭიროა შევისწავლოთ და მოვიზიდოთ ახალი მომხმარებელი. საკმაოდ ბევრი ინფორმაცია არსებობს, რომელიც საშუალებას იძლევა გავაანალიზოთ ახალი მომხარებლის ქცევა, აღმოვაჩინოთ პოტენციური კლიენტები და თვალი ვადევნოთ მოგზაურობის აღდგენის ნიშნებს.

 

ბაზრების იდენტიფიცირების შემდეგ, კომპანიებს შეუძლია თავიანთი მარკეტინგული ტექნოლოგიების და პროცესების ოპტიმიზაცია სწორ მომხარებლამდე სწორი მესიჯის სწორ დროს მისატანად. დინამიური სეგმენტაცია სწორი შეთავაზებების და წამახალისებელი აქტივობების გამოყენებით ბრენდებს დაეხმარება უფრო სწრაფ აღდგენაში.

 

ცვალებადი კონკურენტული გარემო კიდე უფრო მეტად გაზრდის პირდაპირი ციფრული არხების მნიშვნელობას და მათში ინვესტირების საჭიროებას. სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში ,სავარაუდოდ, გაიზრდება პირდაპირი ჯავშნების რაოდენობა, ვინადაინ მოგზაურთა ნაწილი თავს შეიკავებს ონლაინ ტურისტულ სააგენტოებთან ურთიერთობისგან ან Airbnb -ის გამოყენებისგან, რადგანაც უფრო პრიორიტეტული ხდება ხარისხის გარანტია და გადაჯავშნის/გაუქმების საკითხებში მოქნილობა.

 

ნაბიჯი 4. ჯანმრთელობასა და სიჯანსაღეზე აქცენტი უკონტაქტო ტექნოლოგიების მეშვეობით

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ზომები აუცილებელი გახდება კოვიდ-19-ის შემდგომ პერიოდში. მოგზაურებს ექნებათ უფრო მაღალი მოთხოვნები ჯანმრთელობის დაცვისა და ციფრულ ხელსაწყოებზე, რომელიც „უკონტაქტო“ არჩევანის საშუალებას გააჩენს.

 

მაგალითად, მობილურზე დაფუძნებული ტექნოლოგიები, როგორებიცაა უკონტაქტო გადახდის საშუალებები ბაზარზეა უკვე წლებია, მაგრამ ისინი არც თუ ისე აქტიურადაა ათვისებული. თუმცა, ამჟამად შეცვლილი ქცევიდან გამომდინარე მოსალოდნელია მისი გამოყენების ზრდა. მოგზაურებისთვის და სტუმრებისთვის მობილურის გამოყენება მოგზაურობის დროს გაიზრდება, სადაც შესაძლოა თავმოყრილი იყოს პასპორტი, ჩასხდომის ბარათი, სასტუმროს ციფრული გასაღები და ა.შ.

 

სასტუმროებისთვის საჭირო გახდება უკონტაქტო ტექნოლოგიებში ინვესიტრების დაჩქარება, როგორებიცაა ბიომეტრიკა, ჟესტიკულაციის კონტროლი და ავტომატიზაცია, ციფრული ინტერაქციების პერსონალიზება სოციალური დისტანციის დაცვით. ამის კარგი მაგალითია ქალაქ ჩენდუს აერპორტი ჩინეთში, სადაც განთავსებულია ჯიხურები სახის ამოცნობის ტექნოლოგიით, რომელიც მოგზაურებას ატყობინებს ფრენის სტატუს და ინფორმაციას გეითის შესახებ.

 

„მოგზაურობის ინდუსტრია რღვევას განიცდის. მომავალი აუცილებლად ნათელი, მაგრამ სხვაგვარი იქნება“- განაცხადა დავიდ ტეილორმა, Publicis Sapient-ის სტრატეგიისა და კონსულტაციების ხელმძღვანელმა.

 

„ეკონომიკური შედეგების და ახალი ტექნოლოგიების (5G, ხელოვნური ინტელექტი) აღმავლობის გათვალსწინებით, საინტერესოა თუ როგორი იქნება კომპანიების პასუხი, როგორ განვითარდებიან ისინი მომავალში და რა იქნება სტარტაპ კომპნიების რეაქცია შექმნილ ვითარებაზე?! „

 

სტატია მომზადებულია Skift-ის მიხედვით

© 2020 Copyright