2020 წლის გრძელ და ბნელ გვირაბში ტურიზმის აღდგენის სინათლემ გამოანათა. ზოგისთვის სუსტი, ზოგისთვის კაშკაშა, მაგრამ სინათლე აშკარა უკვე ჩანს. წინ მოგზაურობა ისევ გველოდება!
9 ნოემბერს „პფაიზერმა“ ვაქცინის შუალედური შედეგები გამოაქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ვაქცინა 90 % -ით ეფექტურად ახდენს კოვიდ-19-ის პრევენციას. ამ ამბავს ყველა სიხარულით შეხვდა.
ამის შემდეგ „მოდერნამ“ გამოაცხადა, რომ მისი ვაქცინა 94.5 %-ით ეფექტურია.
ბოლოს „ოქსფორდის უნივერსიტეტმა“ გამოაქვეყნა ვაქცინის შესახებ ინფორმაცია, რომელიც „ასტრაზენეკასთან“ პარტნიორობით შეიქმნა და რომლის ეფექტურობა 70.4 %-ს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ოქსფორდის ვაქცინის ეფექტურობა შუალედური მონაცემების მიხედვით „პფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქციენებზე დაბალია, ვაქცინას თავისი უპირატესობები აქვს, რომელშიც უპირველესი უსაფრთხოებაა. „ოქსფორდის“ ვაქცინას არ უფიქსრიდება სერიოზული გვერდითი მოვლენები.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი შენახვის პირობებია. „ოქსფორდის“ ვაქცინის შენახვა საყოფაცხოვრებო მაცივარშიც კი შეიძლება. მაშინ, როდესაც „პფაიზერის“ ვაქცინის შენახვისთვის აუცილებელია უკიდურესად დაბალი ტემპერატურა, რომელიც არ უნდა დაირღვეს ვაქცინის ქარხნიდან კლინიკამდე ტრანსპორტირების დროსაც. ამან კი შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ბევრს, განსაკუთრებით კი ღარიბ ქვეყნებს.
ამავე დროს, „ოქსფორიდის“ ვაქცინა უფროა იაფია. მისი ღირებულებაა 4 $, ხოლო „პფაიზერის“ ვაქცინის კი 20$, „მოდერნა“ დაახლოებით 33$ ღირს.
შეიძლება ვივიარაუდოთ, რომ ბოლო ორი ფაქტორი საქართველოსთვისაც გადამწყვეტი იქნება.
გლობალური პანდემია არ არის დასრულებული და კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება, თუმცა გვირაბის ბოლოს ტურიზმის აღდგენის შუქი უფრო და უფრო კარგად ანათებს.
წყარო: theconversation
ტურიზმის აღდგენა ვაქცინა ოქსფორდი ასტრაზენეკა