ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ქვეყნის საზღვრები ტურისტებისთვის არ გაიხსენა, სანამ ყველა მოქალაქე არ აიცრება. ახალმა ზელანდიამ თავი გამოიჩინა საერთაშორისო ასპარეზზე პანდემიის სანიმუშო კონტროლით საწყის ეტაპებზე.
როდესაც მსოფლიო კოვიდ-სტრატეგიაზე მუშაობდა, ახალმა ზელანდიამ მყისიერად შეაჩერა საერთაშორისო მიმოსვლა და შემოიღო მკაცრი შეზღდუვები. იმ დროის მონაცემებით, ხუთმილიონიანი ერი 2295 ინფიცირების შემთხვევით და 25 გარდაცვლილით გავიდა ფონს.
თუმცა წარმატების აღნიშვნისა და ქვეყნის გახსნის მაგივრად, პრემიერ-მინისტრი არ აპირებს ქვეყნის გახსნას, სანამ მისი ყველა მოქალაქე არ იქნება ვაქცინირებული - “ახალი ზელანდია მხოლოდ მაშინ იგრძნობს შვებას და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, როდესაც ეპიდვითარება მთელს მსოფლიოში დასტაბილურდება. არსებული რისკებისა და ვაქცინაციის საყოველთაობის პრობლემის გათვალისწინებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზღვრებზე შეზღუდვა წლის ბოლომდე ძალაში იქნება.”
მთავრობა მოსახლეობას დაპირდა, რომ უფასო ვაქცინაციას უზრუნვეყოფს საკუთარი მოსახლეობისთვის, ისევე, როგორც მეზობელი ქვეყნებისთვის. თუმცა ჯერ-ჯერობით ქვეყანა ისევ ელის ვაქცინის დადასტურებას, ასე რომ ამ პროცესს დრო დასჭირდება.
ადრე ახალმა ზელანდიამ შემოიღო ერთმხრივი მოგზაურობის პრინციპი ავსტრალიასთან, თუმცა მალევე გააუქმა ქვეყანაში ახალი შემთხვევების დაფიქსირების გამო.
წყარო: timesofindia
ტურიზმის აღდგენა ახალი ზელანდია lockdown