ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

ნიუ-იორკში რესტორნები 25%-იანი დატვირთვით გაიხსნა

ნიუ-იორკში რესტორნები 25%-იანი დატვირთვით გაიხსნა

ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ, მისცა რესტორნებს შიდა სივრცეების გახსნის ნებართვა 25%-იანი დატვირთვით 14 თებერვალიდან.



გადაწყვეტილება ნამდვილი შვება იყო სარესტორნო ბიზნესისთვის, რომელიც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ეს მეორე შემთხვევაა კოვიდ-19ით გამოწვეული “ლოქდაუნის” შემდეგ, რაც რესტორნებს ნიუ-იორკში შიდა სივრცეების გახსნის ნებართვა მისცეს. 



გასული წლის სექტემბერში რესტორნებს დართეს ნება გახსნილიყვნენ მხოლოდ 25%-იანი დატვირთვით. ხოლო ამჟამად კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოჩნეამ და ინფიცირების შემთხვევების კლებამ შესაძლებელი გახადა შიდა სივრცეების გახსნაც. 



მედიისთვის გაკეთებულ მიმართვაში კუომომ განაცხადა: “რესტორნებს სჭირდებათ დრო პერსონალის მობილიზებისთვის - შიდა სივრცეების გასახსნელად მომზადება და პროდუქტების მომარაგებაა საჭირო, ამიტომაც ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით 25%-იანი დატვირთვით იმუშავებენ.” თუმცა საკამათოა რამდენად საკმარისია 25%-იანი დატვირთვით გახსნა სარესტორნო ბიზნესის მხარდაჭერისთვის. 



სარესტორნო ბიზნესს მკაცრი შეზღდუვები შეეხო მას შემდეგ რაც კვლევით დადასტურდა, რომ ინფიცირებული მოზრდილები 3-ჯერ უფრო ხშირად სტუმრობდნენ რესტორნებს, ვიდრე სხვა ნებისმიერი ჯგუფი. შესაბამისად მერია აძლევს რესტორნებს გახსნის ნებართვას, თუმცა გაკრვეული შეზდუდვების ფონზე. 



დღეის მდგომარეობით ნიუ-იორკში კოვიდ-19-ის სულ 579 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 26953-ს შეადგენს.

 

წყარო: timesofindia

ეკონომიკის გახსნა სარესტორნო ბიზნესი ტურიზმის აღდგენა
© 2020 Copyright