ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

გამოწერაზე (subscription) დაფუძნებული მოგზაურობა - უშველის თუ არა ეს პოსტ პანდემიურ ეპოქას?

გამოწერაზე (subscription) დაფუძნებული მოგზაურობა - უშველის თუ არა ეს პოსტ პანდემიურ ეპოქას?

 

პანდემიამ მომხმარებლის ქცევა რამდენიმე მიმართულებით შეცვალა, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო გამოწერის პრინციპზე დაფუძნებულ ტურისტული პროდუქტების შექმნას. სასტუმროს ქსელები, მანქანის გაქირავების კომპანიები, ტურ ოპერატორები და სფეროში ჩართული სხვა კომპანიები ცდილობენ გაიგონ რამდენად მზად არიან ადამიანები მოგზაურობა განიხილონ, როგორც Netflix  ან Spotify ანგარიში, რაც  გულისხმობს დროებითი, მოთხოვნაზე, დაფუძნებულ წვდომას და არა სრული თანხის წინასწარ გადახდას.

 

„CitizenM-მა“ ახლახლან გამოწერის ორი სახეობის პაკეტი ჩაუშვა მოხმარებაში. „CitizenM“  ამსტერდამში დაფუძნებული ბრენდია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 21 სასტუმრო აქვს.

 

პირველი, „გლობალური პასპორტი“, მოგზაურებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ღამისთევის პაკეტები ნებისმიერ განთავსების ობიექტში ფასდაკლებული ტარიფით, რაც 50 აშშ დოლარს/ევროს შეადგენს 1 ღამეზე. პაკეტის ფარგლებში მოხმარებელი ზედიზედ 7-დან 30 დღემდე უნდა დარჩეს სასტუმროში. მოთხოვნის ინტენსივობიდან გამომდინარე ეს პაკეტის გაყიდება პირველ 1000 მომხარებელის ფარგლებში.

 

მეორე, „CitizenM-ის“ ახალი კორპორატიული გამოწერა სასტუმროს ნომრის გარდა, სასტუმროს აღჭურვილობის გამოყენების მოქნილ მოდელს სთავაზობს მომხმარებელს.  თვეში 600 აშშ დოლარად (ან ფასდაკლებული წლიური აბონიმენტით), ბიზნეს მოგზაურს (business traveler) საშუალება აქვს იმუშაოს ლობიში, დაჯავშნოს შეხვედრის ოთახი ან დარჩეს 3 ღამე ბრენდის ნებისმიერ სასტუმროში საუზმის პაკეტით.

 

„CitizenM-ის“ ეს გადაწყვეტილება მომხმარებლის ერთგულების მოპოვების ახალი შესაძლებლობაა. პანდემიამ საგრძნობლად დააზიანა ტურისტული კომპანიები, რამაც ბიძგი მისცა ახალი მოდელების დამუშავებას და გამოცდას.

 

„Skift-ის“  მიხედვით, „Inspirato“ და „BeRightBack-ის“ მსგავი ბრენდები გეგმავენ გახდნენ მოგზაურობის სფეროს „Netflix-ები“, თუმცა გამოწერის ნაწილობრივი ან შერეული მოდელები უფრო მეტად მოთხოვნადია ამ ეტაპზე.

 

წყარო: skift

 

 

netflixliketravel გამოწერაზე დაფუძნებული მოგზაურობა
© 2020 Copyright