ტურისტერი აგრძელებს საუბარს სასტუმრო ინდუსტრიის მიერ გუგლის ხელსაწყოების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების გზებზე დღევანდელი კონტექსტის გაათვალისწინებით.
როგორც დაგპირდით ქვემოთ ვისაუბრებთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც სასტუმროს მარკეტერებს დაეხმარება მაქსიმუმი მიიღონ გუგლის ეკოსისტემიდან. ეს კი დატვირთულობის და მოგების ზრდის წინაპირობაა.
პოსტ კრისიზული გუგლის მარკეტინგული სტარტეგიის მომზადება
სტრატეგიის მომზადების, დაგეგმვის, ბიუჯეტის განსაზღვრის და კამპანიის დაწყებამდე რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი.
ბევრი აქ ნახსენები რამ, ალბათ, უკვე განხორციელებული აქვს თქვენს ციფრული მარკეტინგის გუნდს კოვიდ-19-ის კრიზისამდე, შესაბამისად ამისთვის დიდი ფინანსური სახსრები არ დაგჭრიდებათ. თუმცა, თუკი ამ ნაბიჯებს არ გადადგამთ, თქვენი ინვესტიცია გუგლის კამპანიებში გაცილებით ძვირი იქნება და თქვენს მიერ დახარჯული ბიუჯეტი არ იქნება სათანადოდ შედეგიანი.
გადახედეთ თქვენი ობიექტის ვებ-გვერდს
მორგებულია თუ არა იგი მობილურს? არის თუ არა მისი შინაარსი მობილურზე გათვლილი? ვიზიტორების დაახლოებით 70 % თქვენს ვებ-გვერდს მობილურით ნახულობს, შესაბამისად მობილურზე მორგებული ვიზუალი და შინაარსი უპირველესია.
როგორია თქვენი ობიექტის ვებ-გვერდის სხვადასხვა მოწყობილობაზე ჩამოტვირთვის სიჩქარე?
გუგლმა მობილურის ინდექსის ალგორითმის განახლების შემდეგ, ნელი ჩამოტვირთის სიჩქარის მქონე ვებ-გვერდების „დასჯა“ დაიწყო. გუგლის მიხედვით ვებ-გვერდის ვიზიტების 53 % ნაადრევად წყდება თუკი მობილურზე ვებ-გვერდის ჩატვირთვას 3 წამზე მეტი ჭირდება.
გარდა ამისა, ჩამოტვირთის ნელი სიჩქარე ნეგატიურ გავლენას ახდენს სასტუმროს ვებ-გვერდზე კონვერსიების პროცენტულობაზე, ხოლო ჩამოტვირთვის სწრაფი სიჩქარე დიდი დოზით აუმჯობესებს მომხარებლის გამოცდილებას და ზრდის ვებ-გვერდზე შეძენის განხორციელების სურვილს. მობილურზე მორგებული ვებ-გვერდები ქლაუდ ჰოსტინგითა და CDN (Content Delivery Network)-ით სერვერის პასუხის უკეთესი ტემპით, შესაბამისად უფრო სწრაფი ჩამოტვირთვით გამოირჩევა.
გადახედეთ თქვენი ვებ-გვერდის საძიებო სისტემის იპტიმიზაციას (SEO)
გუგლი ხშირად იმეორებს, რომ იგი რანგირებისთვის 200-ზე მეტ ძირითად და ათასობით სხვადასხვა ქვე-სიგნალს და მათ ვარიაციებს იყენებს. დარწმუნდით, რომ სააგენტო, რომელიც გემსახურებათ, გუგლზე მორგებულ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას ახორციელებს და შეუძლია გუგლის ტექნიკური საძიებო სისტემის ოპიტიმიზაციისთვის საჭირო ტექნიკური სამუშაოს შესრულება (მათ შორისაა: schema.org, Google AMP, Google Sitemap XML, Google Search Console dashboard management და ა.შ.).
ქვემოთ მოყვანილი 3 პუნქტის პრაქტიკაში დანერგვა სასტუმროს მარკეტერების ხელშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი სასტუმროს ვებ-გვერდი ოპტიმიზირებულია და ახდენს ამ სიგანალების გუგლისთვის მიწოდებას, ვებ-გვერდს უკეთესი რანგირება ექნება საძიებო სისტემაში, რაც ორგანულად მიღებულ უფრო დიდ შემოსავალში გადაითარგმნება.
სტატიის ბოლოს დაგისვამთ რამოდენიმე მნიშვნელოვან კითხვას:
აქვს თუ არა თქვენი სასტუმროს ვებ-გვერდს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციისთვის კოდების სწორად გაწერის მეთოდი? (ე.წ. Automated schema markup)
ე.წ. Automated schema markup ეხმარება საძიებო სისტემებს გაიგონ ვებ-გვერდის შინაარსი და მიზანი, განსაკუთრებით კი დინამიური ქონთენთის ელემენტები, რაშიც მოიაზრება ღონისძიებები, სპეციალური შეთავაზებები, მუშაობის საათები და შეფასებები.
ეს სასტუმროს ვებ-გვერდებს ეხმარება უფრო მოწინავედ გამოჩდნენ გუგლის ძიების შედეგებში, რითაც უმჯობესდება სასტუმროს ვებ-გვერდის ონლაინ ხილვადობა და მთლიანი საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია.
აქვს თუ არა თქვენს ვებ-გვერდს „გუგლის დაჩქარებული მობილური გვერდის“ ფუნქცია, რომელიც სწრაფად იტვირთება მობილურზე და სხვა სატარებელ ხელსაწყოებზე ?
ეს აუმჯობესებს სასტუმროს ვებ-გვერდის ხილვადობას და ხელს უწყობს მობილურიდან ვიზიტების და ჯავშნების ზრდას. ასევე, ეს კარგი საშუალებაა უპირატესი გამოვჩნდეთ კონკურენტებთან მიმართებაში.
თქვენს სასტუმროს აქვს თუ არა ვიკენდის შეთავაზებები, კორონა ვირუსის სტერსისგან განტვირთვის, სპა, საოჯახო, აქტიური, სპეციალურ დღესთან დაკავშირებული, სასტუმროდან მუშაობის პაკეტები და სპეციალური პირობები (რომელიც დაგეხმარებათ მოიზიდოთ ადგილობრივი, მოკლე ვადიან გაჩერებაზე ორიენტირებული სეგმენტი) ?
გამოიჩინეთ კრეატიულობა. სულაც არ არის რთული იმის წარმოდგენა თუ რა სჭირდება თვეების განმავლობაში სახლში გამოკეტილ ადამიანს.
შეინარჩუნა თუ არა თქვენმა სასტუმრომ ბიზნეს ურთიერთობა ციფრული მარკეტინგის პარტნიორ სააგენტოსთან კრიზისის დროს?
თუ კი, მაშინ თხოვეთ მათ ჩაერთონ ზემოთ ხსენებული საკითხების მოგვარებაში. თუ არა, მაშინ დროა იპოვოთ ციფრულ მარკეტინგში გამოცდილი გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ აღნიშნულში.
შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ პოსტ-კრიზისული მდგომარეობაში არსებულ შესაძლო სცენარებზე გუგლის ხელსაწყოების გამოყენბეისას.
მომზადებულია შინდის დახმარებით, phocuwire-ის მასალებზე დაყრდნობით.