შეიხედეთ ენების მაღალტექნოლოგიურ მუზეუმში და ეზიარეთ სიტყვების გამოფენას - ეს დაწესებულება ცვლის მუზეუმის წესებს.
„სიტყვის პლანეტა“, ენების მუზეუმი, ვაშინგტონში 22 ოქტომბერს გაიხნა
ხმითა და შეხებით აქტივირებადი გამოფენა არის, როგორც საგანმანათლებლო, ასევე გასართობიც. დამფუძნებელი, ენ ფრიდმანი, გახლავთ ვაშინგტონის საჯარო სკოლის კითხვისა და წერის ყოფილი პედაგოგი. მუზეუმის ინტერაქტიულობა კი მისი საკლასო მუშაობის სტილის გაფართოების მცდელობაა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა აქტივობებსა და შეჯიბრებებს მოსწავლეების დასაინტერესებლად.
“ეს გახლავთ აღწერითი ხასიათის მუზეუმი და არა ნორმატიული” ამბობს ფრიდმანი. “ჩვენ აღვწერთ თუ როგორ იყენებენ ადამიანები სიტყვებს სხვადასხვა ენაზე და ხაზს ვუსვამთ ამ მრავალფეროვნებას.”
განვიხილოთ მუზეუმის ერთ-ერთი გამოფენა: მთხრობელის მკვეთრი ხმა იწყება ეტიმოლოგიის გაკვეთილით, რომელიც ხსნის, ხშირ შემთხვევაში ძალადობრივი წარმოშობის ლინგვისტურ საწყისებს. უზარმაზარ კედელზე ამოტვიფრული ათასობით სიტყვა კი ნათდება და მოუხმობს დამთვალიერებელს მიკროფონთან კითხვებზე საპასუხოდ.
შემდეგ სტუმრები ინაცვლებენ უფრო მოცულობით ოთახში, 5000 ლედ ნათურით განათებული გლობუსით. აქ შეგიძლიათ მიაჭიროთ და გაესაუბროთ 15 დამონტაჟებული ეკრანიდან ერთ-ერთს, მიიღოთ ინფრომაცია 30 სხვადსხვა ენაზე, მათ შორისა ორი ჟესტური და ხუთი გადაშენების პირას მყოფი ენაა, როგორიცაა “Piscataway” მერილენდისა და ვაშინგტონის მშობლიური ენა.
გამოფენა ხშირად უბიძგებს სტუმრებს მოქმედების გზით შემეცნებისკენ, ენის აღმოჩენა მუსიკის, იუმორის, ზეპირსიტყვიერების და დარწმუნების გზით. “შეიძლება ჩვენ არ გვაქვს ნივთიერი კოლექცია მუზეუმში მაგრამ, თითოეულს მოაქვს სიტყვების საკუთარი კოლექცია და უტოვებს მუზეუმს” ამბობს ფრიდმანი.
მეტყველებას მიძღვნილი დისპლეი იყენებს პოპ-კულტურის სხვადასხვა ნიმუშს “სფიჩრაითინგის” შემეცნებისთვის. დამატებითი ხმისჩამწერი ოთახი არის სივრცე ცნობილი პროზაული გამოსვლების პრაქტიკული გამოყენებისთვის, მათ შორისაა მალალას და მუფაზას გამოსვლები. შემგედ თქვენ გელოდბათ კარაოკე ლაუნჯი, სადაც გაიგებთ თუ როგორ იყენებს ფორსირებულ რიტმს ანდრე 3000 სიმღერის დასაწერად.
ხუმრობას ცალკე, ყვითელი ოთახი ეთმობა. აქ სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა სიტყვებით თამაშის შეჯიბრში მეგობრებთან ერთად. აირჩიეთ მრავალი თამაშიდან ერთ-ერთი, “გამოიცანით ხუმრობა” და გააზიარეთ ინსტაგრამზე.
შეგიძლიათ ასევე გაეცნოთ სიტყვების ნაკლებად გასართობ ფუნქციას - სიტყვები, როგორც ზეგავლენის მოხდენის ინსტურმენტი. ეკრანების რკალი სხვადასხვა ბრენდის რეკლამის პრეზენტაციით გაჩვენებთ თუ როგორ იყენებენ სიტყვბს თქვენს დასარწმუნებლად. რკალის ცენტრში მნახველებს შეუძლიათ შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით შექმნან საკუთარი სარეკლამო ტექსტი.
ფრიდმენის საყვარელი ნაწილი კი გახლავთ უზარმაზარი ბიბლიოთეკა, რომელიც ერთი შეხედვით წყნარ აკადემიურ სივრცედ გვევლინება, თუმცა აქ ვერ ოპოვით ხმაურიან ბიბლიოთეკარებს - პირიქით ეს გახლავთ არტისტების, ილუსტრატორების და ხმის რეჟისორების კოლაბორაციის ნაყოფი, რომელიც 50 გაცოცხლებულ წიგნს გულისხმობს.
გახსენით შესაბამისი წიგნი და ტექსტი ფურცლიდან უმალვე იქცევა პროექციად. თანხმლები თხრობა იზიდავს მკითხველს “Salt, Fat, Acid, Heat” (ცნობილი მზარეულის, სამინ ნოსრატის, წიგნი კულინარიის პრიციპებზე) მოკლე შინაარსით და სხვადასხვა თავებით. ინტროვერტებს შეუძლიათ თავშესაფარი იპოვონ პოეზიის მყუდრო კუთხეში, სადაც მყუდრო ოთახში დაგხვდებათ წიგნების თარო პოეზიის ჩანაწერების ექოს ფონზე.
მაშინ როდესაც გამოფენის უდიდესი ნაწილი მუდმივია, მუზეუმი ამჟამად მუშაობს სპეციალური პორტალის შექმნაზე, რომელიც სტუმრებს დააკავშირებს მსოფლიოს სხვა საგამოფენო სივრცეებთან მასშტაბით აუდი-ვიზუალური ტექნოლოგიის გამოყენების გზით. პორტალში შებიჯება გვაძლევს საშუალებას განვიცადოთ ლიგვინსტიკა მოქმედებაში და ის უკვე გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ფრანგული დიალექტის შესადარებლად პარიზში, კანადაში და ფრანგულენოვან აფრიკულ ქვეყნებში.
ფრანკლინის სკოლ, სადაც გაიხსნა მუზეუმი, გახლავთ ადგილი, სადაც ალექსანდრე ბელმა პირველად გააგზავნა პირველი ხმოვანი შეტყობინება და მაშინ, როდესაც მუზეუმის ტექნოლგიებმა ბევრად გაუსწრო ამ გამოგონებას, რესტავრირებული ზედა სართული გვახსენებს ადგილის უნიკალურ ისტორიას.
“ჩვენ ყოველთვის ვცილობდით წიგნიერების წახალისებას და მკითხველი ერის შექმნას, რათა ადამინებმა დააფასონ სიტყვების ძალა და გააჩნდეთ თანაგრძნობა მათი თანამოქალაქეების მიმართ, რათა ენობრივი და სხვა განსხვავებები იყოს პატივცემული და არა დაკნინებული” - ამბობს ფრიდმანი.
წყარო:washingtonian
მუზეუმი კულტურული ტურიზმი