დიდი ბრიტანეთის მაგალითზე წარმოგიდგენთ პრაქტიკულ მაგალითებს იმის შესახებ თუ როგორ ახერხებენ მუზეუმები ციფრული პლატფორმების საშუალებით აუდიტორიასთან კომუნკაციის დამყარების სხვდასხვა გზების მოძიებას, რაც მოიცავს ვირუტუალურ ტურებს, ციფრულ სასწავლო ხელსაწყოებს, კოლექციების, ისტორიების და გზამკვლევების გაზიარებას. ბევრი კულტურული დაწესებულება აქცენტს აკეთებს სასწავლო რესურსების შეგროვებაზე და გაზიარებაზე, რომელიც ბავშვებს სახლში ყოფნი დროს სწავლაში და გართობაში ეხმარება.
წარმოგიდგენთ მაგალითებს თუ როგორ შეუძლიათ მუზეუმებს კომუნიკაცია COVID-19 პანდემიის დროს:
- მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ასოციაცია, „მუზეუმების ასოციაცია“, მუშაობს BBC-სთან კარანტინის პერიოდში „ახალი კულტურის“ დანერგავზე, რაც გულისხმობს კულტურის და ხელოვნების სერვისების აუდიტორიამდე მიტანას რადიოს, ტელევიზიისა და ციფრული პლატფორმების საშუალებით.
- მუზეუმთა ნაწილი ჩართულობისთვის ციფრულ პლატფორმებს იყენებს. მაგალითად ჰასტინგის მუზეუმმა და ხელოვნების გალერეამ (Hastings Museum & Art Gallery) ჩაუშვა „ციფრული მუზეუმი“ ფეისბუზე, ინსტარგამზე და თვითერზე ჰეშთეგით #HastingsDigitalMuseum.
- ბრიტანეთის ბიბლიოთეკა ლონდონში გადავიდა ციფრულ შინაარსზე (ე.წ. ქონთენთზე), რისი ერთ-ერთი მაგალითია ისტორიული გლობუსების კოლექციის ონლიან გამოფენა.
- სამეფო აკადემიამ სახლში ხატვის წასახალისებლად ახალი გამოწვევა #RAdailydoodle შესთავაზა აუდიტორიას.
უნდა აღინიშნოს, რომ არსებული გამოწვევა შეიძლება გახდეს კარგი შესაძლებლობა შშმ პირებისთვის ციფრული ხელსაწყოებით მუზეუმების ადაპტირების მიმართულებით. The Museums Disability Collaborative Network-ის განცხადებით შექმნილი ვითარება იძლევა საშუალებას შევქმნათ ხელმისაწვდომი ციფრული შინაარსი და ჩამოვაყალიბოთ სამუშაო პრაქტიკა: „მიუხედავად კრიზისის უპრეცედენტო ხასიათისა,მისი დასრულების შემდეგ ჩვენ გვჭირდება სექტორის შესახებ შეძენილი ცოდნის შეგროვება და იმის გააზრება, თუ როგორ შეგვიძლია ქრონიკული დაავადებების და შეზღუდული შესაძლებლობების (ხილული თუ ფარული) მქონე დასაქმებულთა მხარდაჭერა და მომსახურების მიწოდების ცვალებად საჭიროებაზე რეაგირება.“
დამატებით გთვაზობთ სასარგებლო ბლოგებს და სტატიებს, რომლებიც მუზეუმების ციფრული ჩართულობის მხარდასაჭერად აქტიურად იქმნება და იწერება დღეს
- ლონდონში, ბრიტანეთის მუზუემის კურატორმა, მია რიდჯმა, მოამზადა ბლოგპოსტი, რომელშიც თავმოყრილია ვირტუალური ტურები, გამოფენები, გაციფრულებული ექსპონატები და ტექსტები სწრაფი ძიების შესაძლებლობით
- „Better Lemon Creative Audio-ს“ აღმასრულებელმა პროდიუსერმა, ჰანა ჰეტმონმა , მოამზადა ბლოგი თემაზე თუ როგორ შეუძლიათ მუზეუმებს სწრაფად და ამავედროულად იაფად პოდკასტის მომზადება.
- კულტურის კონსულტანტმა, ჯენი ფაჩსმა, გუგლის დოკუმენტში თავი მოუყარა მუზეუმების ონლიან რესურსებს, რომელიც ბავშვებისთვის და ოჯახებისთვისაა განკუთვნილი.
- „Mortice Consulting“-ის დირექტორმა ლინკდინის სტატიაში ისაუბრა თუ როგორაა შესაძლებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ინტერაქცია და მათი მხარდაჭერა
- ამერიკულმა ქსელმა „MCN“ მოამზადა მუზეუმების ვირტუალური რესურსების გზამკვლევი, სადაც თავმოყრილია ონლაინ სასწავლო რესურსები და კოლექციები.
- თვითერზე ჰეშთეგი #MuseumFromHome აერთიანებს ვიდეოებს, სადაც წარმოჩენილია ექპონატები, ტურები და ა.შ.
- უფასო პლატფორმა „MyLearning“ გათვლილია პედაგოგებზე და ძირითადად თანამშრომლობს კულტურულ დაწესებულებებთან, რომელიც მიზნად ისახავს შეიქმნას კურიკულუმთან კავშირში მყოფი ონლაინ ქონთენთი.
- #MuseumHour ჩაატარა სპეციალური სესია, რომელიც მიეძღვნა თემას, თუ როგორ უმკლავდება სექტორი პანდემიას.
მომზადებულია musseumsassociation.org მიხედვით.
covid 19
უცხოეთი
მარკეტინგი
მუზეუმები