ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

ბილ გეითსი - საქმიანი მოგზაურობის 50 % აღარ იარსებებს - იცვალება MICE ტურიზმი ძირეულად?

ბილ გეითსი - საქმიანი მოგზაურობის 50 % აღარ იარსებებს - იცვალება MICE ტურიზმი ძირეულად?
  • ბილ გეითსის ვარაუდით საქმიანი მიზნით მოგზაურობების რაოდენობა განახევრდება მომავალში. „ ვფიქრობ საქმიანი მოგზაურობების 50 % და საოფისე დღეების 30 % გაუქმდება“- განაცხადა  Microsoft- ის თანადამფუძნებელმა New -York Times -ის მიერ გამართული ღონისძიების დროს - „ახლა თქვენ საკმაოდ დიდი გზა გამოიარეთ ჩემს მომსასმენად, თუმცა ამას, საქმიანი ვიზიტების ჩათვლით,  ვირტუალური სამყარო ჩაანაცვლებს სამომავლოდ“.
 
  • მსგავსი ტიპის განცხადება გააკეთა Masayoshi Son-მა - მსოფლიოში ყველაზე მსხვილი, ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, ვენჩურული კაპიტალის ფონდის Soft Bank-ის აღმასრულებელმა დირექტორმაც. Son-ი ამბობს რომ ახლა ის უპირატესობას ანიჭებს საქმიანი შეხვედრების Zoom-ში გამართვას ვახშმის და ჭიქა ღვინის თანხლებით: „Zoom სულ უფრო და უფრო მომწონს, ვინაიდან ხშირად როდესაც საზღვარგარეთ მივემგზავრები დროის სხვაობით ვიტანჯები, თანაც ზოგჯერ ეს უბრალოდ დროის კარგვაა. გრძელი ფრენის გარეშე კი უკეთესად ვგრძნობ თავს. ამასთანავე Zoom ძალიან კარგია, ვინაიდან კარგად შეგიძლია დაინახო ადამიანის სახე და პრეზენტაცია. თითქოს ცოცხალ რეჟიმში ეკონტაქტები მათ“  - განაცხადა მან პასუხად კითხვაზე საკმარისი იყო თუ არა Zoom-ით განხორციელებული ზარები იმ ინსტიქტის გასააქტიურებლად, რისი მეშვეობითაც იგი იღებს გადაწვეტილებას თუ რომელ კომპანიებში დააბანდოს თანხები.  
 
  • "Tata Sons-ის: თავმჯდომარემ,  Natarajan Chandrasekaran განაცხადა, რომ გასულ თვეს ჯერ კიდევ ინდოეთში დაფრინავდა 50,000 დოლარიან პროექტზე მოსალაპარაკებლად, თუმცა, ახლახან მისმა ორგანიზაციამ 5 -6 Zoom ზარის მეშვეობით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების მოლაპარაკებები აწარმოა. 
 
  • ტექნოლოგიების გიგანტის, Amazon-ის, გამოთვლით კომპანიამ ამ წელში უკვე დაზოგა დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი საქმიანი თუ სხვა მოგზაურობებიდან და შიდა გადაადგილების ხარჯებიდან. Amazon-ის ფინანსურმა დირექტორმა განცხადა, რომ კომპანიამ 2019 წლის მესამე კვარტალში მხოლოდ აშშ-ს ფარგლებში ფრენებში 500 მლნ. $ ხარჯი გასწია.
 

წყარო: skift

 

 

 

 

MICE ცვლილებები ტურიზმში ტურიზმის აღდგენა
© 2020 Copyright