სასტუმროების ქსელის CitizenM-ის ხელმძღვანელები უკვე რამოდენიმე თვეა იკვევენ მომავალი ბიზნეს მოგზაურის ქცევის ცვლილებას და მათი სასტუმრო ქსელის ადაპტირების პროცესს ახალ რეალობასთან. ქსელის ტოპ მენეჯერები გვიზიარებენ ახალდ დაგროვილ სიბრძნეს.
იმისათვის რომ ბინზეს ტურიზმის (MICE) და სასტუმროების როლის ცვლილების არსი გავიაზროთ, უნდა გვესმოდეს დისტანციური მუშაობის ლოგიკა, რომელიც როგორც წესი გულისხმობს სამუშაო გუნდების კავშირების შესუსტებას და მათ დაშლას მარტივ მამრვალებად სხვადასხვა დროით სარტყელში თუ გეოგრაფიულ არეალში. იმის გასაგებად, თუ რა როლს შეასრულებენ სასტუმროები ამ შეცვლილ გარემოში უნდა გვესმოდეს დისტანციური მუშაობის ნაკლოვანებები, რომლებიც სასტუმროს კონცეფციის გადააზრების და მისი ახალი მიზნებისთვის გამოყენების წინაპირობა უნდა გახდეს. ეს ფაქტრებია:
ურთიერთობები და კავშირების დამყარება - ჩვენ სოციალური არსებები ვართ და სოციალიზაციის სურვილი მუდმივად გაგვაჩნია. გვერდი-გვერდ, ერთ სივრცეში, მუშაობა ეფუძნება ნდობას და თანაგრძნობას, რასაც ვიდეო კონფერენციებით ვერსოდეს მიაღწევთ. ჰკითხეთ ნებისმიერ 100% -ით დისტანციურად მომუშავე კომპანიას, რომლებიც უმალვე დაგიდასტურებენ, რომ როდესაც გუნდი არ მუშაობს კარგად, ისინი ხელს უწყობენ პირადად შეხვედრას. საუკეთესო შედეგების გუნდებს გააჩნიათ როგორც კუთვნილების გრძნობა, ასევე ურთიერთპატივისცემა და ნდობა.
ინოვაცია და სტრატეგია - სტივ ჯობსი ყოველთვის ამბობდა, რომ საოცრებები ხდება მაშინ, როცა შემთხვევითი და დაუგეგმავი შეხვედრებს გაქვს ოფისში. ამიტომ, მართალია, დისტანციური მუშაობის დროსაც შეიძლება მოგივიდეთ ფანტასტიური იდეები, მაგრამ მათი მაღალ საფეხურზე აყვანა მხოლოდ ერთობლივი, ერთ სივრცეში, შრომისას ხდება.
ცოდნის პასიური გადაცემა - მენეჯერებისთვის ყველაზე მეტი საზრუნავი არის ახალი ან ახალგაზრდა თანამშრომლების განვითარება, რისთვისაც ერთ-ერთი მთავარი გზა არის ოფისის გარემოში მათთვის ცოდნის ირიბად გადაცემის პროცესი: ზოგადი საუბრების მოსმენა, დაკვირვება კოლეგების მუშაობის თავისებურებებეზე, ვისთან დადიან ისინი, რას განიხილავენ და სხვა. შესაბამისად დისტანციურად მომუშავე გუნდებისთვის უბრალოდ შეკრება იმისათვის, რომ ერთად ერთ სივრცეში იმუშაონ, დამატებითი სარგებლის მომტანია.
მნიშვნელოვანი შეხვედრები - შეხვედრა ინვესტორთან ყავაზე, ვახშამი ბანკირთან, კლიენტთან ხელშეკრულების დეტალების შეთანხმება რესტორანში:ეს ისეთი ტიპის გარემოებებია, რომელსაც ციფრული ხელსაწყოები ვერ ჩაანაცვლებენ, მისი ეშხი ეფუძნება პირისპირ შეხვედრას. ონლაინ კონფერენციის გამო ნდობა და ძალიან ბევრი არავერბალური ნიშნები შეიძლება დადგეს რისკის ქვეშ. როგორც წესი კომპანიისდამფუძნებლები და მენეჯერები ბიზნეს - ურბანულ ცენტრებთან ახლოს არ ცხოვრობენ, ამიტომ ზემოთმოყვანილი მიზეზების გამო მათ აუცილებლად მოუწევთ მოგზაურობის განახლება.
ტრენინგების თუ კონფერენციების ახალი არსი - მაშინ როცა გუნდები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ატარებენ დროს ერთად, ნებისმიერი სახის შეკრება უფრო ღირებულია. კორპორატიული შეკრება, ვორკშოპი თუ თიმბილდინგი აღარ არის კიდევ რამოდენიმე დამატებითი საათი თანამშრომლების გარემოცვაში. ისინი უკვე გახდნენ საშუალება იმისა, რომ გაღრმავდეს და გაძლიერდეს კორპორატიული კულტურა.
ბიზნეს ტურიზმის (MICE) და ბიზნეს მოგზაურის ქცევის ამ ცვლილების პირობებში სასტუმროები იკავებენ ახალ როლს ადამიანთა მუშაობის პროცესში წვლილის შესატანად, ისინი აღარ იქნებიან მხოლოდ განთავსების ადგილები, არამედ შეიძენენ ოფისის ფუნქციებსაც. სასტმრო ოპერატორებმა და ინვესტორებმა ახლა კარგად უნდა გააცნობიერონ სამუშაო გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი დეტალები, რათა ფეხი აუბან ამ ახალ ცვლილებას მასპინძლობის ინდუსტრიაში.
წყარო: phocuswire
MICE ცვლილებები ტურიზმში ტურიზმის აღდგენა