ლისაბონი ტურისტებზე გათვლილი ბინებიდან ხელმისაწვდომი სახლების შექმნას გეგმავს. ვინაიდან ამ ეტაპზე სამოგზაურო შეზღუდვის გამო "Airbnb-ზე" განთავსებული ბინების უმრავლესობა ცარიელია, მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი ქონება მუნიციპალიტეტს მიაქირავონ მინიმუმ 5 წლით. ამის სანაცვლოდ, მუნიციპალიტეტი ხელმისაწვდომი სახლების პროგრამის ფარგლებში იძლევა ბინების გაქირავების გარანტიას, რის შედეგადაც ბინის მფლობელები ყოველთვიურად 1000 ევრომდე შემოსავლს მიიღებენ. ევროპის მასშტაბით არაერთი ქალაქი მსგავს მიდგომას იყენებს უსახლკარობის პრობლების მოსაგვარებლად. ვენეცია მაგალითად უნივერსიტეტის სტუდენტებს ტურისტულ ბინებში განთავსებას სთავაზობს, ხოლო ბარსელონამ ბინის მფლობელები აიძულა ქალაქისთვის მიეყიდათ ცარიელი ბინები.
უნდა აღინიშოს, რომ ეს საკითხი ეხება ე.წ. „ოვერტურიზმს“: ტურისტების ჭარბ რაოდენობას კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში, რაც იწვევს ადგილობრივების შევიწროვებას, მათი ცხოვრების გაძვირებას და საბოლოოდ არასახარბიელო საცხოვრებელი პირობების გამო გაძევებას ისტორიული მიდამოებიდან. პორტუგალიელებმა ამ ფაქტს თავისი ტერმინი გამოუნახეს და მას TERRAMOTOURISM დაარქვეს (სიტყვაTERRAMO პორტუგალიურად არის მიწისძვრა ანუ მიწისძვრის ტურიზმი ან ტურიზმის მიწისძვრა) ლისაბონის ერთი კონკრეტული ისტორიული ფაქტიდან გამომდინარე: 1755 წელს ლისაბონში იმ მასშტაბის მიწისძვრა მოხდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იძულებეული იყო გადასახლბულულიყო ამ ტერიტორიებიდან შორის. სწორედ ამიტომ პორტუგალიელებმა 2019 წლამდე მიმდინარე ტურიზმის განვითარებას დაარქვეს „მიწისძვრის ტურიზმი“, რადგანაც ბევრ ადგილობრივს „ოვერტურიზმის“ მიერ გაუარესებული საცხოვრებელი პირობების გამო ისტორიული კერის დატოვება მოუხდა.
TERRAMOTOURISM-თან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ საინტერესო დოკუმენტური ფულმი ამ ლინკზე.
წყარო: linkdinNews
ოვერტურიზმი overtouris terramotourism airbnb ტურიზმის აღდგენა