Timeshfiter კომპანია, რომელიც ქმნის პროდუქტს ცირკადულ მეცნიერებაზე დაყრდნობით ცნობილია აპლიკაციით Jet-Lag, (სასაათო სარტყელის ცვალებადობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები) 2 მილიონი დოლარის მოცულობის სახსრები მოიძია ახალი პროექტისთვის. მანამდე კი 2018 წლიდან მათ 1,5 მილიონი დოლარი შეაგროვეს.
ინვესტორებს შორისაა Aircanada, Vagn Sørensen, ასევე NASA-ს ყოფილი ასტრონავტი და Axiom Space-ის მთავარი ექიმი.
დღევანდელ დღემდე Timeshfiter-ის ერთადერთი პროდუქტი იყო Jet-Lag აპლიკაცია, რომელიც ქმინს ინდივიდუალურ გეგმას მომხმარებლის მოგზაურობის მარშრუტის, ძილის თავისებურებების და რეჟიმის მიხედვით. კომპანიის განცხადებით მომხმარებლებს, რომლებიც აპლიკაციის გეგმას მისდევენ 17-ჯერ ნაკლებად აღენიშნებათ სასაათო სარტყელის ცვალებადობასთან დაკავშირებული მძიმე გვერდითი მოვლენბი, ვიდრე მათ ვინც არ იყენებს აპლიკაციას.
დეკემბერში კომპანიამ დაიწყო თანამშრომლობა Tripadvisor-თან, რომელიც მომხმარებელს, რომელიც იყენებს მათ სერვისს უფასოდ სთავაზობს Jet-Lag გეგმას. ტურისტული ბრენდები: SAP Concur, Travelperk, CWT და United Airlines ასევე თანამშრომლობენ Timeshifter-თან.
ახლა კი კომპანია აგრძელებს მუშაობას ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ძილის ექსპერტთან, სტივენ ლოქლისთან, ერთად, რომელიც მათ დაეხმარა Jet-Lag აპლიკაციის შექმნაში, შემდეგი ნაბიჯი კი გახლავთ ახალი აპლიკაცია ცვლის მუშაკებისთვის, რომელიც წელს ჩაეშვება.
ექიმი ლოქლი ამბობს, რომ ახალი აპლიკაცია იმავე პრინციპებს დაეყრდნობა, რათა სხვადასხვა ცვლაში მომუშავე მილიონობით ადამიანს მოეხსნას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც მათ მუშაობას უფრო ეფექტიანს, ხოლოს სამუშაო გარემოს უსაფრთხოს გახდის. აპლიკაცია ძირთადად სტუმარ-მასპინძლობის, სატრანსპორტო, უსაფრთხოების და სხვა სფეროს მუშაკებისთვის იქმნება.
“Jet-Lag აპლიკაცია გახდა მექანიზმი, რომელმაც შეძლო ძილისა და ცირკადული ნეირომეცნიერების გარდაქმნა ხელსაწყოდ, რომელიც მოგზაურებს ეხმარება სასაათო სარტყელის ცვალებადობასთან შეგუებაში.” ამბობს ექიმი ლოქლი.
“სხვადასხვა ცვლაში მუშაობამ შეიძლება იგივე პრობლემები შეუქმნას ადამიანს, რასაც სასაათო სარტყელის ცვლის დროს ვხვდებით, თუმცა ცვლის შემთხვევა უფრო დიდ გამოწვევებს უკავშირდება, რადგან ერთჯერადი მოგზაურობისგან განსხვავებით აქ საქმე ადამინების ყოველდღიურ ცხოვრებასთან გვაქვს. წინა აპლიკაციისგან განსხავებით, ახალი მექანიზმი მიმართული იქნება არა მხოლოდ ძილისა და ცირკადული რიტმის დასარეგულირებლად ცვლის მუშაკებისთვის, არამედ მიზნად ისახავს პრაქტიკული რჩევების შემუშავებას სხვადასხვა ცვლაში მომუშავე პირებისთვის“.
წყარო: phocuswire
Jet-Lag ავია ინდუსტრია დიგიტალიზაცია