ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

ჯარას თაფლი - ტურისტული შესაძლებლობების განვითარების საშუალება

ჯარას თაფლი - ტურისტული შესაძლებლობების განვითარების საშუალება

 

მოგეხსენებათ, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის გაღრმავება და იმ მნიშვნელოვანი ელემენტების იდენტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციასა და განვითარებას. ჯარას თაფლი ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვან და ღირებულ საკითხებს შორის,რაც არსებითად განასხვავებს და მეტ ინტერესს სძენს ქვეყენას ტურიზმის თვალთახედვით.

 

,,ჯარა ფუტკრის ქართული ტრადიციული სკაა, რომელიც ფუტკრების მოშინაურების მიზნით საქართველოში უძველესი დროიდან გამოიყენება. ზუსტი მტკიცებულება, თუ როდის გაჩნდა ჯარა საქართველოში, არ არსებობს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციის თანახმად, უძველესმა მკვიდრებმა ფუტკრები ხის ფუღუროებში აღმოაჩინეს და იმ ადგილს ტყეში „ხე-ფუტკარა“ უწოდეს. მოგვიანებით, მათ გაათვიცნობიერეს, რომ შესაძლო იყო ხეების ანალოგიურად „თაფლის ხეებად“ გარდაქმნა. ისინი აგროვებდნენ გარეული ფუტკრის ნაყარს და სპეციალურად ორ ნაწილად გაჭრილი ხის მორის შუაგულში ათავსებდნენ. შემდეგ დამზადებულ ხის მორებს ხეებზე დათვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ალაგებდნენ. სწორედ ამ ხის მორებს უწოდებდნენ ჯარას. მოგვიანებით, მე-19 საუკუნეში ჩარჩოიანი კორპუსის ფუტკრის სკების გამოგონების შემდეგ, ჯარას სკები მნიშვნელოვნად შეიცვალა ფუტკრის თანამედროვე და მარტივად მოსახმარი სკებით. მაგრამ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ადგილას ჯარას სკებს ჯერჯერობით ისევ მოიხმარენ გარეული თაფლის ჯარას წარმოებისთვის.ჯარას თაფლი საქართველოში აღმოჩენილი ძალიან იშვიათი და მაღალი ხარისხის ორგანული ველური პროდუქტია. ის 100% სუფთა და ველური თაფლია.დღესდღეობით ველური ფუტკრებისგან თაფლის წარმოების ტექნოლოგიები იშვიათია, თუმცა, საქართველო ერთ-ერთი იშვიათი ადგილია მსოფლიოში, სადაც ჯარას თაფლს ჯერ კიდევ აწარმოებენ, კერძოდ, დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ და ალპურ ზონებში მდებარე სოფლებში. ამ ადგილებში, ათეულობით მეფუტკრე განაგრძობს ველური ფუტკრების მოშინაურების რთულ, მაგრამ უძველეს ტრადიციას - რაც ადამიანებისა და ველური ბუნების თანაარსებობისა იდეალური მაგალითია.“ - ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია

 

ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მიზანია ჯარას მეფუტკრეების გაძლიერება, წარმოჩენა და მათი ინტერესების დაცვა. შესაბამის დაიტერესებულ მხარეებთან დაკავშირებისა და ბიოსერტიფიცირების პროცესში დახმარების გზით.

 

საინტერესო იქნება გაგიზიაროთ ფილმი, რომელიც საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი გახლავთ და კარგად აღწერს ჯარას თაფლის ირგვლივ განვითარებულ თავბრუდამხვევ მოვლენებს.  

 

ავტორი: ლიზა ანთაძე

გასტრონომიული ტურიზმი ჯარას თაფლი
© 2020 Copyright