ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

ტურიზმის ინდუსტრია გამოსავლის ძიებაში - ქეთი მელაძე

ტურიზმის ინდუსტრია გამოსავლის ძიებაში - ქეთი მელაძე

26 ნოემბრის ახალი შეზღუდვების შედგად ტურიზმის ინდუსტრია კიდევ უფრო გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი წარმომადგენლების ვნებათაღელვა არ ცხრება და ისინი გამოსავლის ძიებაში არიან.

 

  • ქეთი მელაძე  - „საქართველოს სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაცის“ პრეზიდენტი, „საქართველოს გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელი და „საქართველო ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის“ თანადამფუძნებელი:

 

"დამატებით ასევე მოვითხოვ, ერთი, რომ განხორციელდეს სასტუმროების სტანდარტიზაცია სახელმწიფოს მიერ, მეორე, მოხდეს გიდების სერთიფიცირება. აუცილებელია ნდობის ფაქტორის აღდგენა სტუმარსა და ტურიზმის სექტორს შორის. ეს არის ძირითადი საკითხი, სწორედ, სტანდარტიზაცია, მომსახურე პერსონალის მომზადების დონე და ტრენინგები მოახდენს ნდობის აღდგენას. ჩვენს ორგანიზაციაში თითოეული ჩვენთაგანი არის ამ მხრივ კომპეტენტური და გვაქვს კარგი გამოცდილება, ამიტომ ჩვენი ჩართულობა უნდა იყოს მაქსიმალური, ვინაიდან ჩვენ ვიცით, როგორ ვმართოთ ეს საკითხი".

 

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს, 27 ტურიზმის ორგანიზაციისგან შემდგარმა „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმა“ შემდეგი მოთხოვნებით ოფიციალურად მიმართა საქართველოს მთავრობას:

 

  • სარესტორნო სფეროს დახურვის გაუქმება;
  • სამთო კურორტების გახსნა რეგულაციების მკაცრი დაცვით;
  • საბანკო სესხების გადავადება 2021 წლის ზაფხულამდე, როგორც იურიდიული პირებისთვის, ასევე სექტორში დასაქმებულთათვის;
  • ტურიზმის აღდგენის პროცესის დეტალურად დასაგეგმად  სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელშიც ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელი ჩაერთვება;
 

ავტორი: ლიზა ანთაძე

ტურიზმის აღდგენა ეკონომიკის აღდგენა lockdown
© 2020 Copyright