ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

როგორ შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები ტურიზმის ინდუსტრიაში?!

როგორ შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები ტურიზმის ინდუსტრიაში?!

რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება კრიზისი, მით უფრო გაუძნელდება გადარჩენა კომპანიებს, განსაკუთრებით კი პატარა და საშუალო ზომის მეწარმეებს, რომლებსაც დიდი წილი უკავიათ ტურიზმის ეკოსისტემაში. გახანგრძლივებული კრიზისი ასევე გამოიწვევს დასაქმებულთა სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებას.

 

მთავრობების შეშფოთების მიზეზები საფუძვლიანია. „World Travel and Tourism Council“-ის ბოლო მონაცემების მიხედვით ტურიზმში 50 მილიონი სამუშაო ადგილი რისკის ქვეშაა მსოფლიო მასშტაბით, რაც 12%-დან 14%-მდე შემცირებას ნიშნავს. ბევრ ქვეყანაში ტურიზმს დიდი წილი უკავია მთლიან შიდა პროდუქტში და დასაქმებაში, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ქალებისთვის და ახალგაზრდებისთვის.

 

განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტურიზმზე (რომელთა რიცხვს განეკუთვნება საქართველოც) ჯანდაცვის კრიზისი უკვე ეროვნულ ეკონომიკურ კრიზის ნიშნავს.

 

რთულია იმის თქმა, როდის დაიწყება ეკონომიკური აღდგენა, თუმცა მთავრობები და კერძო კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ დაიცვან ტურიზმის ინდუსტრია. სხვდასხვა ზომებისა და მოქმედებების კოორიდნირებითა და ინტეგრირებით ეკონომიკური აღდგენის დაჩქარება შესაძლებელია.

 

საინტერესო მაგალითები თუ როგორ შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები ტურიზმის ინდუსტრიაში

 

  • ალტერნატიული შემოსავლის გენერირება. დესტინაციები და ინდუსტრიები ინოვაციურ ხერხებს მიმართვენ შემოსავლის შესანარჩუნებლად. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ „მე მიყვარს მანჩესტერის სქემა“, რომელიც გულისხმობს ტურისტული ობიექტების სერვისების შეძენას ვაუჩერის პრინციპით (დაახლოებით იგივე, რასაც უკვე სთავაზობს საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი დაზარალებულ სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლებს). აქვე შეიძლება მოვიხსენიოთ ვირტუალური ტურები, დესტინაციის აუდიო გიდები, რესტორნების და სასტუმროების მიერ ორგანიზებული საჭმლის მომზადების ონლაინ კურსები,  იოგის გაკვეთილები და რესტორნების მიერ ადგილზე  მიტანის სერვისები.
  • შემოსავლის დაკარგვის შემცირება, რაც გულისხმობს გადაჯავშნის საკომისიების გაუქმებას და სტუმრების წახალისებას გადაავადონ თავიანთი მოგზუარეობა გაუქმების ნაცვლად.
  • დაგეგმვა და კომუნიკაცია. ტურიზმის ასოციაციები და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები ვირტუალურად ქმნიან საგანგებო რეაგირების ჯგუფებს, რომლის ერთ-ერთი მიზანია კომუნიკაციის დამყარება პოტენციურ მოგზაურებთან და დაინტერესებულ პირებთან. კომუნიკაცია საუკეთესო ვარიანტში უნდა ეხმიანებოდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს, შემთხვევებს და მათ წინააღმდეგ მიღებულ ზომებს, რომლის მაგალითია Visit Copenhagen და Saltzburg, Austria.
  • ინდუსტრიის ინფორმირება. მთავრობებმა და ასოციაციებმა შესაძლოა შეიმუშაონ რეკომენდაციები ან/და ინდუსტრიის წარმომადგენლებს გააცნონ მხარდაჭერის მექანიზმები. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, თვითდასაქმებულთა და მცირე ბიზნესების ეროვნულ ფედერაციაში დეტალური ინფორმაცია ხელმისაწდომია დახმარების ღონისძიებების შესახებ.
  • გადასახადების შემცირება. მთავრობები აჩერებენ ან ამცირებენ საშემოვალო გადასახადებს, დღგ-ს და სხვა გადასხადებს.  ახალმა ზელანდიამ დაანონსა გადასახადების შემსუბუქების მსხვილი პროგრამა, ხოლო მიანმარმა საშემოსავლო გადასახადზე და ექსპორტის გადასახადზე  ორ პროცენტიანი შეღავათი დააწესა.
  • ლიკვიდურობის უზრუნველყოფა. მთავრობები, საფინასო ინსტიტუტები და სხვა ორგანოები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფ ორგანიზაციებს (მცირე და საშუალო) სთავაზობენ გრანტებს, დაფინასებებს ან კაპიტალის ალტერნატიულ წყაროებს. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ამერიკის მცირე ბიზნესების ამინისტრირების  პროგრამა და ასევე კრედიტების და სამუშაო კაპიტალის გადავადება. ბანკები ახანგრძლივებენ  იპოთეკას და ასევე ახდენენ სესხების გადავადებას.
  • აქტივების გადათამაშება. დესტინაციები ინდუსტრიაში დასაქმებულებს და ტურიზმის ინფრასტრუქტურას ახალი დანიშნულებით იყენებენ, რაც მაგალითისთვის მოიცავს ბორტგამცილებლების ტრეინინგს ტესტირების პროცესში ჩასართავად ან სასტუმროების გამოყენებას დაბალი რისკის მქონე პაციენტების განსათავსებლად (ამ უკანასკნელს, საქართველო წარმატებით ანხორციელებს).

 

მომზადებულია blogs.worldbank.org-ის მიხედვით.


worldbank უმუშევრობა უცხოეთი covid 19
© 2020 Copyright