კორონა ვირუსის გავრცელების შედეგად უამრავი ქალაქი ჩაიკეტა, რამაც ურბანული ბიზნეს ცენტრები, ქალაქგარეთ განთავსებული სავაჭრო ცენტრები და სხვა საჯარო სივრცეები მოჩვენებათა ქალაქებად გადააქცია.
ვერანაირი პანდემია, ჭირი თუ ბუნებრივი კატასტროფა ვერ მოერევა ქალაქს და ადამიანის უბრანულ კლასტერებში ცხოვრებისა და მუშაობის საჭიროებას. ეს ვერ მოახერხა მე-14 საუკუნეში გავრცელებულმა შავმა ჭირმა, ვერც 1850-იანი წლების ლონდონში ქოლერის ეპიდემიამ და ვერც 1918 წლის ესპანურმა გრიპმა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ათობით მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. ამის მიზეზი ის არის, რომ ადამიანების და ეკომონიმიკური აქტივობის კონცენტრაცია ქალაქებში ძალიან ძლიერია. ურბანული დასახლებები ინოვაციისა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალაა.
ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ ამ პანდემისაც. ჩვენ დავუბრუნდებით სამსახურებსა და სკოლებში, ისევ შევიკრიბებით რესტორნებში, თეატრებში და სპორტულ მოედნებზე. თუმცა, როცა ამის დრო დადგება, ქალაქები და მათი ლიდერები საქმიანობის ძველ ჩვეულ სტილს არ უნდა დაუბრუნდნენ. თუკი არ შევინარჩუნებთ სიფხიზლეს, შესაძლოა ისევ დავდგეთ როგორც კოვიდ-19-ის ახალი ტალღის წარმოშობის, ისე სამომავლოდ ახალი პანდემიების რისკის წინაშე.
ჩვენი მერების, მმართველების და ზოგადად სახელმწიფოს ვალდებულებაა რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ დაუბრუნდეს ქალაქები ჩვეულ ცხოვრებას. ამის შემდეგ ჩვენ დაგვჭირდება სამომავლო პანდემიების საპასუხო გეგმების და სხვა საჭირო სოციო-ეკონომიკური საკარანტინო ზომების შემუშავება-დანერგვა. ფედერალურმა მთვარობამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამაში ეკონომიკის გაძლიერებისაკენ მიმართული გაბედული და უპრეცედენტო პროგრამების შემუშავებით.
გთავაზობთ გეგმას, რომელიც ამჟამინდელი და ისტორიული პანდემიების გაანალიზებას ეყრდნობა და რომელიც დაგვეხმარება ჩვენი ქალაქები, ეკონომიკა და დასაქმებულები კორონავირუსის კრიზისის შემდგომი და კიდევ უფრო შორს მიმავალი ეტაპისთვის მოვამზადოთ.
პანდემიისთვის მომზადებული აეროპორტები - აეროპორტები ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა- შეუძლებელია მათი განუსაზღვრელი ვადით უმოქმედობა. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ მათი სწრაფი ხელახალი ფუნქციონირება. ეს უპრეცენდენტო მობილიზებას გულისხმობს. იგი შეიძლება მოიცავდეს უსაფრთხოების შემოწმებასთან ერთად ჯანმრთელობის შემოწმებას, ისეთი როგორიცაა ტემპერატურის გაზომვა. ეს ასევე გულისხმობს ხალხმრავლობის შემცირებას: ისეთი მარტივი რაღაცეები, როგორიცაა, მაგალითად, იატაკზე მონიშნული ხაზები მოსაცდელ სივრცეებში სოციალური დისტანციის დაცვაში დაგვეხმარება. აეროპორტებმა უნდა მოიმარაგონ ნიღბები, ხელის სადეზინფექციო ხსნარები, ხოლო ავიახაზებს მოუწევთ შუა ადგილების თავისუფლად დატოვება.
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული ობიექტების მომზადება - ქალაქებში მრავლად მოიპოვება სტადიონები, ღონისძიების სივრცეები, საკონვენციო ცენტრები და ა.შ, სადაც ათასობით ადამიანი იკრიბება. შესაბამისად, სახელმწიფომ აღნიშნული სივრცეების პანდემიისთვის მომზადება უნდა უზრუნველყონ. მაგალითად, შესაძლოა თეატრებში შემცირდეს აუდიტორიის რაოდენობა და ყველა ადგილი არ იქნეს შევსებული. ასევე შემოღებული იქნეს ნიღბების ტარება, ტემპერატურის გაზომვა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც მსგავს ადგილებზეა დიდწილად დამოკიდებული. როგორც "Brookings"-ისანალიზი გვაჩვენებს, კოვიდ-19 ეკონომიკურად ყველაზე მეტად ტურიზმზე დამოკიდებულ ქალაქებს დააზიანებს. საქართველოს შემთხვევაში ასეთი, უპირველეს ყოვლისა, იქნება ბათუმი. შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად მოხდება აღნიშნული ადგილების უსაფრთხოების სტანდარტებით გახნა, ჩვენი ურბანული ეკონომიკა უფრო სწრაფად შეძლებს პანდემიის შემდგომ აღდგენას.
სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის მოდიფიცირება - კოვიდ-19-ის კრიზისის პირველ ეტაპზე, როდესაც მოძრაობა მცირედით აღდგება, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით საჭირო გახდება ავტო და რკინიგზის სადგურების დიზაინის და ადგილების წყობის შეცვლა. რედიზიანი შესაძლოა საჭირო გახდეს ქუჩებისთვისაც. ქალაქებს ასევე სჭირდებათ საველოსიპედო გზების გაფართოება და უკეთ დაცვა, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში.
დისტანციური მუშაობის დანერგვა - ჩვენ ამჟამად დისტანციური მუშაობის ექსპერიმენტებით სავსე პროცესს გავდივართ. ადამიანების უმრავლესობა საბოლოოდ დაუბრუნდება თავის სამუშაო ადგილს, მაგრამ ზოგიერთისთვის დისტანციური მუშაობა შესაძლოა უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდეს. ქალაქმა ტულსამ, აშშ-ში, თავის სასარგებლოდ გამოიყენა ეს კონცეფცია და დაანონსა ახალი ინიციატივა "Tulsa Remote", რომელიც დისტანციურად მომუშავე პირებს მცირე გრანტებზე აძლევს წვდომას ტულსაში გადასვლის სანაცვლოდ და ამასთანავე ეხმარება მათ ურთიერთობების და კავშირების დამყარებაში. ქალაქებმა შეიძლება ერთმანეთისგან ისწავლონ თუ როგორ დაეხმარონ დისტანციურად მომუშავეე ადამიანების მზარდ რაოდენობას და ხელი შეუწყონ მათ ერთმანეთთან დაკავშირებაში და ინტეგრაციაში.
ქალაქის ცენტრალური ბიზნეს და გართობის უბნების გადარჩენა - რესტორნები, ბარები, მაღაზიები თუ სხვა დაწესებულებები, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს და ქალაქებს უნიკალურ ხასიათს სძენენ, ამ ეტაპზე დიდი ეკონომიკური კრიზისის რისკის ქვეშ არიან. ზოგი პროგნოზი გვეუბნება, რომ მათგან 75 % შესაძლოა აღარ გაიხსნას ხელახლა. ჩვენი ცენტრალური უბნების ბიზნესის დაკარგვა ძალიან დიდი დანაკლისი იქნება არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისი შემოსავალიც ამ ბიზნესებზე დგას, არამედ ზოგადად ქალაქისთვის და საზოგადოებისთვის. სახელმწიფო სესხები, ფონდები, ტექნიკური მხარდაჭერა აუცილებელი იქნება აღნიშნული ბიზნესების გადასაჩენად. ქალაქებმა დახმარება უნდა აღმოუჩინოს მცირე ბიზნესებს, რაც მათ უსაფრთხო გახსნაში და კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.
ხელოვნებისა და კრეატიული ეკონომიკის დაცვა - ხელოვნების გალერეები, მუზეუმები, თეატრები და მუსიკალური დაწესებულებები ხელოვანებთან, მუსიკოსებთან და მსახიობებთან ერთად დიდი რისკის ქვეშ არიან. ქალაქებმა თანამშრომლობა უნდა დაამყარონ მთავრობის სხვა ინსტანციებთან, კერძო სექტორთან და ფილანთროპებთან კულტურული სცენის გადასარჩენად. ხელახალი გახსნის შემდეგ ამ ადგილებს მოუწევთ საქმიანობის სტილის შეცვლა. ქალაქებმა საჭირო რჩევა და დახმარება უნდა აღმოუჩინონ აღნიშნულ ადგილებს- ტემპერატურის სკრინინგის, სივრცის სოციალური დისტანცირების გათვალისწინებით მოწყობის თუ უსაფრთხოების სხვა ზომების დანერგვის საკითხში, რათა ამ ადგილებმა შეძლონ და გააგრძელონ ფუნქციონირება.
წამყვანი ინდუსტრიების და კლასტერების შეფასება - ეკონომიკის განვითარებას ინდუსტრიის კლასტერები უზრუნველყოფენ. ზოგიერთი კლასტერი უფრო დიდი რისკის ქვეშაა ვიდრე სხვა. ასეთს განეკუთვნება ტრანპორტირება, მოგზაურობა, სტუმართმასპინძლობა და კრეატიული ხელოვნება. მეორეს მხრივ, ელექტრონული კომერცია და დისტრიბუცია, ჯანდაცვის პროდუქციის წარმოება და საკვების გადამუშავების ინდუსტრიები შესაძლოა გაიზარდონ. ქალაქებმა და ეკონომიკის განვითარებაზე პასუხისმგებელმა ორგანიზაციებმა უნდა შეაფასონ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფი ინდუსტრიები და კლასტერები, გაანალიზონ პანდემიის მომავალი გავლენა მათზე და ამის მიხედვით დაგეგმონ მათი გაძლიერების ზომები. ამისთვის უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, რომელშიც შევა ბიზნესების, არაკომერციული ორგანიზაციების, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები.
სერვისის სფეროში დასაქმებულებისთვის სამუშა გარემოს გაუმჯობესება - დასაქმებულების დიდი რაოდენობა სერვისის სფეროში დაბალ ანაზღაურებად სამსახურებშია დასაქმებული. აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი- ჯანდაცვის სფეროში დამხმარე პოზიციებზე დასაქმებულები, ოფისების და საავადმყოფოების დამლაგებლები, სუპერმარკეტებში, საწყობებში, მიტანის სფეროში დასაქმებულები- პანდემიის პირველ ხაზზე არიან. მათ სჭირდებათ უკეთესი დაცვა, უფრო მაღალი ანაზღაურება და უფრო მეტი სარგებელი. მაგალითად, აშშ-ში, ვერმონტის და მინესოტას შტატებში, სუპერმარკეტებში დასაქმებულებს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა მისცეს, მათ შორისაა ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული უფასო სერვისები. კარგი ანაზღაურების მქონე პირველ ხაზზე მომუშავე ადამიანები უკეთესად შეძლებენ ფუნქციონირებას, შესაბამისად ჩვენს დაცვას პანდემიის ხელახალი აღმავლობის შემთხვევაში.
მოწყვლადი ჯგუფების დაცვა - პანდემიით გამოწვეულ კრიზისს ყველაზე დიდი გავლენა მოწყვლად ჯგუფებზე ექნება, რომლებსაც წვდომა არ აქვთ სამედიცინო სერვისებთან და ასევე სამსახურის დაკარგვის ყველაზე დიდი რისკსი ქვეშ არიან. ეს უსაფრთხოებისა და სამართლიანობისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. კონცენტრირებული სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა და სეგრეგაცია არა მხოლოდ მორალურად არასწორია, არამედ პანდემიის გავრცელებისთვის კარგ საფუძველს ქმნის. ეკონომიკური ინკლუზია და თანასწორი განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად. თვითმართველობებმა და რეგიონალურმა ხელისუფლებამ უნდა იმუშაონ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან, საზოგადოების განვითარების ორგანიზაციებთან, ფონდებთან და საერთაშორისო დონორებთან რათა საჭირო დახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინონ აღნიშნულ მოწყვლად ჯგუფებს.
გვირაბის ბოლოს სინათლეა. მალე პანდემია დასრულდება და ჩვენი ქალაქები ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება. მომავალ 12-18 თვეში გადადგმულ ჩვენს ნაბიჯებს შეუძლია ჩვენი ქალაქები და ეკონომიკა ხელახლა გამოაცოცხლოს და ამასთანავე სამომავლოდ მოამზადოს მსგავსი სცენარებისთვის. ეს ის დროა, როდესაც ჩვენმა ქალაქებმა და ლიდერებმა უნდა გვიჩვენონ წინ გზა.
მომზადებულია brookings.edu-ს მიხედვით