შემდგომი ორი სტატიის განმავლობაში მოგიყვებით სასტუმროების მართვის სტრატეგიის შესახებ კოვიდ-19-ის ეკონომიკური კერიზისის პირობებში.
კოვიდ-19-ით შექმნილმა კრიზისულმა სიტუაციამ სრულიად შეცვალა სასტუმრო ინდუსტრია. ამ კონტექსტში სასტუმროებისთვის შემოსავლების მართვა ძირითადად მოთხოვნის სტიმულირებას და მომხმარებლების მოზიდვასთან ასოცირდება. ამ სტატიაში გაგიზიარებთ რჩევებს, რაც დაგეხმარებათ ფინანსურ კრიზისთან უკეთესად გამკლავებაში.
ონლაინ ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობა ყოველთვის კარგი იდეაა, ვინაიდან მათ ვებ-გვერდებს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი სტუმრობს. ამიტომაც, დარწმუნდით, რომ თქვენი პროფილი სათანადოდაა ამ სივრცეში წარმოდგენილი. კარგი იქნება თუ საჭიროებისამებრ სპეციალურ წინადადებებსაც შეიმუშავებთ, რაც დაგეხმარებათ უფრო მეტი ხილვადობის მოპოვებაში და პოტენციური დამსვენებლების მოზიდვაში.
გაითვალისწინეთ, რომ აქ ბალანსის დაცვა აუცილებელია. ბევრი ონლაინ ტურისტული სააგენტო თანამშრომლობის მაცდურ პირობებს შეიძლება გთავაზობდეთ, მაგრამ აუცილებელია შევინარჩუნოთ პირდაპირი გაყიდვების სტრატეგია და რაც შეიძლება მეტი პირდაპირი გაყიდვა განვახორციელოთ შუამავლების გარეშე, რაც, როგორც წესი, უფრო ნაკლები გვიჯდება.
კრიზისის დროს ყოველთვის ღია უნდა იყოთ ახალი შესაძლებლობებისთვის. შეისწავლეთ კონკურენტები, ნახეთ რომელ პლატფორმებზე არიან წარმოდგენილები. დააკვირდით ბაზრის წამყვან მოთამაშეებს ონლაინ სივრცეში. სავარაუდოდ თქვენ აღმოაჩენთ ციფრული და ელექტრონული კომერციის ახალ პლატფორმებს. გაითვალისწინეთ, რომ სადისტრიბუციო არხების აუდიტის ჩატარება ყველა კვარტალში ერთხელ აუცილებელია.
მოგზაურობის ტრენდები იცვლება. ამ ეტაპისთვის უფრო პოპულარული ხდება იმ ტურისტული დანიშნულების ადგილების მონახულება, სადაც მანქანით წასვლაა შესაძლებელი.
ჩვენი რჩევაა ეწვიოთ მეზობელ ქვეყნებს და იქედან აწარმოოთ გუგლში თუ სხვა საძიებო სისტემაში მათ ენაზე ძიება ან გამოიყენეთ ტექნოლოგიები, რომელიც მოგზაურობის გარეშე მოგცემთ ასეთი ძიების განხორციელების შესაძლებლობას. ამ გზით თქვენ შეძლებთ ახალი და ეფექტური სადისტრიბუციო არხების ინდეტიფიცირებას.
ფასდაკლებების ვებ-გვერდები კარგი საშუალებაა დატვირთულობის გასაზრდელად, თუმცა მათი გამოყენებისას დაფიქრებაა საჭირო, რათა დამატებითი შემოსავლის მიღება შევძლოთ ყოველთვის, როცა ეს შესაძლებელია.
ფასდაკლების კამპანიაში ჩართეთ რამდენიმე კატეგორიის სასტუმრო ნომერი. თუკი გაყიდვები დაიძვრება, თქვენ შეგიძლიათ დაბალი კატეგორიების ნომრები ამოწურულად გამოაცხადოთ და უფრო მაღალი კატეგორიის ნომრები შესთავაზოთ მომხმარებელს. ასევე, საჭიროებისამებრ შეგიძლიათ დააწესოთ გაჩერების დღეების მინიმალური რაოდენობა.
უნდა ითქვას, რომ ეს აზროვნების ძველი სტილია. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ კონკურენციაზე დაფუძნებულ საფასო სტრატეგიას, რომელიც დადებითად ისახება დატვირთულობაზე და ქმნის უფრო მეტი გაყიდვის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ ანეიტრალებს დაბალ დღიურ ტარიფს.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ფასების ვარირება მოახდინოთ დისტრიბუციის სხვადასხვა პლატფორმის მიხედვით.
როდესაც ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ რაღაც ღირებულს კარგ ფასად ღებულობენ, ეს ყოველთვის დადებითად ისახება გაყიდვებზე.
ეს არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ოთახის ნომრის დაბალ ფასად გაყიდვას. აუცილებელია სასტუმროს სერვისების და ინფრასტრუქტურის გამოყენება და შეთავაზების გამრავალფეროვნება. ეს შეიძლება იყოს უფასო ვახშამი ღვინითურთ ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც დამატებით ღირებულებას შესძენს თქვენს შეთავაზებას.
იყავით თამამები მსგავსი წინადადებების შემუშავებისას. აქტიურად მოახდინეთ მათი პოზიციონირება და რეკლამირება, როგორც თქვენს ვებ-გვერდზე, ისე სოციალურ მედია არხებზე, გუგლის საძიებო სისტემებში თუ სხვა ნებისმიერი წყაროს გამოყენებით.
სტატიის შედეგ ნაწილში ვისაუბრებთ ფასების მიკრო მენეჯმენტზე, ონლაინ მარკეტინგზე, მეტა ძიებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
წყარო: xhotels
კრიზისის მართვა სასტუმროს შემოსავლები covid19