ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

სასტუმროს შემოსავლების მართვა ეკონომიკურ კრიზისში -კოვიდ-19 [ნაწილი 2]

სასტუმროს შემოსავლების მართვა ეკონომიკურ კრიზისში -კოვიდ-19 [ნაწილი 2]

აღნიშნული სტატია გახლავთ გაგრძელება საკითხისა სასტუმროების მართვის სტრატეგიის შესახებ კოვიდ-19-ის ეკონომიკური კრიზისის პირობებში.

 

  • ფასების მიკრო-მენეჯმენტი

ამ რთულ სიტუაციაშიც კი აუცილებელია მოგებაზე ფიქრი. არის დღეები, როდესაც კონკრეტული კატეგორიის ნომრები უფრო სწრაფად იყიდება, ვიდრე სხვა დღეებში. ეს ის პერიოდია, როდესაც შეგიძლიათ სცადოთ სასტუმროს სხვა, დამატებით სერვისებზე ფასების თუნდაც მცირედით ზრდა და ამ გზით დამატებითი შემოსავლის მიღება ან საჭიროებიდან გამომდინარე ამ სერვისებზე ფასების დაწევა და გაყიდვების სტიმულირება.

 

ეს სასტუმროს ნომრის საშუალო ღირებულებაზე დადებითად იმოქმედებს. აღნიშნული ნაბიჯები განსაკუთრებით ახლაა საჭირო, როდესაც მცირედ შემოსავალსაც მნიშვნელობა აქვს.  

 

  • მოქნილობა

სიტუაციის არასტაბილურობიდან გამომდინარე, მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია მოქნილი პირობები. გადახედეთ თქვენი სასტუმროს წინასწარ გადახდის და გაუქმების პოლიტიკას და დარწმუნდით, რომ იგი კონკურენტუნარიანია. თქვენ შეგიძლიათ მომხმარებელს შესთავაზოთ რეზერვაცია დეპოზიტის გარეშე,  უფასო გაუქმება სასტუმროში შესვლამდე 1 დღით ადრე ან თუნდაც მისცეთ იმავე დღეს გაუქმების შესაძლებლობა. ეს მოქნილილობა აუცილებელია პოტენციური კლიენტების მოსაზიდად.

 

  • მეტა ძიება

პირდაპირი გაყიდვები საშუალებას გაძლევთ საკომისიო არ გადაუხადოთ ონლაინ ტურისტულ სააგენტოებს და შესაბამისად მიიღოთ უფრო მეტი შემოსავალი.  თუკი გუგლის რეკლამებში ფულის ინვესტირებისგან თავს იკავებთ, გაცნობებთ, რომ გუგლმა ახლახან ჩაუშვა სასტუმროების რეკლამირების სპეციალური მოდელი [The Pay Per Stay (PPS)], რომელიც სასტუმროებს საშუალებას აძლევს რეკლამის თანხა გადაიხადონ მხოლოდ სასტუმრო ნომრის დაჯავშნის შემთხვევაში. აღნიშნული მოდელი ასევე საშუალებას იძლევა რეკლამის საფასური არ გადაიხადოთ ჯავშანის გაუქმების ან სტუმრის არ „შემოსვლის“ შემთხვევაში.

 

  • ონლაინ მარკეტინგის შესაძლებლობები

გუგლის რეკლამა (PPC)  შესანიშნავი საშუალებაა მომხარებელი თქვენს ვებ-გვერდზე მოიზიდოთ და ამის შემდეგ მოახდინოთ გაყიდვების უფრო კარგად სტიმულირება. შეგიძლიათ თქვენს ვებ-გვერდზე უფრო დაბალი ფასი შესთავაზოთ თქვენს მომხმარებელს, ვიდრე ეს ონლაინ ტურისტული სააგენტოების ვებ-გვერდებზეა, რაც თქვენი ვებ-გვერდის საშუალებით გაყიდვების სტიმულირებას მოახდენს. ასევე,  შეგიძლიათ უფრო მოქნილი  პირობები შესთავაზოთ თქვენი ვებ-გვერდის მომხმარებელს, მათ შორის ნომრის გადაცვლა უფრო მაღალი კატეგორიის ნომერში.

 

  • სიმყუდროვე და განცალკევება

გასულ ზაფხულს ძალიან პოპულარული იყო განცალკევებული ლოკაციები და ის სასტუმროები, რომლებიც ბუნებაშია.

 

თუმცა, განცალკევება და იზოლირება გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ეს მხოლოდ ადგილმდებარეობაა.  პირადი სასიამოვნო გამოცდილებების შექმნა და გარე  სივრცეში სარელაქსაციო აქტივობები ძალიან პოპულარულია. პატარა განთავსების ობიექტები ბაღებით, აივნიანი ოთახები, ოთახში მოწყობილი სასადილო ზონები, ბინები სამზარეულოთი ქმნიან შესაძლებლობებს ადამიანებმა სასიამოვნო პირადი გამოცდილებები იზოლირებულ გარემოში  მიიღონ.  აქედან გამომდინარე, აქცენტი თქვენს მარკეტინგში მსგავს აქტივობებზე და გამოცდილებებზე გააკეთეთ.

 

  • შეჯამება

შემოსავლების მართვის და დისტრიბუციის სტრატეგიებზე მუშაობისას გამოიჩინეთ კრეატიულობა. გამოიყენეთ ძველი, კარგად ნაცადი და ასევე არასტანდარტული მეთოდები საბაზრო უპირატესობის მოსაპოვებლად.

 

იმედი გვაქვს სტატიაში მოცემულ რჩევებს გამოიყენებთ პრაქტიკაში. ჩვენ უნიკალური გამოწვევების ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, შესაბამისად ჩვენი გადადგმული ნაბიჯებიც განსხვავებული უნდა იყოს. ეკონომიკის ექსპერტების აზრით კი ცხოვრების ძველ რითმს უახლოეს მომავალში ნამდვილად ვერ დავუბრუნდებით. ამიტომაც, საჭიროა გამოვიყენოთ ყველა არსებული გზა, რათა ხელი შევუწყოთ შემოსავლების გენერირებას და რთული პერიოდის გადალახვას.

 

წყარო: xhotels

კრიზისის მართვა სასტუმროს შემოსავლები covid19
© 2020 Copyright