ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

სასტუმროს მარკეტინგის უახლესი ტრენდები

სასტუმროს მარკეტინგის უახლესი ტრენდები

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ Xhotels-ის დასკვნებზე და Shindi-ის დაკვირვებებზე დაყრდნობით სამსტუმრო მარკეტინგის უახლეს ტრენდებს.

 

  • პერსონალიზაცია
 

პერსონალიზაცია (Customization) აუცილებელი იქნება, როგორც კლიენტების მოძიებისთვის, ისე მათი შენარჩუნებისთვის. ამიტომაც, აუცილებელია მის გამოყენების დაწყება.

 

  • ხმოვანი სისტემები

 

ხმოვანი ტექნოლოგიების ბაზრის ღირებულება 2025 წლისთვის 30 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს, თუმცა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია მოიკოჭლებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში.  მართალია არსებობენ გამონაკლისები, როგორებიცაა მაგალითად: Amadeus-ის Volara, თუმცა ხმოვანმა ტენოლოგიებმა სასტუმრო ინდუსტრიაში ისე ვერ მოიკიდა ფეხი, როგორც ვფიქრობდით.

 

  • ბლოკჩეინი

 

ბლოკჩეინს ნამდვილად შეუძლია ბევრი საკითხის მოგვარება სტუმარმასპინძლობის სფეროში. მის შესაძლებლობებს კარგად იყენებენ მოგზაურობის ინდუსტრიაში, მაგალითად ერთ-ერთი მათგანია TUI. დროა უკეთესად გავნათლდეთ ბლოკჩეინის შესახებ, ვინაიდან რამდენიმე წელიწადში იძულებულები ვიქნებით გადავიდეთ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებზე.  

 

  • ხელოვნური ინტელექტი

 

ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე აუცილებლობაა. თუნდაც გარკვეული დოზით მისი მარკეტინგულ სტრატეგიებში გამოყენების გარეშე თქვენი ბიზნესი ფაქტიურად განწირულია. საჭიროა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სარეკლამო პლატფორმებზე გადასვლა. ადამიანს არ აქვს იმის უნარი და დრო, რომ ბოლომდე კარგად გაერკვეს და მართოს ჩახლართული სისტემები, თუნდაც Google-ის სარეკლამო კამპანიები. შესაბამისად, აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის დახმარება.  

 

  • „ინფლუენსერ“ მარკეტინგი
 

„ინფლუენსერ“ მარკეტინგი სტუმარმასპინძლობის სფეროში  ნამდვილად ცუდი იდეააა.  აჯობებს უფასოდ გაცემული სასტუმრო ნომრები, დახარჯული თანხა და დრო დაზოგოთ და სხვა რამეში გამოიყენოთ. არავის არ აინტერესებს კოქტეილის სურათი გადაღებული აუზის წინ, მართლა არავის!

 

  • ღრუბელი (Cloud)

 

თუკი ღრუბლის სისტემის ნაცვლად, სხვა ტრადიციულ, ძველებურ სისტემას იყენებთ, ამით საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნით ბიზნესს. მსგავსი მოძველებული სისტემები არა-სანდო, არა-უსაფრთო და რაც მთავარია, საკმაოდ ძვირია. თუკი სასტუმროს ტერიტორიაზე გაქვთ განთავსებული სერვერი, ეს ნამდვილად პრობლემაა. ამ შემთხვევაში საჭიროა რაც შეიძლება მალე გადახვიდეთ ღრუბლოვან სისტემაზე.  

 

  • გადახდის ალტერნატიული საშუალებები

 

ალტერნატიული გადახდები ტურიზმის სფეროში ელექტრონული კომერციით განხორციელებული ტრანზაქციების 51 %-ს შეადგენს მსოფლიო მასშტაბით. სულ მალე დადგება ისეთი ცხოვრება, სადაც აღარ იქნება საჭირო ნაღდი ფული და საკრედიტო ბარათი. საჭიროა სათანადო გადახდის სისტემის დანერგვა, რომელიც სასტუმროს მარკეტინგის ნაწილი უნდა იყოს, სხვანაირად Booking.com-ის და  Expedia-იას ვირტუალური ბარათები ტრანზაქციების განხორციელების საშუალებასაც კი აღარ მოგცემთ, მალე.  

 

  • გაყიდვების სისტემები უკეთესი გაყიდვებისთვის

 

ბევრი კარგი გაყიდვის სისტემა არსებობს, რომელიც  უკვე არსებულ კლიენტზე დამატებითი ან უფრო ძვირიანი პროდუქტის  მიყიდვის მეშვეობით შემოსავლის ზრდის საშუალებას იძლევა და თანაც გვეხმარება გავაუმჯობესოთ მომხარებლის გამოცდილება. მსგავსი სისტემების ინტეგრაცია სასტუმროს მარკეტინგის სტრატეგიაში ფრიად საჭიროა.  

 

  • CRM
 

მოხმარებელთან ურთიერთობის მართვის (CRM) სისტემა აუცილებელია, განსაკუთრებით კი პერსონალიზაციის მიღწევისთვის. მისი დანერგვისას დარწმუნდით, რომ მისი ინტეგრაცია მარტივადაა შესაძლებელი თქვენს უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან და აქცენტი გააკეთეთ ავტომატიზაციაზე, ვინაიდან მსგავს საკითხებში ადამიანის  ჩართვა არანაყოფიერი და შრომატევადია.  

 

  • მობილურზე აქცენტირება

 

მობილურით განხორციელებული სესიები დრამატულად იზრდება და გაცილებით აჭარბებს „დესკტოპით“  განხორციელებულ სესიებს. ამასთანავე იზრდება მობილურის ტრანზაქციებით მიღებული შემოსავლები. თავად გუგლის ინდექსირების სისტემაც მობილურზეა აქცენტირებული უპირველესად, რაც იმას ნიშნავს, რომ „დესკტოპზე“ მორგებული ვებგვერდები მალე არარელევანტური იქნება. დროა დაივიწყოთ „დესკტოპის“ დიზიანები და სრული ფოკუსირება მოახდინოთ მხოლოდ და მხოლოდ მობილურზე.  

 

 

 

 

 

სასტუმროს მარკეტინგი ციფრული მარკეტინგი ტურიზმის მარკეტინგი
© 2020 Copyright