IATA- საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია, რომ კოვიდ-19-ის კრიზისით გამოწვეული მოთხოვნის მკვეთრი და უეცარი დაცემის გამო დაახლოებით 25 მილიონი სამუშაო ადგილი გაქრობის რისკის ქვეშაა.
მსოფლიოში დაახლოებით 65.5 მილიონი ადამიანი დამოკიდებულია ავიაციის ინდუსტრიაზე, მათ შორისაა მოგზაურობის და ტურიზმის სექტორების წარმომადგნელები. ამათგან, სამუშაო ადგილების 2.7 მილიონი ავიახაზებზე მოდის. IATA-ს კვლევის მიხედვით თუკი მკაცრი შეზღუდვები სამ თვეზე (ივნისის ბოლომდე) მეტხანს გაგრძელდება, მსოფლიოს მასშტაბით 25 მილიონი სამუშაო ადგილი ავიაციაში და მომიჯნავე სექტორებში საფრთხის წინაშე დადგება. ამაში შედის:
იგივე სცენარის შემთხვევაში, 2019 წელთან შედარებით 2020 წელს ავიახაზები მგზავრებისგან მიღებული წლიური შემოსავლის 252 მილიარდი აშშ დოლარით ვარდნას ელოდებიან (-44 %). მეორე კვარტალი ყველაზე კრიტიკულია ვინაიდან მოთხოვნის 70%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.
ავიახაზები მთავრობებისგან მყისიერ ფინანსურ დახმარებას ითხოვენ, რათა ავიახაზებმა შეინარჩუნონ ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობა და მიეცეთ ეკონომიკური აღდგენის საშუალება პანდემიის გადავლის შემდეგ. კონკრეტულად IATA-ს მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში:
IATA-ს გენერალურმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Alexandre de Juniac-მა განაცხადა „სიტყვები ვერ აღწერს კოვიდ-19-ის გამანადგურებელ შედეგებს ავიაინდუსტრიაზე. უკიდურესი ეკონომიკური უარყოფითი გავლენა შეეხება 25 მილიონ ადამიანს, რომლებიც ავიახაზებთან დაკავშირებულ სამუშაო ადგილებზე მუშაობენ. ავიახაზები სიცოცხლისუნარიან ინდუსტრიად უნდა დარჩეს, რათა პანდემიის შემდეგ ეკონომიკური აღდგენის პროცესებში ლიდერის როლ იკისროს. ავიახაზების სასიცოცხლო ხაზი ახლა უმნიშვნელოვანესია.“
ფინანსურ მხარდაჭერასათან ერთად, ინდუსტრიას დაჭირდება კარგი დაგეგმარება და კოორდინაცია იმისთვის, რომ ავიახაზები მზადყოფნაში იყოს პანდემიის დასრულების შემდეგ.
„ავია-ინდუსტრიის მსგავსი მასშტაბის დამუხრუჭება არასოდეს გვინახავს. შესაბამისად არც იმის გამოცდილება გვაქვს, თუ როგორ ავამუშავოთ ის თავიდან ასეთ დროს. ეს ურთულესი იქნება?! ჩვენ დაგვჭირდება დამატებითი სახსრები ვადაგასული ლიცენზიებისა და სერტიფიკატებისთვის. ჩვენი მოქმედება ახალ რეალობას უნდა მოვარგოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ხელახალი დაინფიცირება იმპორტირებული შემთხვევების გზით. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ეფექტური მიდგომა სამოგზაურო შეზღუდვების სამართავად, რომელთა შემსუბუქებამდე ვერ დავბრუნდებით სამსახურებში. ეს ჩვენს წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი ამოცანებია. წარმატების მისაღწევად ინდუსტრიამ და მთავრობამ ერთად უნდა იმუშაოს“ - განაცხადა de Juniac-მა.
„იატა“ განიხილავს ინდუსტრიის ხელახლა გააქტიურების კომპლექსურ მიდგომას, როდესაც ამაზე დასტურს მთავრობები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგნელები გასცემენ. დაინტერესებული მხარეების ჩართვა პროცესში იქნება უმნიშვნელოვანესი. საწყის ეტაპზე იგეგმება რეგიონალური მასშტაბით ვირტუალური შეხვედრების, სამიტების ორგანიზება მთავრობების და დაინტერესბეული მხარეების ჩართულობით, რაც მიზნად ისახავს:
„ჩვენ არ ველოდებით , რომ ინდუსტრია იმავე ნიშნულს დაუბრუნდება, სადაც რამდენიმე კვირის წინ, პროცესების განვითარებამდე იყო. ავიახაზები მომავალშიც დააკავშირებს სამყაროს ერთანეთთან. ჩვენ კი ამას სხვადასხვა ბიზნეს მოდელის საშუალებით გავაკეთებთ. ამავე დროს საჭირო იქნება ინდუსტრიის პროცესების ადაპტირება, რისთვისაც მუშაობა მალევე უნდა დავიწყოთ. ჩვენ არ გვინდა 9/11-ის მოვლენების შემდეგ დაშვებული შეცდომების გამეორება, როდესაც პროცესები არაკოორდინირებულად მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ ზომების ქაოსი, რომელთა ნაწილი დღემდე გაურკვეველი რჩება. რისკის ქვეშ მყოფი 25 მილიონი ადამიანის სამუშაო ადგილის შენარჩუნება ინდუსტრიის ეფექტურ რესტარტზეა დამოკიდებული“- განაცხადა de Juniac-მა.
მომზადებულია Traveldailymedia-ას მიხევით.