ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმა წევრობის პირობები განსაზღვრა

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმა წევრობის პირობები განსაზღვრა

„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის“ დამფუძნებელი წევრები შეთანხმდნენ ორგანიზაციაში გაწევრიანების კონკრეტულ პირობებზე. წევრობის განაცხადის ფორმიდან ირკვევა, რომ ალიანსის წევრები შეიძლება გახდენენ ტურიზმის სექტორში მომუშავე შემდეგი ტიპის ორგანიზაციები:

 

  • ბიზნეს ასოციაციები;
  • სავაჭრო პალატები;- არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • ტურიზმის მიმართულებით მომუშავე კვლევით ინსტიტუტები;
  • კერძო კომპანიები, რომელთაც აქვთ სურვილი მხარი დაუჭირონ ალიანსის საქმიანობას „მხარდამჭერი წევრის სტატუსით“.

 

გაწევრიანების პროცედურები კი გახლავთ შემდეგი ხასიათის:

  • საწევრო განაცხადის ფორმის შევსება და წარდგენა;
  • განაცხადის განხილვა და 3-5 სამუშაო დღეში გადაწყვეტილების შეტყობინება;
  • ალიანსში გაწევრიანება წევრის ან მხარდამჭერი წევრის სტატუსით;

 

მსურველ ორგანზიაციებს გაწევრიანება შეუძლიათ აღნიშნული რეგისტრაციის ფორმის შევსებით.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი (სტია) წარმოადგენს ტურიზმის სექტორში მოღვაწე ორგანიზაციების გაერთიანებას, რომლის მიზანია შეამციროს პანდემიის გავლენა სექტორზე, გაუწიოს ადვოკატირება პოლიტიკის რეფორმებს და დაუჭიროს მხარი ბიზნესმეგობრული გარემოს განვითარებას, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან დიალოგის გზით. მისი ძირითადი სამომავლო მიზანი ტურიზმის მდგრადი და სტაბილური განვითარებაა. ალიანსს ჰყავს 13 დამფუძნებელი წევრი:

 

  • საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია;
  • საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია;
  • სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაცია;
  • საქართველოს გიდების ასოციაცია;
  • გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია;
  • ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია;
  • საქართველოს ტურიზმის ასოციაცია;
  • ტურიზმის ინსტიტუტი;
  • საქართველოს ტურიზმის კავშირი;
  • საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია;
  • საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია;
  • საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია;
  • საქართველოს სომელიეთა ასოციაცია.
© 2020 Copyright