ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი დაფუძნდა

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი დაფუძნდა

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი (სტია) ოფიციალურად დაფუძნდა და მიენიჭა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი - იუწყება ალიანსის  სოციალური მედიის გვერდი.

 

სტია-ს ჰყავს 13 დამფუძნებელი არაკომერციული ორგანიზაცია:

 

  • საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია;
  • საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია;
  • საქართველოს გიდების ასოციაცია;
  • გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია;
  • საქართველოს ტურიზმის ასოციაცია;
  • ტურიზმის ინსტიტუტი;
  • საქართველოს ტურიზმის ნეთვორქი;
  • საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია;
  • საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია;
  • საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია;
  • საქართველოს სომელიეთა ასოციაცია
  • ავია კომუნიკატორი
  • სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი (სტია) წარმოადგენს ტურიზმის სექტორში მოღვაწე არაკომერციული ორგანიზაციების გაერთიანებას, რომლებიც შეიკრიბნენ პანდემიის ფონზე არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით. ალიანსის ახდენს ინდუსტრიაში ჩართული სუბიექტების პრობლემატიკის იდენტიფიცირებას და მათ გადაჭრას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან დიალოგის გზით.  

 

ალიანსში გაწევრიანება შეუძლია ტურიზმთან დაკავშირებულ ნებისმიერ ორგანზაციას აღნიშნული სარეგისტრაციო ფორმის შევსების საშუალებით.

 

ამჟამად ალიანსის შემადგენლობაში შედის 27 ორგანიზაცია.

 

სტია ტურიზმის აღდგენა
© 2020 Copyright