ტურიზმის 27 ორიგანიზაციისგან შემდგარი „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი“ ეხმაურება დაწესებულ შეზღუდვებს და მთავრობას 4 პუნქტიან გეგმას სთავაზობს.
გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:
„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების ინიციატივით პანდემიის პირობებში შეიქმნა, რომლის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს 2020 წლის 5 მაისს მოეწერა ხელი. დღეისთვის 27 ბიზნეს გაერთიანებითაა წარმოდგენილი. ალიანსის ორგანიზაციულ განვითარებას ხელს უწყობს USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საქართველოში.
მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკისთვის ტურისტული ინდუსტრია ერთ-ერთი წამყვანი დარგია. შესაბამისად კორონავირუსის გავრცელების უარყოფითი ზეგავლენა უპირველესად ტურიზმის სექტორს შეეხო. პანდემიამ ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციების და დარგის სპეციალისტების დიალოგი მთავრობას და მის ეკონომიკურ გუნდთან, დარგის მიერ ერთიანი, შეჯერებული ხედვის ადვოკატირება, პრიორიტეტული საკითხების არგუმენტირებულად ჩამოყალიბება და მთავრობისთვის მიწოდება.
გასული თვეები ეკონომიკურ ჭრილში ძალიან რთული გამოწვევა აღმოჩნდა სექტორისთვის, რომელსაც ინდუსტრიის ათასობით პირდაპირი თუ ირიბი მოთამაშეები ყავს. დღეს, როდესაც პანდემიის მეორე ტალღის პირობებში ვიმყოფებით ცალსახად ავღნიშნავთ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უპირობო პრიორიტეტია. ამავე დროს გამოვდივართ რა ეკონომიკური ზეგავლენის მძიმე პირობებიდან ერთხმად ავღნიშნავთ, რომ ეკონომიკური პრობლემა საერთოა და ერთად უნდა ვიბრძოლოთ საერთო გამოწვევის დასაძლევად.
კიდევ ერთხელ მოგვართავთ თხოვნით, წარიმართოს პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი თქვენთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, ერთიანი ძალებით შევამციროთ პანდემიის გავლენა ბიზნესზე, რათა გადამწყვეტი ბრძოლა კრიზისული სიტუაციის დასაძლევად და დარგის გადასარჩენად შედეგებზე ორიენტირებული იყოს.
აქვე მოგახსენებთ, რომ მოვიკვლიეთ ინდუსტრიის ფარგლებში გაერთიანებული ორგანიზაციების ეკონომიკურ-სოციალური სტატუსი და შესაბამის ანალიტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გთხოვთ გადახედოთ მიღებულ გადაწყვეტილებას, დაპირებისამებრ განახორციელოთ წერტილოვანი შეზღუდვები, გააუქმოთ ინდუსტრიის ჩაკეტვა და მოკლევადიან პერიოდში გადაიჭრას ყველა ის გამოწვევა, რომელიც ტურიზმში დასაქმებულთა წინაშე დგას:
საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი მხარს უჭერს მთავრობის ყველა, დროულ და აუცილებელ ზომას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და კერძო სექტორის მხარდასაჭერად. ამავე დროს, ალიანსის თითოეული წევრი გამოხატავს სრულ მზაობას, ჩაერთოს ყველა არსებული ადამიანური რესურსით საერთო გამოწვევის დაძლევაში და ერთად შევიმუშაოთ დამატებითი მექანიზმები სექტორის გადასარჩენად."
საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წევრები:
წყარო: სტია-ს facebook გვერდი
სტია ტურიზმის აღდგენა ჩაკეტვა