ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

[ნაწილი 4] როგორ შეუძლია სასტუმროებს გუგლის პლატფორმის გამოყენება პოსტ პანდემიურ ეპოქაში

[ნაწილი 4] როგორ შეუძლია სასტუმროებს გუგლის პლატფორმის გამოყენება პოსტ პანდემიურ ეპოქაში

 

სასტუმროების მიერ გუგლზე რეკლამების გაკეთების თავისებურებებზე მიძღვნილ სტატიათა ციკლის ბოლო ეპიზოდი არის მე-3 ნაწილში განვითარებული აზრის დასრულება: პოსტ კრიზისული პერიოდის მარკეტინგული სტრატეგიის მიზანია მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგების მიღება.


ნაწილი 4


მარკეტინგულ კრეატივი ააგეთ პირდაპირი დაჯავშნის (direct booking) უპირატესობაზე


სასტუმროებს შეუძლია წამახალისებელი წინადადებების შეთავაზება, მაგალითად: დაჯავშნე პირდაპირ და მიიღე უფასო უსადენო ინტერნეტი (ან უფასო საუზმე, პარკინგი და ა.შ.)

 

შექმენით ექსკლუზიურობის განცდა, რაც დაგეხმარებათ კიდევ უფრო მეტად წარმოიაჩინოთ  პირდაპირ დაჯავშნის ღირებულება.

 

გახადეთ გუგლზე სასტუმროს რეკლამა (GHA)  თქვენი გუგლის მარკეტინგის აუცილებელი ნაწილი


თავი შეიკავეთ ძვირიანი cost-per-click (CPC) (GHA)   რეკლამისგან. ამის ნაცვლად  ინვესტიცია ჩადეთ რეკლამის ტიპში, რომელიც საშუალებას გაძლევთ რეკლამის თანხა გადაიხადოთ მომხმარებლის სასტუმროში დარჩენის შემთხვევაში (pay-per-stay GHA პროგრამა).

 

გუგლმა აღნიშნული პროგრამის განხორციელება დაიწყო იქედან გამომდინარე, რომ სასტუმროების უმრავლესობას აღარ ქონდა სარეკლამო ბიუჯეტი და ასევე კოვიდ-19-ის გამო   ხშირი იყო ჯავშნების გაუქმება მომხარებლების მხრიდან. 

 

აღნიშნული  სარეკლამო მოდელის ფარგლებში სასტუმროები რეკლამის თანხას იხდიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სტუმარი სასტუმრო ოთახს GHA-ს საშუალებით ჯავშნის და ასევე რჩება სასტუმროში. 

 

სთხოვეთ თქვენი ციფრული მარკეტინგის გუნდს ჩართოს თქვენი სასტუმრო GHA-ის სისტემაში. 

 

შეცვალეთ შედეგების მიმართ დამოკიდებულება


ამაში იგულისხმება მოგება ინვესტიციაზე, ჯავშნები, შემოსავლები, კონვერსიის მაჩვენებელი და სხვა პარამეტრები, რომელსაც გუგლზე განხორციელებული ცალკეული აქტივობებიდან ვზომავთ.

 

ამის ნაცვლად ყურადღება მიაქციეთ გუგლის ეკოსისტემიდან მიღებულ მთლიან შედეგს, მათ შორის გუგლის საძიებო რეკლამას, საბანერო რეკლამას, გუგლის სასტუმროების რეკლამას, ჯიმეილზე განხორციელებულ რეკლამას. ჰკითხეთ საკუთარ თავს: თუკი მე 5 000 აშშ დოლარს ჩავდებ გუგლის ეკოსისტემაში, რამდენს მივიღებ უკან? იქნებ ეს 5-ჯერ, 10-ჯერ, 12-ჯერ თუ 15-ჯერ მეტი?

 

ნუ გაანაწილებთ გუგლზე სარეკლამო აქტივობებს სხვადასხვა სააგენტოებს და მომწოდებლებს შორის


ამ გზით თქვენ უფრო მეტს დახარჯავთ და ნაკლებს მიიღებთ. უმჯობესია გუგლის ეკოსისტემაში მუშაობისთვის ითანამშრომლოთ ერთ პარტნიორთან, რითაც უკეთეს შედეგებს მიაღწევთ.

 

სასურველია ითანამშრომლოთ გუგლის პარტნიორ სააგენტოებთან


კარგი იქნება თუკი თქვენი პარტნიორი სააგენტოს თანამშრომლები იქნებიან გუგლის მიერ სერთიფიცირებული სპეციალისტები, რომლებიც კარგად ერკვევიან  გუგლის კომპლექსურ ეკოსისტემაში და რომლებიც წარმატებით შეძლებენ საძიებო სისტემების ოპტიმიზაციისთვის საჭირო სამუშაოების შესრულებას.

 

დასვით კითხვები: რამდენ თანამშრომელს აქვს Google AdWords-ის სერტიფიკატი? შეუძლია თქვენს სააგენტოს  მართოს გუგლის ანალიტიკა, საბანერო რეკლამა, მოახდინოს რეთარგეთინგი, რეკლამები გაუშვას YouTube-ზე და Gmail-ზე და ა.შ.?

 

აქციეთ გუგლის ეკოსისტემა თქვენი მრავალარხიანი მარკეტინგული კამპანიის განუყოფელ ნაწილად


ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან სხვადასხვა მარკეტინგულ არხზე ერთი და იგივე მესიჯის თანმიმდევრულად კომუნიკაცია დადებითად ისახება ჩართულობაზე და ჯავშნების რაოდენობაზე.

 

მნიშვნელოვანი საკითხები


სასტუმროს სექტორის წარმომადგნლებს ხშირად აწუხებთ კითხვა აპირებს თუ არა გუგლი ონლაინ ტურისტული სააგენტოს ფუნქციების ათვისებას?

 

ეს ასე არ მოხდება!

 

სასტუმროს ჯავშნები საკმაოდ შრომატევადი და რთული საკითხია, რომელიც ეწინააღმდეგება გუგლის ბიზნეს მოდელს.

 

დასკვნა


პასუხი კითხვაზე შეაჩერონ უნდა თუ არა სასტუმროებმა თავიანთი მარკეტინგული აქტივობები გუგლზე, არის არა!

 

დღეს, მიუხედავად ჩვენი ინდუსტრიის ურთულესი მდგომარეობისა, სასტუმროს მარკეტერებმა ისევ ისეთივე აქტიურობა უნდა გამოიჩინონ გუგლზე, როგორც ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში ხდებოდა.

 

გუგლი არა მხოლოდ საძიებო სისტემების ამერიკის ბაზრის 87.3 %-ს, ევროპის- 93.24 %-ს, ხოლო აზიის 91.5 %-ს აკონტროლებს, არამედ პირდაპირი დაჯავშნების ყველაზე ეფექტური წყაროა. ამავე დროს მან მწყემსის როლი იკისრა მომხმარებლის „ციფრული მოგზაურობის“  ხუთივე ეტაპზე,  რაშიც შედის ოცნების, დაგეგმვის, დაჯავშნის, განცდის და გაზიარების ეტაპები. შედეგად, იგი დიდი დოზით აკონტროლებს მომხარებლის ქცევას ონლაინ სივრცეში.

 

ამავე დროს, გუგლი ინტეგრირებულ სარეკლამო ეკოსისტემად გადაიქცა, რომლის სამართავად და სასურველი შედეგების მისაღწევად საჭიროა კომპლექსური ტექნოლოგიების ცოდნა და უნარ-ჩვევები.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე გუგლის სრულად ინტეგრირებულ ეკოსისტემაში არის ის, რომ აქ რეკლამის ყველა ფორმატი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და სინქრონულად მუშაობს. მომხმარებლის ჩართულობა მოგზაურობის საწყის ეტაპზე (ე.წ. upper funnel-ზე)  (რაშიც მოიაზრება: SEO, content marketing, YouTube TrueView, Gmail Ads და ა.შ.) გავლენას ახდენს მოგზაურობის ქვედა დონის (ე.წ.lower funnel)   დროს განხორციელებულ კონვერსიაზე (Google Ads, Google Hotel Ads, Google Display Network, RLSA, Customer Match და ა.შ.), ხოლო ერთი სარეკლამო ფორმატის კამპანია პირდაპირ გავლენას ახდენს სხვა სარეკლამო ფორმატების შედეგებზე. 

 

ამ რთულ ვითარებაში, როდესაც სასტუმროს დატვირთულობა, ნომრების ღირებულება და შემოსავლები ძალიან დაბალია და სასტუმროს პერსონალის აქტიური შემცირება მიდის, შეუძლებელია გუგლზე ძვირადღირებული მარკეტინგული სარეკლამო აქტივობების განხორციელება.

 

შესაბამისად, მინიმალური ბიუჯეტით მაქსიმალური შედეგის მიღწევა უნდა იყოს გუგლზე პოსტ-კრიზისული მარკეტინგული სტრატეგიის მთავარი მიზანი.

 

მომზადებულია შინდის დახმარებით, phocuwire-ის მასალებზე დაყრდნობით.

© 2020 Copyright