ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

[ნაწილი 3] როგორ შეუძლია სასტუმროებს გუგლის პლატფორმის გამოყენება პოსტ პანდემიურ ეპოქაში.

[ნაწილი 3] როგორ შეუძლია სასტუმროებს გუგლის პლატფორმის გამოყენება პოსტ პანდემიურ ეპოქაში.

პოსტ კრიზისული პერიოდის მარკეტინგული სტრატეგიის მიზანია მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგების მიღება. ქვემოთ ვისაუბრებთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც აღნიშნული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

 

ნაწილი 3

 

ქონთენთზე ორიენტირებული მარკეტინგი (ე.წ. Content marketing)


ქონთენთ-მარკეტინგი სასტუმროს ციფრული მარკეტერებისთვის კარგად ნაცნობი მეთოდია.

 

ქონთენთ მარკეტინგი გარკვეულ ხარჯებთან ასოცირდება, ვინაიდან  ქონთენთის შექმნა, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტების მომზადება, რაშიც მოიაზრება საძებო სისტემების ოპტიმიზაცია, მიმზიდველი ვებ ქონთენთის შექმნა, სოციალური მედიისთვის პოსტების შექმნა, ლინკდინის გამოყენებით B2B მარკეტინგის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, PR სტატიები, ბლოგები, მომხმარებელზე ორიენტირებული პოდკასტები, ვებინარები, აქტუალურ თემებზე (მაგ: სპა და გამაჯანსაღებელი მოგზაურობები) საუბარი,  ინფლუენსერ მარკეტინგი, განახლებულ ინფრასტრუქტურაზე საუბარი და ბევრი მსგავსი რამე თანხების ინვესტირებას მოითხოვს.

 

კარგად შესრულებული ქონთენ მარკეტინგი უფრო იაფია, ვიდრე ციფრული მარკეტინგის სხვა სახეობები.  მისი წყალობით მარტივდება პოტენციურ მოგზაურთან კომუნიკაცია და მისი  დარწმუნება ოცნების და დაგეგვის ეტაპზე, ხოლო შედეგად დაჯავშნის ეტაპზე ვღებულობთ უკვე მზაობის მქონე მომხმარებელს.

 

გადახედეთ და გაანახლეთ თქვენი ობიექტი Google My Business-ზე


დარწმუნდით, რომ თქვენი ობიექტი Google My Business-ზე, ასევე სხვა ადგილობრივ საძიებო სისტემებზე თუ პლატფორმებზე სრულად ოპტიმიზირებულია. 

 

ბოლოს როდის გაანახლეთ  თქვენი სასტუმროს, ინფრასტრუქტურის, მომსახურების, სამუშაო საათების, კოვიდ-19-თან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, ფოტოები და ვიდეოები? ბოლოს როდის გაეცით გუგლზე დატოვებულ შეფასებებს პასუხი?

 

გუგლზე სასტუმროს უფრო მეტი შეფასება აქვს, ვიდრე ერთად აღებული სხვა შეფასებები და ონლაინ ტურისტული სააგენტოების ვებ-გვერდებზე არსებული შეფასებები. Google My Business პირდაპირ გავლენას ახდენს მომხარებელზე დაგეგმვის  ეტაპზე და ასევე  რეკომენდაციის (ე.წ. word-of-mouth-ის) ძლიერი ეფექტით გამოირჩევა გაზიარების ეტაპზე.

 

დაგეგმეთ მცირე ბიუჯეტიანი, სასტუმროს ბრენდზე აგებულ ქივორდებზე დამყარებული საძიებო კამპანია გუგლში, რაც დაგეხმარებათ კომუნიკაცია დაამყაროთ სასტუმროს ძველ სტუმრებთან


ძველმა სტუმრებმა უკვე იციან თქვენი სასტუმროს შესახებ, შესაბამისად ახლა თქვენ გჭირდებათ მათი დარწმუნება იმაში, რომ თქვენი ობიექტი უსაფრთხოა და რომ თქვენი პაკეტები და სპეციალური წინადადებები მათ საჭიროებებზეა მორგებული.

 

გუგლის საძიებო რეკლამა (Google Ads) შესანიშნავი საშუალებაა დაარწმუნოთ ძველი სტუმრები და ასევე ახალი პოტენციური კლიენტები, რომლებმაც თქვენი რეკლამა უკვე ნახეს საბანერო რეკლამის (GDN) სახით. მისი საშუალებით ასევე შეგიძლიათ მიწვდეთ იმ სეგმენტს, რომელმაც ზუსტად იცის, რომელ სასტუმროში უნდა გაჩერება.

 

დაგეგმეთ რეთარგეთინგზე ორიენტირებული მცირე ბიუჯეტიანი საბანერო რეკლამა გუგლში


ეს დაგეხმარებათ თქვენი სასტუმროს შესახებ შეახსენოთ იმ მომხმარებლებს, რომლებიც უკვე ეწვიენ თქვენს ვებ-გვერდს და რომლებმაც უკვე იციან თქვენი სასტუმროს შესახებ.  რეთარგეთინგზე ორიენტირებული საბანერო რეკლამა კარგი საშუალებაა შევამციროთ „გადაფიქრებული“ ჯავშნების რაოდენობა და ასევე შევახსენოთ მომხარებელს ჩვენი ბრენდი.

 

არსებული ბიუჯეტიდან გამომდინარე დაგეგმეთ საბანერო რეკლამა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტზე იქნება ორიენტირებული

 

საბანერო რეკლამა საშუალებას იძლევა თარგეთინგი მოვახდინოთ  ადგილმდებარეობის, ქივორდების, აუდიტორიის და უკვე არსებული მომხარებლებლების მსგავსობის მიხედვით.

 

საბანერო რეკლამა სასტუმროს მარკეტინგული წვდომის ზრდის და ახალი მომხარებლების მოზიდვის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა.

 

ბოლო, მე-4 ნაწილში, გაგრძელდება საუბარი სხვა მსგავს ნაბიჯებზე და გაკეთდება მომზადებული მასალის დასკვნა.


მომზადებულია შინდის დახმარებით, phocuwire-ის მასალებზე დაყრდნობით.

© 2020 Copyright