ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

გლობალური ტურიზმი 1 ტრილიონ დოლარზე მეტს დაკარგავს 2020-ში

გლობალური ტურიზმი 1 ტრილიონ დოლარზე მეტს დაკარგავს 2020-ში

 

ნავარაუდებია, რომ ტურისტების საერთაშორსო ნაკადები შემცირდება 58%-დან 78%-მდე წლის ბოლოსთვის. ანალიტიკური პორტალი StockApps.com-ს გამოთვლით მსოფლიო ეკონომიკას ტურიზმის ექსპორტისგან დააკლდება  910 მილიარდიდან 1,2 ტრილიონ ა.შ.შ.დოლარამდე. შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ექსპორტი გახლდათ 1,5 ტრილიონი ა.შ.შ დოლარი 2019 წლისთვის.

 

გაეროს ვაჭრობის და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიხედვით კი აღნიშნული პროცესები ტურიზმში მსოფლიო მშპ-ს მოაკლებს 1,5%-დან 2,8%-მდე. ეს კი ნიშნავს 1,17 ტრილიონიდან 2,22 ტრილიონ ა.შ.შ. დოლარამდე დანაკლის გლობალური ეკონომიკისთვის.

 

ტურიზმი წარმოადგენს ექსპორტის სიდიდით მესამე სექტორს მსოფლიო ეკონომიკაში. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატრა კუნძულებზე არსებული განვითარებადი (SIDS) ქვეყნებისთვის, რადგანაც ამ ქვეყნების ექსპორტის 30% უკავია. მაგალითად, კუნძულ-სახელმწიფო სანტა-ლუსიისთვის ეს ციფრი საერთოდაც 90% აღწევს.

 

დასკვნის სახით შეიძლება იქთვას, რომ ტურიზმი განაპირობებს მსოფლიო ვაჭრობის 7% და ასაქმებს ყოველ მე-10 ადამიანს.

 

წყარო: phocuswire

ტურიზმის აღდგენა დანაკარგები ტურიზმში
© 2020 Copyright