ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

UNWTO: ტურიზმი 1990 წლის დონემდე ეცემა

UNWTO: ტურიზმი 1990 წლის დონემდე ეცემა

მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების, მომხმარებელთა ყოყმანისა და გლობალური მღელვარების ფონზე, საერთაშორისო მგზავრობა 72%-ით შემცირდა 2020 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით. კოვიდ პანდემიის პერიოდი ტურიზმის ისტორიაში ყველაზე ცუდ წლად შევა.

 

გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაიციის (UNWTO) ბოლო მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, დანიშნულების ადგილებმა 900 მილიონით ნაკლებ ტურისტს უმასპინძლეს ინავრიდან ოქტომბრის შუალედში.

 

ამ მონაცემის კონვერტაციის შემთხვევაში მივიღებთ 935 მილიარდი დოლარის ოდენობის დანაკარგს საერთაშორისო ტურიზმიდან, 10 ჯერ უფრო მეტს ვიდრე 2009 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს.

 

UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკავშილმა, განაცხადა: “კრიზის დაწყებისთანავე, UNWTO-მ მთავრობებს და ბიზნესებს მიაწოდა დამოწმებული მონაცემები კოვიდ კრიზისის გავლენის შესახებ გლობალურ ტურიზმზე. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის შემუშავებამ იმედი გაუჩინა ტურისტებს, ინდუსტრიის აღდგენამდე კიდევ გრძელი გზაა დარჩენილი. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი საზღვრების გახსნას ტურიზმისა და ბიზნესების მხარდასაჭერად. ცხადია, რომ ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია ამ უპრეცედენტო კრიზისის ფონზე.”

 

UNWTO ელოდება საერთაშორისო მგზავრობის შემცირებას 70-75%-ით 2020 წლის მანძილზე. ამ შემთხვევაში გლობალური ტურიზმი დაუბრუნდება 30 წლის წინანდელ დონეს, 1 მილიარდით შემცირებული მოგზაურებით და 1,1 ტრილიონი დოლარის ზარალით საერთაშორისო ტურიზმის შემოსავლიდან.

 

კრიზისით გამოწვეული ეს ვარდნა, გლობალური ეკონომიკის მშპ-ს 2 ტრილიონ დოლარს დააკლებს.

 

წყარო: UNWTO

ტურიზმის აღდგენა tტურიზმის მსოფლიო დანაკარგები UNWTO
© 2020 Copyright