გერმანიის რკინიგზას შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიით 24 %-ით გაეზარდა შემოსავლები.
გერმანიის რკინიგზამ შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის თავის სარეკლამო კამპანიაში გერმანიის მიმზიდველი ადგილების ფოტოები გამოიყენა, რომლებიც ცნობილ უცხოურ დანიშნულების ადგილებს გავს.
რკინიგზის მიერ ჩატარებული მოკვლევით, გერმანელების 72 % უცხოეთში ისვენებს. ამიტომაც, გერმანიის რკინიგზამ მიზნად დაისახა გერმანელებისთვის ეჩვენებინა, რომ გერმანიის მონახულება ისეთივე ამაღელვებელი შეიძლება იყოს, როგორც საზღვარგარეთ მოგზაურობა, თანაც ნაკლები დანახარჯები
კამპანიის დაგეგმვაში ჩართულები იყვნენ ცნობილი სარეკლამო კომპანია „Ogilvy Germany“ და ფოტო პლატფორმა „Getty Images“. სპეციალური ალგორითმის საშუალებით გერმანიის მასშტაბით მოხდა იმ ადგილების იდენტიფიცირება, რომლებიც ცნობილ, საერთაშორისო ტურისტულ ადგილებს გავს.
ფეისბუქის მონაცემების გამოყენებით, გერმანიის რკინიგზამ მოახდინა ინსტაგრამსა და ფეისბუქზე მოგზაურობითა და კონკრეტული ტურისტული ადგილებით დაინტერესებული აუდიტორიის იდენტიფიცირება. ამის შემდეგ, გეო-ლოკაციის ტექნოლოგიების და გუგლის საძიებო სისტემების დახმარებით, სამიზნე აუდიტორიას ვიდეო რეკლამები უჩევენეს, სადაც რეალურ დროში შედარებული იყო ორი ლოკაციის ფასები (1 გერმანიაში და 1 საზღვარგარეთ), მათ შორის ნაჩვენები იყო უახლოესი აეროპორტიდან თვითმფრინავით გამგზავრების ხარჯები. კამპანიის ვიდეოებში ერთმანეთთან შეპირისპირებული იყო ის ხარჯები, რაც საჭიროა ვენეციაში, ვანკუვერში, ტოკიოში ან მსგავ ადგილზე გასამგზავრებლად (რაც როგორც წესი ათასობით ევროს შეადგენს) და მატარებლის ღირებულება (19 ევრო), რომლითაც შესაძლებელი იყო გერმანიის მასშტაბით მსგავსი ლოკაციის მონახულება. ჩაშვებიდან 13 დღეში 750 უნიკალური რეკლამა დაგენერირდა კამპანიის ფარგლებში.
შედეგად, კამპანიის, „საჭირო არ არის გაფრენა - იმოგზაურე მსოფლიოს გარშემო გერმანიაში“, კონვერსიის მაჩვენებელმა 6.61 % -ს მიაღწია, ხოლო კომპანიის შემოსავლები 24 %-ით გაიზარდა.
წყარო: contagious
ტურიზმის მარკეტინგი შიდა ტურიზმის ციფრული მარკეტინგი